ვიდეოები

1713177420

VIDEO: ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა - ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტში, "გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის განხილვის დროს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა, უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.დაპირისპირება მოულოდნელად დაიწყო, ელისაშვილი მდინარაძეს მაშინ დაესხა თავს, როდესაც ის ტრიბუნასთან იდგა. უმრავლესობის ლიდერი დღეს, განხილვისას კანონპროექტის მთავარი წარმდგენი იყო.დაპირისპირების შემდეგ, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა. სხდომა კი ამ დროისთვის შეწყვეტილია. 

ელისაშვილის ჩხუბი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ვარდისფერი მთვარე

ჰოროსკოპი 1713249288

2024 წლის 24 აპრილს "ვარდისფერი სავსე მთვარეა" - რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს, რომ წარმატებას მიაღწიოთ და რასთან უნდა იყოთ ფრთხილად

2024 წლის 24 აპრილს მორიელის ნიშანში სავსე მთვარეა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს დღე განსაკუთრებული ენერგეტიკით ხასიათდება და თითოეული ადამიანი ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის სურვილს იგრძნობს.ზოგადად, აპრილის თვის სავსე მთვარეს "ვარდისფერ მთვარეს" უწოდებენ, რადგან სწორედ ამ პერიოდში ვარდისფერი ფლოქსების აყვავება იწყება. მორიელი პარტნიორულ ურთიერთობებზე, ვნებაზე, ემოციებსა და ცვლილებებზეა პასუხისმგებელი. ამიტომაც, განსაკუთრებული გავლენა სწორედ აღნიშნულ სფეროებზეა მოსალოდნელი.24 აპრილი შესაძლოა თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპისა და წარმატებების დასაწყისი იყოს. ნახოთ შრომის შედეგი, აღმოაჩინოთ, რომ რაღაცები, რაც აქამდე გერთულებოდათ, ახლა მარტივად გამოგდით. თუმცა, პარალელურად, შესაძლოა, მომატებული შფოთვა და ემოციურობა იგრძნოთ და კომუნიკაციაც გაგიჭირდეთ. რისი გაკეთება შეიძლება 2024 წლის 24 აპრილის სავსე მთვარის დროს?თქვენს პიროვნულ ზრდაზე კონცენტრირდით - 24 აპრილის სავსე მთვარის ენერგია თქვენს მიზნებსა და გეგმებზე ფოკუსირებას ხელს უწყობს. გააანალიზეთ, რა გაქვთ ახლა და რისთვის უნდა იბრძოლოთ, რომ მიიღოთ ის, რაც გსურთ. ეს ასტროლოგიური მოვლენა სწორ გზას გაჩვენებთ და მიხვდებით, რა გიშლით ხელს ბედნიერებასა და წარმატებაში.მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას - ამ დღეს თქვენი ინტუიცია განსაკუთრებით გააქტიურდება. ამიტომაც, მიენდეთ თქვენს შინაგან ხმას და გააკეთეთ ის, რასაც გიკარნახებთ.გაატარეთ მეტი დრო საკუთარ თავთან - დაგეგმეთ დასვენება, სხვადასხვა პროცედურის ჩატარება, გასეირნება, საყვარელი აქტივობა. ეს ენერგიის შევსებაში დაგეხმარებათ და სამომავლოდ აუცილებლად გამოგადგებათ... ვრცლად..

ლოტ

საზოგადოება 1713247318

ვინ არის გიორგი ლორიას მეუღლე - რა კადრებს გვიზიარებს ეროვნული ნაკრების მეკარე

საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი ლორია მეუღლესთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს „ინსტაგრამზე" გვიზიარებს.გიორგის რჩეული სალი კოპალიანია.წყვილს ერთი შვილი ჰყავს.

ევროპარლამენტი

პოლიტიკა 1713246979

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯაროდ უნდა გაამჟღავნოს თავისი დაფინანსების დეტალური განაწილება, მათ შორის, საბოლოო მიმღებების ვინაობა და მათი დაფინანსების წყარო - რა წერია ევროპარლამენტის ანგარიშში

ნებისმიერმა ორგანიზაციამ, რომელიც იღებს დაფინანსებას ევროკავშირისგან, უნდა გაამჟღავნოს როგორ იყენებს ამ თანხებს. ეს მოთხოვნა უნდა გავრცელდეს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომელთა დაფინანსება ჯერჯერობით მხოლოდ შეზღუდულ შემოწმებას ექვემდებარება. - აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის ვებგვერდზე - eppgroup.eu გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ.ანგარიშში, რომელიც 2024 წლის 17 იანვრით თარიღდება, საუბარია ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე, მომავალში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯაროდ გაამჟღავნოს თავისი ფულადი სახსრების დეტალური განაწილება, მათ შორის, საბოლოო მიმღებების ვინაობა და მათი დაფინანსების წყარო.„ეს არის კარგი პირველი ნაბიჯი სწორი მიმართულებით. გამჭვირვალობა არ არის ცალმხრივი გზა. ეს უნდა ეხებოდეს ყველას“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა მარკუს პიპერი, რომელმაც პარლამენტისთვის ანგარიში მოამზადა.ანგარიში ხაზს უსვამს არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვან წვლილს სხვადასხვა სექტორში. თუმცა, საუბარია იმაზეც, რომ ამჟამად შეზღუდულია ევროკავშირის იმ ფინანსების მონიტორინგი, რომლებიც პირდაპირ გადაეცემა არასამთავრობო ორგანიზაციებს. შესაბამისად, მომხსენებელი მოუწოდებს ევროკომისიას, ყურადღებით შეისწავლოს თანხების გადანაწილება და შეაფასოს მათი გამოყენება ცალკეული ბენეფიციარების მიერ.ანგარიშში ნახსენებია ე.წ. „კატარგეითის“ კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში. მარკუს პიპერი აცხადებს: „როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, გავლენა მოახდინონ კანონმდებლობაზე პარლამენტში და ამავდროულად, ფულს იღებენ კომისიისგან, მინიმალური, რაც უნდა გაკეთდეს, არის ის, რომ გავხადოთ ეს ყველაფერი გამჭვირვალე. ამ ანგარიშით ჩვენ გავაგზავნეთ მკაფიო სიგნალი, რომ მეტი გამჭვირვალობაა საჭირო, რათა თავიდან ავიცილოთ მექრთამეობის სკანდალები მომავალში“. მან ასევე დასძინა, რომ მიუღებელია, რამდენიმე "შავი ცხვრის" გამო ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის რეპუტაციის შელახვა.მემარცხენე ჯგუფების წინააღმდეგობის მიუხედავად, "ევროპის სახალხო პარტიის" (EPP) ჯგუფმა უზრუნველყო, რომ პარლამენტის ანგარიში ასევე მოიცავდეს არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართ მოწოდებებს, გამოაქვეყნონ ყველა შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, ევროპარლამენტარების თანაშემწეებთან ან ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.„ის სტანდარტები, რომლებიც ეხება ბიზნეს ლობისტებს, ასევე უნდა გავრცელდეს არასამთავრობო ორგანიზაციებზე. მოხარული ვარ, რომ EPP ჯგუფის წყალობით, პარლამენტმა დღეს კიდევ უფრო ძლიერი სიგნალი გაუგზავნა [ევროკომისიას]. მე ველი, რომ კომისია სწრაფად იმოქმედებს“, - ამბობს პიპერი.მოხსენებაში, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე შეთავაზებულია არასამთავრობო ორგანიზაციების საჯარო აკრძალვის სიის შექმნა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს, რომ მათ, ვინც დაკავშირებული იყო სიძულვილის ენასთან ან რელიგიურ ექსტრემიზმთან, დაებლოკოს ევროკავშირის ფონდებზე წვდომა.

მშვიდობის ინდექსი

პოლიტიკა 1713246920

მშვიდობის ინდექსით საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა

2024 წლის მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია 6 ადგილით გაიუმჯობესა, 49-ე ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა. ამასთან, მშვიდობის და სამომავლო მშვიდობის ტრაექტორიის აღმწერ საკვანძო მიგნებებში საქართველო პროგრესის მაგალითად არის მოხმობილი მდგომარეობის ისტორიული გაუმჯობესებით.აღსანიშნავია, რომ საქართველო, როგორც გამორჩეულად პროგრესირებადი ქვეყანა მშვიდობის შარშანდელ ანგარიშშიც გამოარჩიეს. კერძოდ, 2023 წლის მშვიდობის ინდექსით მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია 14 ერთეულით გაიუმჯობესა, 53 ადგილზე გავიდა და მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი მიიღო. ამასთან, მშვიდობის გრძელვადიანი და ათწლოვანი გაუმჯობესებით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში დასახელდა.2024 მშვიდობის ინდექსთან ერთად ცალკე დოკუმენტად მშვიდობის და ბიზნესის 2024 წლის ანგარიშიც გამოქვეყნდა, რომელიც აქცენტს სამთავრობო, სოციალურ და გარემოდაცვით (ESG) სტანდარტებზე აკეთებს. საქართველოს პროგრესი ამ ანგარიშშიც აღინიშნა. მიღწეული გაუმჯობესების საფუძველზე, საქართველო იმ 10 ქვეყანას შორის დასახელდა, სადაც სამომავლოდ ყველაზე მაღალი პროგრესია მოსალოდნელი. თავის მხრივ ESG სტანდარტი გულისხმობს ისეთი პოლიტიკის წარმოებას, რომელმაც უნდა (E) გამოიწვიოს გარემოს მდგრადობა, (S) ხელი შეუწყოს სოციალურ სამართლიანობას, კეთილდღეობას და განვითარებას (G) წაახალისოს ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე ორგანიზაციული მმართველობა.მშვიდობის ინდექსს, ისევე როგორც გლობალური მშვიდობის ინდექსს, აწარმოებს მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია და ანალიტიკური ცენტრი ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი (IEP). აღნიშნული მშვიდობის ინდექსი განიხილავს არა ომისა და ძალადობის ნეგატიურ ასპექტებს, არამედ ეძღვნება პოზიტიურ მახასიათებლებს, ქვეყნის საშინაო და საგარეო კეთილსინდისიერი პოლიტიკის, რეფორმების, ურთიერთობების, ინსტიტუციების პოზიტიური საქმიანობების შეფასებას.პოზიტიური მშვიდობა განიმარტება, როგორც დამოკიდებულებები, ინსტიტუტები და სტრუქტურები, რომლებიც ქმნიან და ინარჩუნებენ მშვიდობიან საზოგადოებას. კვლევის საკვანძო მიგნებების თანხმად: პოზიტიური მშვიდობა აღწერს ოპტიმალურ გარემოს ადამიანის პოტენციალის განვითარებისთვის. მშვიდობის უფრო მაღალი დონის მქონე ქვეყნები: •უფრო მდგრადია •ასოცირდება ძლიერ და პროგრესირებად ეკონომიკებთან, •აქვთ კეთილდღეობისა და ბედნიერების უფრო მაღალი დონე, •აქვთ სოციალური ერთობის უფრო ძლიერი მაჩვენებლები, •უფიქსირდებათ ცხოვრების სტანდარტებით მეტი კმაყოფილება და სხვა.მშვიდობის კვლევა ეფუძნება რვა საყრდენს: 1. კარგად ფუნქციონირებადი მთავრობა 2. ჯანსაღი ბიზნეს გარემო 3. კორუფციის დაბალი დონე 4. ადამიანის უფლებები და ტოლერანტობა 5. ადამიანური კაპიტალის მაღალი დონე 6. კარგი ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან 7. ინფორმაციის თავისუფლება 8. რესურსების სამართლიანი განაწილება მშვიდობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მეოთხეა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ.https://www.visionofhumanity.org/wp-content/uploads/2024/04/PPR-2024-web.pdfსაქართველოს შესახებ: გვ. 10 ; გვ. 14; გვ. 15; გვ. 51; გვ.56; გვ.57; გვ.77;https://www.visionofhumanity.org/wp-content/uploads/2024/04/BAP-2024-web.pdfგვ. 4 ; გვ. 35; გვ. 39https://www.visionofhumanity.org/wp-content/uploads/2024/04/PPR-2024-web.pdf?fbclid=IwAR0Ig6hebUJAT7iHAkkliPLxLKmKLM79qGBRmDUYNZIvd4ssttKuzr3m70I

ზელენსკი

ომი უკრაინაში 1713246446

გავეცანი ორ მნიშვნელოვან სადაზვერვო ანგარიშს, მზად უნდა ვიყოთ შესაძლო მტრული ქმედებებისთვის, ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე გაეცნო საგარეო და სამხედრო დაზვერვის ანგარიშებს რუსეთის სამხედრო გეგმების შესახებ. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.„გავეცანი ორ მნიშვნელოვან სადაზვერვო ანგარიშს – საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსისა და დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის ანგარიშებს რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით გაზაფხულსა და ზაფხულში. მზად უნდა ვიყოთ შესაძლო მტრული ქმედებებისთვის. აშკარაა, რომ კრემლში ისევ სიგიჟეა. ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები. ჩვენ ვუპასუხებთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასძინა, რომ სხდომაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ალექსანდრ სირსკის მოხსენებაც მოისმინა იმ სფეროების შესახებ, სადაც ყველაზე მწვავე საკითხები არსებობს.ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ჭურვებისა და თვითმფრინავების მიწოდებასა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაზე.შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა ძირითადი ენერგეტიკული ობიექტების აღდგენისთვის საჭირო ქმედებები.