ვიდეოები

1711608990

VIDEO: „ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია რომ იცოდეთ“ – აცეკვებული ბუდუ ზივზივაძე და კადრები წვეულებიდან

საბერძნეთთან გამართული მატჩისა და ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე იზეიმეს, შემდეგ კი წვეულებაზე.წვეულებაზე გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მომღერალი და კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი – კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავენ ფეხბურთელები ლელა წურწუმიას ჰიტზე – „ღამის სიჩუმე გაფანტე“, აღსანიშნავია, რომ სიმღერის ავტორი სწორედ მაია კაჭკაჭიშვილია:„ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია, რომ იცოდეთ“, – წერს კომპოზიტორი.

მაია კაჭკაჭიშვილი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

მართვის მოწმობა

სამართალი 1711626608

საქართველოში აღებული მართვის მოწმობა ევროპის კიდევ ერთ ქვეყანაში იქნება აღიარებული

ესპანეთის სამეფოს მინისტრთა საბჭომ უკვე განაცხადა თანხმობა შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე, - ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ესპანეთის სამეფოს პრეზიდენტისა და მინისტრთა საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსა.„შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.შეთანხმებით განსაზღვრულია მართვის მოწმობების კატეგორიები და კლასები, რომლებიც შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ დაექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ AM, A1, A2, A, B, B+E, მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი, ხოლო C1, C1+E, C, C+E, D1, D1+E, D და D+E მართვის მოწმობების გადაცვლისათვის, განმცხადებლებს მოუწევთ ჩააბარონ მართვის მოწმობის გამოცდა ზოგადი მოძრაობისთვის განკუთვნილ ღია გზებზე, იმ სატრანსპორტო საშუალების ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, რომელთა მართვაც აღნიშნული მოწმობებით იქნება ნებადართული“,- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნაკრები

სპორტი 1711626236

„წარმატება შობს წარმატებას“ - UEFA-ს სტატია საქართველოს ნაკრების წარმატებაზე

საქართველოს ნაკრების წარმატება რამდენიმე დღეა ევროპის არაერთ ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ სალაპარაკო თემად იქცა. ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ ჩვენი გუნდის შესახებ არაერთმა გავლენიანმა სააგენტომ დაწერა, თუმცა, ბუნებრივია, ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს, UEFA-ს შეფასებაა.ორგანიზაციის ვებგვერდზე საქართველოს ნაკრების შესახებ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა:„ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველომ ისტორია დაწერა და პირველად შეძლო დიდ საფეხბურთო ტურნირზე გასვლა. ეს არის უახლესი ეტაპი იმ მოგზაურობაში, სადაც ქართული ფეხბურთი ძლიერდება როგორც სათამაშო კუთხით, ისე გულშემატკივართა მხარდაჭერის მხრივაც.თბილისის მთავარ გამზირზე საზეიმო სცენები აერთიანებს ქართველ ფეხბურთელებს და ათასობით გულშემატკივარს, ეს კადრები ამ წარმატების სიდიადეს ასახავს. ნიკა კვეკვესკირის გადამწყვეტმა პენალტიმ საქართველოს საბერძნეთთან გამარჯვება დაადასტურა, რითაც ასევე დადასტურდა ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფში მათი ადგილი ჩეხეთთან, პორტუგალიასთან და თურქეთთან ერთად.ზოგიერთისთვის, მათი ევრო 2024-ზე მოხვედრა შესაძლოა მოულოდნელი აღმოჩნდეს. თუმცა, ქართული ფეხბურთის ახლო დამკვირვებლები დაადასტურებენ, რომ დიდ საფეხბურთო ტურნირზე მოხვედრა მათ დიდი ხნის წინ დაიმსახურეს.ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიკაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამბიციური გუნდის მუშაობის შედეგია, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში ახორციელებენ. ეს არის მათი სწორი მენეჯმენტისა და ინოვაციის კულმინაცია, რომელმაც UEFA-ს მრავალმხრივი მხარდაჭერა მაქსიმალურად გამოიყენა.ერთა ლიგიდან ევროპის ჩემპიონატამდესაქართველო, ევრო 2024-ზე მოხვედრის კანდიდატთა შორის, ერთა ლიგის 2022/23 წლების გავლით აღმოჩნდა. მათ ჯგუფური ეტაპი მოიგეს, თუმცა, ეს არ ყოფილა ერთადერთი გზა, რაც საქართველოს ამ ტურნირმა მისცა.წარმატება შობს წარმატებას. ერთა ლიგის დაარსებამ საქართველოში საფუძველი ჩაუყარა მუდმივ იმპულსს. მათ ერთა ლიგაზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოგების პროცენტი აქვთ.უფრო მეტიც, საქართველომ B ლიგის საგზური მოიპოვა და 2024/25 წლების სეზონიდან ექნება შესაძლებლობა, რეგულარულად გამოცადოს საკუთარი თავი კიდევ უფრო მაღალი დონის გუნდებთან. ერთა ლიგის შემოღებამდე ასეთი დონის მატჩების რეგულარულად გამართვა რთული იყო, განსაკუთრებით ევროპის მასშტაბით შედარებით პატარა საფეხბურთო ქვეყნებისთვის.პრესტიჟული ტურნირების მასპინძლობისგან მიღებული სარგებელიეროვნული ნაკრების წარმატებას წინ უძღოდა შესამჩნევი მიღწევები ასაკობრივ დონეზე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კარგად გამოიყენა UEFA-ს ძირითადი ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობა, რითაც ინტერესი გაზარდეს და გუნდებს მნიშვნელოვანი გამოცდილება მისცეს.2017 წელს საქართველომ 19-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, სადაც ჯგუფურ ეტაპზე მათ თამაშებს 25 ათასამდე კაცი ესწრებოდა. 2023 წელს საქართველომ რუმინეთთან ერთად 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა და დასწრების მხრივ ორივე ქვეყანამ რეკორდული ციფრი გვაჩვენა - 316,023 გულშემატკივარი. ტურნირის ისტორიაში საქართველომ მათი ნაკრებების თამაშზე ზედიზედ სამჯერ დაამყარა რეკორდი დასწრების თვალსაზრისით.საქართველომ ისტორია პლეი-ოფში გასვლით გადაწერა, თანაც ისეთი ჯგუფიდან, სადაც მეტოქეები ბელგიის, პორტუგალიისა და ნიდერლანდების ნაკრებები იყვნენ.ქართული ფეხბურთის განვითარების სტრატეგიაბოლო ათწლეულში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ფეხბურთის მასობრიობის გაზრდა იყო. ეს სწორედ ის ნაწილია, სადაც მათ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.2015-2021 წლებში რეგისტრირებული მამაკაცი ფეხბურთელების რაოდენობა 14 676-დან 37600-მდე გაიზარდა, ქალი ფეხბურთელების რიცხვი კი გაათმაგდა.ეს პროგრესი ნაწილობრივ UEFA Grow პროგრამითაც არის განპირობებული, რაც დამატებით უნარებისა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. ეს სხვადასხვა ქვეყნის ფედერაციებს განვითარებაში მნიშვნელოვნად ეხმარება.UEFA Grow-ს მხარდაჭერა საქართველოსთვის გადამწყვეტი იყო, რათა 2022-2026 წლების სტრატეგია შეემუშავებინათ, რაც უწყვეტი წარმატების ჩარჩოს აყალიბებს. ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გასულ წელს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძლობაში.UEFA-ს ჰეთთრიკის დაფინანსების ინვესტიციაUEFA grow-ს მხარდაჭერის პარალელურად, UEFA-ს ჰეთთრიკის დაფინანსებამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა  სფფ-ის ბოლოდროინდელ  ინფრასტრუქტურულ პროექტებშიც.  ეს მოიცავს სტადიონების რეკონსტრუქციასა და სასწავლო ცენტრების შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჰეთთრიკის დაფინანსებით, საქართველომ 2014 წელს საფეხბურთო აკადემიის დაარსება შეძლო, რაც ქვეყანაში ერთ-ერთი პირველი პრეცედენტი იყო. საფეხბურთო ინფრასტრუქტურისა და ტალანტების განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე გუნდებისთვის.

ასპინძის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

რეგიონი 1711625930

ასპინძის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ასპინძის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დაბა ასპინძაში ჩიხების რეაბილიტაცია გრძელდება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,არალი’’ აწარმოებს.პროექტის ფარგლებში ეწყობა ასფალტბეტონის საფარი და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურა.მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ მაგრაქველიძემ მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა. პროექტი გარდამავალია და განსაზღვრულ ვადებში დასრულდება.   

საქართველოს პროკურატურაში, ევროკავშირთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა

სამართალი 1711625842

საქართველოს პროკურატურაში, ევროკავშირთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა

საქართველოს პროკურატურისა და ევროკავშირის თანამშრომლობის ფარგლებში, პროკურატურის თანამშრომელთა სპეციალიზაციის კურსი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქოლოგია და არასრულწლოვანთა ურთიერთობის მეთოდიკა“ ჩატარდა და 21 პროკურორს სპეციალიზებული პროკურორის, ხოლო პროკურატურის 1 გამომძიებელს სპეციალიზებული გამომძიებლის სტატუსი მიენიჭა.სასწავლო კურსის ფარგლებში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განვითარების საერთაშორისო პრაქტიკის საკითხზე სპეციალურ სამუშაო სესიას საერთაშორისო ექსპერტი, ავსტრიელი მოსამართლე რენატე ვინტერი გაუძღვა.6-დღიანი ინტენსიური სასწავლო კურსი ევროკავშირის პროექტის „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტის ფარგლებში, ამ დროისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სპეციალიზებულია პროკურატურის 300-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც აღნიშნული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე ეფექტიან რეაგირებას ახორციელებენ.არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, კანონთან კონფლიქტში მყოფ, მოწმე და დაზარალებულ ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვა საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მიმართულებით სპეციალიზებულ პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

იუსტიციის სამინისტრომ პრობაციონერთა ინოვაციური საორიენტაციო კურსის პროექტი დაიწყო

საზოგადოება 1711625791

იუსტიციის სამინისტრომ პრობაციონერთა ინოვაციური საორიენტაციო კურსის პროექტი დაიწყო

პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალი ინოვაციური სარეაბილიტაციო შესაძლებლობაა, რომელიც დაბალი რისკის პრობაციონერების მხრიდან განმეორებითი დანაშაულის პრევენციას და ამ პროცესში პრობაციის ოფიცრების როლის გაძლიერებას ემსახურება.პროგრამა ითვალისწინებს პრობაციის ოფიცრების როლის ზრდას დანაშაულის პრევენციის პროცესში; ამასთან, დაბალი რისკის პრობაციონერებს უქმნის შესაძლებლობას, გაიარონ საორიენტაციო კურსი და შემდგომ შესაბამისი ანაზღაურების მიღებით პრობაციის ოფიცრებთან ერთად თავადვე გაუძღვნენ მსგავსს კურსებს. ამას გარდა, პროგრამის წარმატებით დასრულება პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და რეჟიმის შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთი დადებითად გასათვალისწინებელი ფაქტორი იქნება.კურსი მოიცავს ისეთ თემატურ მიმართულებებს, როგორიცაა: ფსიქოსოციალური უნარების განვითარება, წიგნიერებისა და დასაქმების ხელშეწყობა, სამართლებრივი საკითხები და ქალები მართლმსაჯულების სისტემაში.კურსის ფარგლებში, ბენეფიციარები მიიღებენ მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას:•შრომითი უფლებებისა და სოციალური დახმარების სისტემებზე;•ემოციური მდგომარეობის რეგულირებაზე;•ეფექტიან კომუნიკაციასა და კონფლიქტური სიტუაციის მართვაზე;•განსხვავებულის მიმართ მიუღებლობისა და სტიგმის დაძლევაზე;•ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და არაჯანსაღი ქცევისა და ჩვევების იდენტიფიცირებაზე;ასევე, პროფორიენტაციის პროგრამის საშუალებით გაეცნობიან არაერთი პროფესიის თავისებურებას.კურსის პილოტის ჩასატარებლად პრობაციის ოფიცრები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეირჩნენ.პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ.იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა პრობაციის ოფიცრები დააჯილდოვა, რომელთაც წარმატებით გაიარეს ტრენერთა ტრენინგი, და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ისინი იქნებიან პირველი პრობაციის ოფიცრები საქართველოში, რომლებიც კურსის პილოტს ჩაატარებენ, შემდეგ კი, ამავე პროცესის გავრცელებას შეუწყობენ ხელს.პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ექსპერტის ჩართულობით, აშშ-ის საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით, იუსტიციის სასწავლო ცენტრთან ერთად ხორციელდება.ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ნიკო თათულაშვილი, მთავარი პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი.