ექსკლუზივი: დავით კოდუამ კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ მოდელისა და დედამისის დაპირისპირებაზე
1764618901
დეკემბრის პირველი კვირა ვენერასა და პლუტონს შორის ჰარმონიული სექსტილით იწყება, რაც ბევრ ჩვენგანს შეცდომების გაანალიზებისა და სამომავლო გეგმების უფრო გააზრებულად ჩამოყალიბების შესაძლებლობას მისცემს. მორიელები მნიშვნელოვანი კარმული საკითხების მოგვარებასა და საქმეების წინ წამოწევას შეძლებენ. კუროს, სასწორისა და თევზების ნიშნის წარმომადგენლებს კი პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეები ელის. რომანტიკული სფეროს გაუმჯობესება ელოდება ვერძის, ლომისა და მშვილდოსნის ნიშნის წარმომადგენლებსაც. თხის რქებსა და ქალწულებს ამ კვირაში მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა მოუწევთ. ტყუპებსა და მერწყულებს კი შესაძლოა, წარსულში დატოვებულმა საქმეებსა და ურთიერთობებმა თავი შეახსენოს.
შუა კვირაში მარსსა და ქირონს შორის ტრინი ბევრ ადამიანს შესაძლებლობას მისცეს, ის საქმეებიც კი, რომელთა შესრულება აქამდე ერთულებოდათ, მარტივად მოაგვარონ და წარმატებას მიაღწიონ. კვირა მერკურის, იუპიტერისა და სატურნის ორი ჰარმონიული ასპექტით დასრულდება. ეს პერიოდი ბევრ ჩვენგანს შესაძლებლობას მისცემს, სწორ დროს, სწორ ადგილზე აღმოჩნდეს, გაიუმჯობესოს ფინანსური მდგომარეობა და შეიძინოს ახალი მეგობრები.
უფრო კონკრეტულად, როგორი იქნება 1-7 დეკემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის, ქვემოთ გაგიზიარებთ:
ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)
ვერძი კვირის უმეტეს ნაწილს კონფლიქტების მოგვარებასა და ახალი ცოდნისა თუ უნარების შეძენაში გაატარებს. ბევრს დამატებით ოჯახური ან რომანტიკული ვალდებულებების აღება მოუწევს, ვინაიდან ეს ურთიერთობები განახლებასა და გახალისებას მოითხოვს. კვირის მეორე ნახევრისთვის უმჯობესია დასვენება, მოგზაურობა, სილამაზის პროცედურების ჩატარება, სხვადასხვა ნივთის შეძენა დაგეგმოთ, განიტვირთოთ და დადებითი განწყობა შეიქმნათ. ეს მოტივაციას აგიმაღლებთ. ასევე, უფროს მეგობართან საუბარი და მისგან რჩევების მიღება თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების უფრო გააზრებულად გადაჭრაში დაგეხმარებათ.
კურო (21 აპრილი - 20 მაისი)
კუროებმა ყველა მნიშვნელოვანი საქმე კვირის პირველ ნახევარში უნდა დაგეგმონ. ძალიან დიდ მოტივაციასა და ენერგიას იგრძნობთ, რაც დაგეხმარებათ საკითხები თქვენთვის სასარგებლოდ გადაწყვიტოთ. შაბათ-კვირა კი საყვარელ საქმიანობას, გართობას დაუთმეთ და გააკეთეთ ის, რაც ყველაზე მეტად მოგწონთ. კვირის შუა პერიოდში ოჯახური, ფინანსური და რომანტიკული საკითხები გააქტიურდება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ.
ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
ასტროლოგები გირჩევენ, რომ კვირის დიდი ნაწილი ჯანმრთელობის საკითხების მოგვარებასა და თვითგანვითარებას დაუთმოთ. საყურადღებო ნიშნებს ნუ უგულებელყოფთ. ამავდროულად, თუ ამ კვირაში დროს რაიმეს შესწავლას, არსებული საქმეების განვითარებას დაუთმობთ, დიდ წარმატებას მიაღწევთ. პროფესიული თვალსაზრისით, ძალიან კარგი პერიოდი გელოდებათ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი შეთავაზება მიიღოთ, პოზიციის გაუმჯობესება მოახერხოთ და ფინანსურად დაწინაურდეთ.
ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
ლომები ძირითადად რომანტიკასა და ურთიერთობებზე გაამახვილებენ ყურადღებას. ამ ნიშნის წარმომადგენლები პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეებს მიიღებენ. თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა თქვენი განწყობის ამაღლებაზე იზრუნოს და სასიამოვნო სიურპრიზი მოგიწყოთ. ხოლო თუ არ ხართ ურთიერთობაში, შესაძლოა, თქვენთვის საინტერესო ადამიანი გაიცნოთ და კარგი გამოცდილება მიიღოთ.
ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
ქალწულებს სამსახურში ძალიან წარმატებული ეტაპი ელით. ისინი გავლენის სფეროს გაფართოებასა და ძალიან პროდუქტიული მოლაპარაკებების წარმოებას შეძლებენ. პირად ცხოვრებაშიც სასიამოვნო სიურპრიზები, ახალი ნაცნობობა და საინტერესო თავგადასავლები გაგახარებთ. გარდა ამისა, ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ კვირის განმავლობაში ჯანმრთელობის საკითხები არ უგულებელყოთ და საყურადღებო ნიშნები არ გამოგრჩეთ.
სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
სასწორებს პირად ცხოვრებაში ძალიან კარგი პერიოდი აქვთ. ჰარმონიული ურთიერთობა, სასიამოვნო თავგადასავლები, საყვარელი ადამიანების მხრიდან ყურადღება, დადებითი განწყობა… ეს ყველაფერი მოტივაციის გაზრდაში დაგეხმარებათ და პროფესიულ საქმიანობაში წარმატების მიღწევასაც შეძლებთ. სტაბილური ფინანსური მდგომარეობა საშუალებას მოგცემთ, შაბათ-კვირა განტვირთვასა და თქვენთვის სასურველი ნივთების შეძენას დაუთმოთ.
მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
მორიელები ტრანსფორმაციას განაგრძობენ. ეს ცვლილებები მთლიანად მათ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. აღნიშნული ნიშნის წარმომადგენლები თავად შეძლებენ, ტრანსფორმაციის მიმართულების განსაზღვრას და საკუთარი მომავლის აშენებას. ზოგიერთ თქვენგანს საქმიან ურთიერთობებში ელის წარმატება, ზოგი სასარგებლო თანამშრომლობას დაიწყებს, ზოგსაც პირად ურთიერთობებში ექნება სიახლეები...ვრცლად