იმის მიხედვით, თუ ვინ ჩამოდის შენთან, ხელისუფლებები არ უნდა მიდიოდნენ - მარია ზახაროვა

08:22 02-14-2020
83

დისკუსია იმაზე, თუ ვინ უხელმძღვანელებს რუსეთის დელეგაციას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მომავალ სხდომაზე თბილისში, პროვოკატორების მიერ გამოიყენება თავის ვიწრომიმართულების მქონე ინტერესებისთვის,- ამის შესახებ რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რადიოსადგურ „კამსამოლსკაია პრავდას“ ეთერში განაცხადა.

„სუვერენულ სახელმწიფოში არაფერი უნდა იცვლებოდეს სხვა ქვეყნის წარმომადგენლის ჩასვლით ან არჩასვლით. ეს ნიშნავს, რომ იქ რაღაც ისე არ არის. ეს ნიშნავს, რომ მუშაობენ პროვოკატორები, რომლებიც ამ მომენტით, ამ შესაძლებლობით, პოტენციური თუ განუხორციელებლით, წყვეტენ მხოლოდ თავის ვიწრო ანგარებიანი ინტერესისთვის“,- განაცხადა ზახაროვამ.

„ვიდრე შიდაპოლიტიკური, შიდა ვითარება საქართველოში დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ ჩავა რუსეთიდან და ვინ არა, პრობლემები იქნება და იმის მიხედვით, თუ ვინ ჩამოდის შენთან, ხელისუფლებები არ უნდა მიდიოდნენ, მინისტრები არ უნდა იცვლებოდნენ“,- აღნიშნა ზახაროვამ.

ცნობისთვის რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი მაისში, თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს.