სტოკჰოლმის ცენტრში, ავტობუსი გაჩერებაზე შევარდა - არიან დაღუპულები
1763139612
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ მოვლენებზე საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
იშვიათია შეხვდეთ ადამიანს, რომელიც გულგრილია ფულის მიმართ. მონეტების ჩხრიალი, ბევრისათვის ნებისმიერ მუსიკაზე საამური იყო უძველესი დროიდან მოყოლებული დღემდე. მონეტა - ლათინური სიტყვაა და რომის იმპერიის მფარველ ღვთაება იუნონას მრავალრიცხოვანი ეპითეტებიდან ერთ-ერთია.
იუნონა იყო სატურნის ერთ-ერთი ქალიშვილი, იუპიტერის და და ცოლი, მარსის, ვულკანის, ბელონასა და იუვენტას დედა. ძვ. წ. III საუკუნეში რომაელებმა იუნონა მონეტას ქალაქის ცენტრში მდებარე ტაძარში ერთ-ერთი უძველესი ზარაფხანა დააარსეს, რომელიც მომდევნო ოთხი საუკუნის განმავლობაში ფუნქციონირებდა.
მონეტის ერთ მხარეს გამოსახული იყო ქალღმერთის გამოსახულება, რომელსაც ცალ ხელში სიუხვის რქა ეჭირა, მეორეში კი ამ დოვლათის ასაწონად - სასწორი.( money-ც სწორედ ამ ძირიდან მოდის.)
მითებს, თითქმის ყოველთვის ვარსკვლავებთან, მათ კი ასტროლოგიასთან მივყავართ.
იუნონა 1804 წლის 1-ელ სექტემბერს აღმოაჩინეს ასტეროიდების სარტყელში, რომელიც იუპიტერსა და მარსს შორის მდებარეობს (რა საინტერესო გენეალოგიური დამთხვევაა, არა?) ამ ასტეროიდს საკუთარი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩვენს ნატალურ რუკებში. ითვლება, რომ იუნონას პოზიცია განმარტავს, თუ რას ვეძებთ პარტნიორში.
იუნონა ქორწინების მფარველია და ბევრი ადამიანი თვლის, რომ ქორწინებისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო ივნისია, თვე, რომელსაც ამ ქალღმერთის სახელი ჰქვია. ეს ყველაფერი გასაგებია, ის ხომ იუპიტერის ცოლია.
მაგრამ რა ვუყოთ მის ეპითეტს „მონეტა“?
იქნებ ამ ჯუჯა პლანეტას შეუძლია დაგვეხმაროს და ჩვენს რუკაში მიგვაგნებინოს, სად იმალება ჩვენი ფინანსური შესაძლებლობები? კი, მე რა თქმა უნდა, შესანიშნავად ვიცი, რომ ეს საქმე ვენერას აბარია, მაგრამ იქნებ იუნონაც იძლევა გარკვეულ ინფორმაციას? რატომაც არა? პირადად ჩემთან მისი მდებარეობა ვენერაზე არანაკლებ გასაგებად ასახავს, თუ საიდან და როგორ შემოდიან „მონეტები“, - წერს ხათუნა ნოელი.