ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსით დაინფიცირებული ჩინოვნიკი დახვრიტეს

12:05 02-14-2020
1731

ჩრდილოეთ კორეაში ჩინოვნიკი საზოგადოებრივი აბაზანის სტუმრობის შემდეგ დააპატიმრეს, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას DailyMail ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეელი ჩინოვნიკი, ჩინეთში ვიზიტის შემდეგ კარანტინში იმყოფებოდა. მან დაარღვია საკარტანტინო წესები და საზოგადოებრივ აბანოს ესტუმრა, რის გამოც მას უკიდურესი სასჯელი მიუსაჯეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩინოვნიკი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დახვრიტეს, ჩინეთში ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინთან ერთად იმყოფებოდა.

ამასთან, ჩრდილოეთ კორეას ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები ჯერ არ დაუდასტურებია.

ბოლო მონაცმებით, მომაკვდინებელი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 65 000-მდე ადამიანს მიაღწია, 1380 კი უკვე გარდაიცვალა.