როდის უფრო „უბრახუნებდნენ“ გიგა მაქარაშვილს - ცხარე კამათი პირდაპირ ეთერში (ვიდეო)

11:10 02-14-2020
566

მახსოვს 7 ნოემბერს 4-5 საათი გათიშული ვიყავი და სად გამეღვიძა არ ვიცი - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა და „სირცხვილიას“ წევრმა გიგა მაქარაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მაქარაშვილმა თქვა, რომ ამ ყველაფრის გამო გიგი უგულავას დამცველად ვერ გამოდგებოდა.

„გიგი უგულავა ისეთი ზარზეიმით შევიდა ციხეში, ნელსონ მანდელა არ გამოსულა ისეთი ზარზეიმით ციხიდან. ეს იყო ისე მარტივად დასანახი... მე ახლა ვერ გამოვდგები მის დამცველად. 2003 წლის სტუდენტურ მოძრაობაში ვიყავი და რამდენჯერმე აჭარიდან ჩამოყვანილმა ხალხმა მოგვარტყა. მახსოვს 7 ნოემბერს 4-5 საათი გათიშული ვიყავი და სად გამეღვიძა არ ვიცი. ახლა რომ მირახუნებენ, კარგად იცით ყველამ... ახლა უბრალოდ არ ვაკადრებ ჩემს თავს, რომ გავიხადო და გაჩვენოთ, რა დღეში მაქვს სხეული“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.