7 ივნისს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის საგანგებო ბრიფინგს გამართავს

22:52 06-06-2017
141

7 ივნისს 11:00 საათზე პრაიმ ტაიმის პრეს კლუბში საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის  საგანგებო ბრიფინგს მართავს.

 

თემა: რუსული კომპანია ‘ არემჯი გოლდი’ კვლავ აგრძელებს ვანდალურ ქმედებებს ფიტარეთის მე–13 საუკუნის სამონასტრო  კომლექსის მიმდებარედ–  ‘ ბნელი ხევის“ ტერიტორიაზე. სადაც ოქროს მომპოვებული კომპანია  ღია კარიერული წესით   ოქროს ამოღებას  გეგმავს.   

საყდრისის კომიტეტში  აცხადებენ  რომ  მოსამზადებელი სამუშაოები  არქეოლოგიური  შესწავლის გარეშე მიმდინარეობს, რაც  სერიოზულ სართხეს უქმნის ბნელი ხევის კულტურულ მემკვიდრეობას, მათ შორის  ფიტარეთის მონასტერს და ხულუტიც ციხეს. ამასთან  ერთად   იგეგმება  ტერიტორიაზე არსებული ტყის საფარის 70% –ს გაჩეხვას, რაც ბოლნისის რაიონის მსგავსად  ახლა უკვე თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში  შექმნის  ეკოკატასტროფის რისკებს. ამ პროცესების  მიღმა კი  იკვეთება „ არემჯი გოლდის“ მესაკუთრის დიმიტრი ტროიცკის  შესაძლო   კორუფციული გარიგებები   ამჯერად    საკანონმდებლო ორგანოში.

 სწორედ სავარაუდო კორუფციული სქემების შესახებ ისაუბრებენ საყდრისის კომიტეტის წებრები  მედიასთან.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე საყდრისის კომიტეტი მოუწოდებს კულტურისა და გარემოს დაცვის სამინიტროებს ერთი კვირის განმავლობაში დროულად გაერკვნენ ვითარებაში და საზოგადოებას დამაჯარებელი ინფორმაცია მიაწოდონ. წინააღმდეგ შემთხვევაში საყდრისის დაცვის კომიტეტი მზად არის თავად დაიწყოს ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის და არქეოლოგიური ობიექტების მონიტორინგი.

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა აბესაძე