ვიდეოები

1711608990

VIDEO: „ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია რომ იცოდეთ“ – აცეკვებული ბუდუ ზივზივაძე და კადრები წვეულებიდან

საბერძნეთთან გამართული მატჩისა და ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე იზეიმეს, შემდეგ კი წვეულებაზე.წვეულებაზე გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მომღერალი და კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი – კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავენ ფეხბურთელები ლელა წურწუმიას ჰიტზე – „ღამის სიჩუმე გაფანტე“, აღსანიშნავია, რომ სიმღერის ავტორი სწორედ მაია კაჭკაჭიშვილია:„ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია, რომ იცოდეთ“, – წერს კომპოზიტორი.

მაია კაჭკაჭიშვილი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1711617530

ჩვენი გამოწვევები გვაქვს რუსეთის ჩარევისგან, ისღა გვაკლდა, რომ სხვა მხრიდან ყოფილიყო ჩარევა და სამწუხაროდ, ეს ჩარევა არის - შალვა პაპუაშვილი

შარშანდელისგან განსხვავებით, საზოგადოება გათვიცნობიერებულია ამ პრობლემაში, რომელიც უკვე გამოწვევა აღარ არის, ეს არის პრობლემა, როდესაც ქართულ პოლიტიკაში უცხოური ჩარევა ხდება სხვადასხვა მხრიდან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორი საქართველოში ყველაზე გაუმჭვირვალეა.„ყველამ ნახა, რომ „ენჯეო“ სექტორი ყველაზე გაუმჭვირვალეა საქართველოში და ზოგიერთი დონორი ორგანიზაციაა, რომელიც თავის დაფინანსებას უხეშად მალავს. გაასაჯაროონ ფინანსები. თუმცა ჩემს ამ მოწოდებას ერთ ყურში უშვებენ, მეორედან უშვებენ და არაფრად აგდებენ ქართველი ხალხის ინტერესს, თავიანთი დაფინანსებები დამალული აქვთ, რაც უპატივცემულობაა ქვეყნის დამოუკიდებლობის მიმართ, როდესაც ამბობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოვალთ, ფულს დავხარჯავთ, ჩემი „ენჯეოები“ მეყოლება და თან პასუხაც არავინ მომთხოვსო. სამწუხაროდ, ასეთი უხეში ჩარევებებია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. შარშანდელისგან განსხვავებით, საზოგადოება გათვიცნობიერებულია ამ პრობლემაში, რომელიც უკვე გამოწვევა აღარ არის, ეს არის პრობლემა, როდესაც ქართულ პოლიტიკაში უცხოური ჩარევა ხდება სხვადასხვა მხრიდან. ჩვენ ჩვენი გამოწვევები გვაქვს რუსეთის ჩარევისგან და ახლა ისღა გვაკლდა, რომ სხვა მხრიდან ყოფილიყო ჩარევა და სამწუხაროდ, ეს ჩარევა არის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა

მსოფლიო 1711617363

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან საბრძოლველად ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ემანუელ მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან ბრძოლაზეა მიმართული. Euractiv-ის ცნობით, ინიციატივას მხარი 171-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 25 იყო.„სასწორზე დევს ჩვენი სუვერენიტეტის, დემოკრატიული და ლიბერალური ფასეულობების, ასევე ქვეყნის ინტერესების დაცვა“, - განაცხადა მაკრონის პარტიის წარმომადგენელმა, საშა ულიემ, რომელიც ამ საკითხზე მთავარი მომხსენებელი იყო.ინიციატივა ითვალისწინებს ოთხწლიან სასამართლო პროცესს, რაც დაზვერვის სამსახურებს საშუალებას მისცემს, გამოიყენონ ალგორითმული თვალთვალის ტექნიკა, რომელიც ამჟამად მხოლოდ ტერორიზმთან ბრძოლისთვის გამოიყენება. ეს ღონისძიება თავდაპირველად მკაცრად გააკრიტიკეს მემარცხენე პარტიებმა, რომლებიც შიშობდნენ, რომ ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს ინდივიდუალურ თავისუფლებებზე.დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს „უცხო აქტორის ინტერესებში მოქმედი წარმომადგენლების“ რეესტრის შექმნას, რომელსაც „საზოგადოებრივი ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანო“ (HATVP) გააკონტროლებს. რეესტრში მოხვდებიან ლობისტები, კომუნიკატორები და თანხების შემგროვებლები, რომლებიც მთავრობების, სახელმწიფო კომპანიებისა და უცხოური პოლიტიკური პარტიების სახელით მოქმედებენ.მაისში ამ ინიციატივას საფრანგეთის სენატი განიხილავს.

მასა

სამართალი 1711617131

„ბურანით იყვნენ, როცა ზვავმა მეგობრები მოიყოლა...“ - ბაკურიანში ადგილობრივს ეძებენ

ბაკურიანში, ზვავში ადგილობრივი მოყვა - ინფორმაცია „პრაიმ ტაიმს“ თვითმხილველებმა აცნობეს.მათივე ინფორმაციით, ამ წუთებში, დაკარგულს ეძებენ. "პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, ზვავში ორი ადგილობრივი მეგობარი მოყვა. „ბურანით იყვნენ, როცა ზვავმა მეგობრები მოიყოლა. ამ წუთებში, ვერტმფრენს ველოდებით“, - გვითხრა ადგილობრივმა. "პრაიმ ტაიმი" დამატებით დეტალებს არკვევს.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1711616955

ერთადერთი პარტია არის „ნაცმოძრაობა“, რომელსაც აქვს შანსი, საარჩევნო ბარიერი გადალახოს, მაგრამ მაგათი საქმე ისე მიდის, შეიძლება, მანდაც პრობლემები შეექმნათ - შალვა პაპუაშვილი

ერთადერთი პარტია არის „ნაცმოძრაობა“, რომელსაც აქვს შანსი, რომ საარჩევნო ბარიერი გადალახოს, მაგრამ მაგათი საქმე ისე მიდის, შეიძლება, მანდაც პრობლემები შეექმნათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სხვა პარტიები აღიარებენ, რომ საქმე იქამდე მიიყვანეს, ბარიერის გადალახვის შანსიც არ აქვთ.„წესით, სისხლის სამართლის დამნაშავის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება არ ღირს, მაგრამ სამწუხაროდ, ზოგიერთმა ჩვენმა ევროპელმა პარტნიორმა უხერხულ მდგომარეობაში აქაც ჩაგვაყენა, როცა სააკაშვილი სასჯელისა და სანქციებისგან გვერდის ავლით ევროპაში თავისუფლად გადაადგილდებოდა, ზუსტად იმ კაბინეტებში დაიარებოდა, სადაც დღეს ზურაბ ადეიშვილს ვხედავთ. მას ხელს ართმევდნენ, კონგრესებზე პატიჟებდნენ და ამით აგულიანებდნენ, რომ საქართველოში რადიკალური დღის წესრიგი გაეგრძელებინა. მაშინ, ბევრმა უცხოეთში ქართველი ხალხი გასწირა იმისთვის, რომ სააკაშვილი ჩუმად შემოპარულიყო. რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის მოქმედება, რომელმაც სააკაშვილის შემოპარვა დროულად გამოავლინა, დაიჭირა და ზის იქ, სადაც ზის, ვინ იცის, დღეს რა იქნებოდა – ვისი ტყვია გავარდებოდა და ვისი ტანკი დადგებოდა თბილისის ქუჩებში. დღეს, როცა მართლმსაჯულების კეთილსინდისიერებზე გველაპარაკებიან, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განაჩენები ზუსტად იმ სასამართლომ გამოიტანა, რომლის გადაწყვეტილებებიც სტრასბურგმა რამდენჯერმე მოიწონა. სად არის იმ ხალხის ბოდიშები, ვინც მიხეილ სააკაშვილს ხელს ართმევდა და მას ასეთი საქციელისკენ აგულიანებდა? – რომ არა სუს-ის მოქმედება, ფაქტობრივად, ჩვენ არეულობისკენ გაგვწირეს ისე, რომ შემდგომ არც არავის წუხილი გამოუხატავს და არც ბოდიში მოუხდია. არც არავინ თქვა, რომ არ იცოდნენ სააკაშვილი ამას თუ დააპირებდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მისივე თქმით, სააკაშვილი დღემდე არის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსისგან ისმის ქედმაღლური განცხადებები იმის შესახებ, თურმე, სააკაშვილი უნდა გადავცეთ.„დღემდე ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე კრიმინალ სააკაშვილს იწვევენ და ახსენებენ.  სადმე თუ კეთილსინდისიერების პრობლემაა, სწორედ ამ ჯგუფებშია, როცა კრიმინალ სააკაშვილს ხელს ართმევდნენ და მეგობარს უწოდებდნენ. ეს არის პრობლემა.რაც შეეხება პატარა პარტიებს და მათ რეიტინგს, ყველა კვლევიდან ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და დიდი შანსია, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა გვქონდეს. ერთადერთი პარტია „ნაცმოძრაობაა“, რომელსაც აქვს შანსი, რომ საარჩევნო ბარიერი გადალახოს, მაგრამ მაგათი საქმე ისე მიდის, რომ შეიძლება, მანდაც პრობლემები შეექმნათ. სხვა პარტიები კი აღიარებენ, რომ საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ ბარიერის გადალახვის შანსიც არ აქვთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1711616902

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ ევროკავშირს, როდესაც მათი თხოვნით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები და ევროკავშირმა ეს ნდობა გაგვიცრუა - შალვა პაპუაშვილი

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები. ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს კითხვები, რა დგას ამის უკან, როდესაც ეუბნებიან, რომ მოსამართლეები ქართველმა ხალხმა კი არ უნდა აირჩიოს, უნდა ჩამოვიდეს ვიღაც უცხოელი.„გუშინ მოვისმინეთ ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ უნდა მოხდეს ვეტინგი უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. ერთი, რომ ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ეს ეწინააღმდეგება ჩვენს დამოუკიდებლობას, ეწინააღმდეგება იმას, თუ როგორ ხედავს ქართველი ხალხი საკუთარ თავს. ჩვენ ვართ სახელმწიფო, არ ვართ რაღაც წარმონაქმნი, რომელსაც არ აქვს იმის უნარი, რომ საკუთარი საკითხები თავად გადაწყვიტოს. უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, თუ სხვადასხვა სურვილის გამოთქმით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები. ჩვენ ვენდეთ ევროკავშირს და ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, ევროკავშირმა ეს ნდობა გაგვიცრუა.ვნახეთ, რომ ფაქტობრივად სპეცოპერაციას აწყობდნენ მიხეილ სააკაშვილთან, წინდით გამოჰქონდათ მისი რაღაც ბიომასალა და ამასთან დაკავშირებით რაიმე დამაჯერებელი განმარტებაც კი არ იკადრა მხარემ, ვინც ისინი გამოაგზავნა. ნდობას როდესაც ასე შეარყევ და ევროკავშირიც იყო ამაში ჩართული, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კითხვები, რა დგას ამის უკან, როდესაც გვეუბნებიან, რომ თურმე მოსამართლეები ქართველმა ხალხმა კი არ უნდა ავირჩიოთ, უნდა ჩამოვიდეს ვიღაც უცხოელი, ასეთი ტიპის ექსპერტები, რომლებიც წინდებით შემოიტანენ სახელსა და გვარებს, ვინ უნდა იყოს მოსამართლე და ვინ არა და წინდებით გაიტანენ გასაუბრების შინაარსს. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი განცხადებები კეთდება ქართულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.