თუ მარია ზახაროვას სიტყვები არ არის თვალთმაქცობა დაგვიბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები - თალაკვაძე

12:05 02-14-2020
463

„თუ მათი სიტყვები, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, არ არის ცარიელი სიტყვები და თვალთმაქცობა, მაშინ დააბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები“, - ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას,

სუვერენულ სახელმწიფოში იმის მიხედვით, თუ ვინ ჩამოდის შენთან, ხელისუფლებები არ უნდა მიდიოდნენ“.

„ქალბატონ ზახაროვას იმ ადამიანებს, რომელსაც წარმოადგენს, მინდა ვუპასუხო, თუ მათი სიტყვები, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო არ არის ცარიელი სიტყვები და თვალთმაქცობა მაშინ დააბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები და გაიყვანონ საკუთარი ჯარისკაცები ჩვენი რეგიონებიდან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი მაისში, თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს.