ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

რუსთავის საკრებულო

პოლიტიკა 1713940482

„ქართულმა ოცნებამ“ რუსთავში გახარია/ნაცმოძრაობის კოალიცია დაშალა - გადაყენებულია საკრებულოს თავმჯდომარე

 "ქართულმა ოცნებამ" ქალაქ რუსთავში გახარია/ნაცმოძრაობის კოალიცია დაშალა. გადაყენებულია საკრებულოს თავმჯდომარე - გადაწყვეტილება რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. თავმჯდომარის გადაყენებას მხარი დაუჭირა საკრებულოს 18-მა წევრმა.რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" რამდენიმე დღის წინ მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩანიშნულიყო რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ძირითად საკითხებად იქნებოდა სწორედ საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების გადაყენების საკითხი.გავრცელებულ განცხადებაში ფრაქცია " ქართული ოცნება აღნიშნავდა, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჯეროვნად ვერ ასრულებდა საკუთარ მოვალეობებს. არაერთხელ ჰქონდა ადგილი საკრებულოს მხრიდან საბოტაჟის მცდელობას, რაც გამოიხატებოდა ბიუჯეტის დამტკიცების ხელისშეშლაში, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის უარყოფითად შეფასებაში, კონკრეტული პროექტების შეფერხებაში, მოქალაქეების პოზიციების გაუთვალისწინებლობაში და ა.შ. საკრებულოს რეგლამენტის უხეში დარღვევების გარდა შრომის ინსპექციამ და შემდეგ უკვე საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა საკრებულოს ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლო და უკანონო ქმედებები აპარატის თანამშრომელთა მიმართაც.ცოტა ხნის წინ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო და პარტიიდან გავიდა ფრაქციის ოთხი წევრი, რაც კიდევ ერთი დამატებითი საფუძველი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ გუნდისთვის, რომ დაეწყო რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის თანამდებობებიდან გადაყენების პროცესი.

მაია ომიაძემ ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საზოგადოება 1713940407

მაია ომიაძემ ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე აშშ-ში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.„ტურიზმის როლი შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკაში“-პანელურ დისკუსიაში მაია ომიაძემ ტურიზმის მიმართულებით საქართველოს მიღწევების შესახებ ისაუბრა. მაია ომიაძემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული აქტივობები და დაგეგმილი პროექტები.კონფერენციას "საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები შავი ზღვის სტრატეგიის კონტექსტში"ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ელიოტის საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლამ უმასპინძლა.კონფერენციაზე გახსნითი სიტყვით წარდგა აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი.კონფერენციას ესწრებოდნენ სტუდენტები ჰარვარდის, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტებიდან, ვაშინგტონში საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის თემაზე მომუშავე ექსპერტები, ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატები და აშშ-ის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

რეინოლდსი და ჯეკმანი

შოუბიზნესი 1713940180

რეინოლდსი და ჯეკმანი ბრუნდებიან – DEADPOOL & WOLVERINE-ის ტრეილერი გამოვიდა

Disney-მ მომავალი მძაფრსიუჟეტიანი კომედიის Deadpool & Wolverine-ის პირველი სრული ტრეილერი გამოაქვეყნა.ფილმში მთავარ როლებს რაიან რეინოლდსი და ჰიუ ჯეკმანი ასრულებენ. სურათში ასევე მონაწილეობენ ოუენ უილსონი, ემა კორინი, მორენა ბაკარინი და ჯენიფერ გარნერი.პროექტის Free Guy-ს, The Adam Project-ისა და Night at the Museum-ის ტრილოგიის რეჟისორი შონ ლევაი ხელმძღვანელობს.Deadpool & Wolverine მსოფლიოს კინოგაქირავებაში მიმდინარე წლის 26 ივლისს გამოვა. 

რუსი სამხედროები

ომი უკრაინაში 1713940136

რუსი სამხედროების მიერ ხარკოვზე სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაშავდა

რუსმა სამხედროებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, ორი ადამიანი დაშავდა. მათ ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, საჰაერო ძალებმა სარაკეტო საფრთხე გამოაცხადეს ხარკოვის, პოლტავისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმის სამიზნე საცხოვრებელი კორპუსები გახდა.აფეთქებების ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. ამასთან, რუსულმა მხარემ ცეცხლი გახსნა სუმის რაიონში, დაშავებულია ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე.

გრიპის ვაქცინა

მეცნიერება 1713939540

მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს

როგორც ჩანს, მეცნიერები უნივერსალური ვაქცინის შექმნასთან ახლოს არიან, რომელიც ვირუსების ყველა შტამისგან დაგვიცავს.კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარმა რონგ ჰაიმ სწორედ ასეთ ვაქცინაზე ისაუბრა და აღფრთოვანება არ დამალა.„რაც ამ ვაქცინაზე შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ის ფართოა და ეფექტურია ვირუსის ნებისმიერი ტიპის წინააღმდეგ. ასევე ის უსაფრთხოა და ეფექტისთვის მხოლოდ ერთი დოზაა საკმარისი. ეს შეიძლება იყოს ის უნივერსალური ვაქცინა, რომელსაც ამდენი ხანი ველოდით", - თქვა ჰაიმ, ვირუსოლოგმა და ახალი ნაშრომის ავტორმა.კლასიკური ვაქცინებისგან განსხვავებით, ახალი ვაქცინა არ იყენებს ტრადიციულ იმუნურ რეაქციას ან იმუნურად აქტიურ ცილებს. ამის ნაცვლად, ის რნმ-ის პატარა მოლეკულებს იყენებს, რომელსაც ჩვენი სხეული ვაქცინის დახმარებით ბუნებრივად ქმნის.„თუ ჩვენ შევქმნით მუტანტ ვირუსს, რომელსაც RNAi-ს დასათრგუნად ცილების წარმოება არ შეუძლია, ამით ვირუსს დავასუსტებთ. ამ გზით დასუსტებული ვირუსის ვაქცინის სახით გამოყენება შეგვიძლია და ასე იმუნურ სისტემასაც გავაძლიერებთ", - ამბობენ მკვლევრები.მკვლევრებმა ექსპერიმენტისთვის გენმოდიფიცირებული თაგვები გამოიყენეს, რომლებსაც B და T უჯრედების ნაკლებობა ჰქონდათ. შემდეგ თაგვებს გაუკეთეს ახალი ვაქცინა და ნოდამურას ვირუსის დოზა შეუყვანეს. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ თაგვები ვირუსისგან 90 დღის განმავლობაში დაცულები იყვნენ.მიუხედავად იმისა, რომ ვირუსები მუტაციას განიცდიან, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ პათოგენები უნივერსალურ ვაქცინებს გვერდს ვერ აუვლიან.„ვირუსმა შეიძლება განიცადოს მუტაცია, რის შედეგადაც კლასიკური ვაქცინა მას ვეღარ შეაჩერებს, მაგრამ უნივერსალური ვაქცინის შემთხვევაში ეს ასე არ მოხდება", — აღნიშნულია ნაშრომში.მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ისინი ვაქცინის ყველა ვირუსის წინააღმდეგ გამოყენებას შეძლებენ. ეს მოიცავს გრიპს, COVID-19-ს, SARS-სა და თითქმის ყველა სხვა ვირუსს.„ვირუსებს გააჩნია მსგავსება და ჩვენ მათ ყველას მოვიცავთ", - თქვა ჰაიმ.ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოხდება ვაქცინის ადამიანზე გამოცდა.