თელავში კერძო პირები წყალს ყიდიან

11:27 02-14-2020
260

თელავში შექმნილი სასმელი წყლის დეფიციტის გამო, კერძო პირებმა სასმელი წყლის გაყიდვა დაიწყეს. შესაბამისი სერვისის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა და მას მომხმარებელიც გამოუჩნდა.

სერვისის ერთ-ერთი მფლობელი, ირაკლი ვარდოშვილი „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ ასეთი მომსახურების დანერგვა წყლის მუდმივი დეფიციტის გამო დაიწყო.

„მაქვს ავტომობილი, რომლითაც რეზერვუარით წყლის ადგილამდე მიტანა შემიძლია. ქალაქში ისეთი დეფიციტია, მომხმარებელი უკვე მყავს. სასმელ წყალს თელავში, საზოგადოებრივ ადგილებში არსებული წყაროებიდან ვიღებ - თქვა ვარდოშვილმა“, - ამბობს ირაკლი ვარდოშვილი

ერთი ტონა სასმელი წყლისა და მისი ადგილზე მიტანის ღირებულება 25 ლარია.

ცნობისთვის, თელავში სასმელი წყალი მოსახლეობას გრაფიკით, დღეგამოშვებით, სამი საათის განმავლობაში მიეწოდება. ძლიერი ყინვების გამო, მომხმარებლები გრაფიკით გათვალისწინებულ წყალსაც ვეღარ იღებენ.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი