1713355928
1713260837
VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓
1713376984
1709545140
„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები
კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
დედაქალაქი • 1713380829
ხვალ შუქი მთელი დღით გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს.კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთ გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, ნავთლუღის დასახლების, ნავთლუღი-2 დასახლების, აფრიკის დასახლების, ქინძმარაულის, პოლიციის, ენუქიძის, რევაზ მამისაშვილის, ეკატერინე ბაღდავაძის, გუმათჰესის, იდუმალის, ცისკარიშვილის, ენგურჰესის, ჯავახეთის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, მებაღეობის, მოსტკოვის, ლევან რაზიკაშვილის, ჭიჭინაძის, გურჯიევის, ჯამბულ წურწუმიას, ირინა შტენბერგის, გიორგი გვაზავას, ილია ბახტაძის, მერაბ ქვილითაიას, ველის, ალადასტურის, კორნელი სანაძის, ირინე ალექსიძის, ემა ლალაევა-ედიბერიძის, გიორგი ოდიშელიძის და თაყაიშვილის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV, IX, X კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, შროშის, ჩარგლის, ანაპის 414-ე დივიზიის, გუდამაყრის, დომენტი ჟღენტის და ანაპის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გუდამაყრის, ბუაჩიძის და თიანეთის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის, პეტრიწის, ფატმანის, ვეფხისტყაოსანის, დავარის, ასმათის, გიორგი ბრწყინვალეს და მეფე მირიანის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, ამირეჯიბის გზატკეცილის, გეხტმანის, მეფე მირიანის, მეფე არჩილის, დემეტრე თავდადებულის, ჩიქოვანის და ბალანჩივაძის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), თაყაიშვილის, კეკელიძის, ბარნოვის, ნაფარეულის და არაყიშვილის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. კრწანისის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის ქუჩის მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.სხვა ამბები:ჭაღარა თმის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური გზებიგასდის თუ არა ვადა სუნამოს და როგორ პირობებში უნდა შევინახოთ, რომ არ გაფუჭდეს - არომა მარკეტერის რჩევაყველაზე ცუდი შეყვარებულები ზოდიაქოს ნიშნებს შორის
პოლიტიკა • 1713380747
„ამ ხელისუფლებამ, რომ გაიწვიოს მეორედ ეს კანონპროექტი, რა პასუხს მაძლევს მე, რომელსაც მაინტერესებს, სად მიდის და რაში იხარჯება ეს ფული?! ხომ არ ხმარდება ეს ფული სწორედ ამ ახალგაზრდების მოსყიდვას, სწორედ იმ რევოლუციურ საქმიანობას,“ - ამის შესახებ რევაზ მიშველაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. „გულახდილად გეტყვი, ის, რაც დღეს ხდება საქართველოში 2003 წლის ვარდების რევოლუციის შედეგია. თქვა კიდეც ერთმა პარლამენტარმა გუშინ - საქართველოს ახლა გაამარჯვებინებს მხოლოდ და მხოლოდ ვარდების რევოლუციის მუხტიო”, - განაცხადა რევაზ მიშველაძემ.
საზოგადოება • 1713380283
„გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც...“ - მომდევნო დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება
18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი:18 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც.დასავლეთ საქართველოში 19 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა.ქ. თბილისში 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 18 და 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და შესაძლოა გაწვიმდეს. ჰაერის ტემპერატურა 18 და 20 აპრილს დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 18 და 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 18 და 20 აპრილს დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 18 და 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 18 და 20 აპრილს დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 18 და 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 18 და 20 აპრილს დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. ამინდის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: meteo.gov.ge
ტაბლოიდი • 1713379621
„რამდენი ხანიც შევძელი, დავმალე... მოძრაობას უკვე ვგრძნობ...“ - თაკო საზინა ორსულობაზე
გასულ კვირას, ბლოგერმა თაკო საზინამ სასიამოვნო სიახლე გაუმხილა გამომწერებს - მალე დედა გახდება და ამ ბედნიერებას პირველად ეზიარება. წყვილმა ბავშვის სქესი უკვე გაიგო, თუმცა ჯერჯერობით, არ ამხელენ.„21 კვირის ვარ... რამდენი ხანიც შევძელი, დავმალე ეს ამბავი... ბევრი კი მამჩნევდა და კომენტარებში მიწერდა, რა ხდებაო, მაგრამ ვთქვი, რომ ბარემ, დაბადების დღეზე გავამხელ ამ ამბავს-თქო.ძალიან კარგი ორსულობა მაქვს, თვალი არ მეცეს... ვარ ძალიან აქტიური და ცოტა დატვირთული პერიოდიც დამემთხვა. მგონი, კარგად ვართმევ თავს. რომ მეკითხებიან, ბავშვი ხომ არ გაწუხებსო, მე ხომ არ ვაწუხებ იქით, ხანდახან ისე დავრბივარ (იცინის). სხვათაშორის, არც ტოქსიკოზი მქონია. ნელ-ნელა უკვე ვგრძნობ მის მოძრაობას, ძალიან, ძალიან მიხარია...“, - ამბობს ბლოგერი საკუთარ ვლოგში.
რჩევები • 1713378940
არომა მარკეტერი ეკა ჯანიაშვილი ბევრისთვის საინტერესო თემაზე საუბრობს და განმარტავს, ძველდება თუ არა სუნამოები იმ შემთხვევაში, თუ მრავალი წელი შევინახავთ.„შენახვის პირობებს გააჩნია - თუ მზის სხივებს არ მოახვედრებთ, თუ. მოათავსებთ თავის ყუთში და გრილად, აუცილებლად შეენახება. სუნამოს შენახვის ვადად, როგორც წესი, უწერია 3-5 წელი, მაგრამ ჩემი გამოცდილებით, ბევრად დიდ ხანს შეიძლება შენახვა“, - ამბობს ჯანიაშვილი.