რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა ქუთაისში სხვადასხვა პრობლემა გამოიწვია

11:31 02-14-2020
18

რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა ქუთაისში სხვადასხვა პრობლემა გამოიწვია. ინტენსიური თოვლის და ძლიერი ყინვის გამო, დაზიანდა გაზსადენი და ელექტროსადენები. გაზსადენის ავარიის გამო მოსახლეობის დიდ ნაწილს შეუწყდა ბუნებრივი აირის მიწოდება.

შემთხვევის ადგილებზე მუშაობენ „სპეცსერვისების“, სამაშველო და ზედამხედველობის სამსახურების წარმომდგენლები, შესაბამისი ტექნიკით. მათთან ერთად იყო ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.

„შემთხვევების პირველივე წუთებიდან, ყველა ჩვენი სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და პრობლემების მოსაგვარებლად 24 საათი ვმუშაობთ“, - აცხადებს ქუთაისის მერი.

ამ წუთებში მიმდინარეობას დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე წაქცეული ხისგან გზის გათავისუფლება და შეფერხებული მოძრაობაც მალე აღდგება.