მისტერ ვალენტინი 2020-ის გამარჯვებული ლუკა ლაპიაშვილი გახდა - ფოტოები

23:06 02-13-2020
2020

ყოველწლიური სილამაზის კონკურსი მამაკაცებისთვის „მისტერ ვალენტინი“ 2020 დასრულდა.

წლევანდელი გამარჯვებული და მისტერ ვალენტინი 2020 ლუკა ლაპიაშვილი გახდა. გამარჯვებული სასტუმრო ბილტმორში გიორგი მასხულიამ გამოავლინა.

ფინალისტებს შორის 10 მამაკაცი მონაწილეობდა, თუმცა მანქანა და პარიზში მოგზაურობა ლუკა ლაპიაშვილს ერგო წილად. 

როგორც „პრაიმტაიმს“ გიორგი მასხულიამ განუცხადა, საღამომ გრანდიოზულად ჩაიარა. 

„ეს იყო ყველაზე კარგი და დასამახსოვრებელი მისტერ ვალენტინი, რაც კი აქამდე ჩაგვიტარებია. ჩვენს გამარჯვებულს გადაეცა ავტომობილი, პარიზისა და ბერლინის საგზურები და ის ძალიან გახარებულია.“, - გვითხრა გიორგი მასხულიამ.  

ცნობისთვის, „მისტერ ვალენტინის“ ჟიურის წევრები თამო ვაშალომიძე, გია სურამელაშვილი, პაატა თედიაშვილი და კესარია აბრამიძე იყვნენ.

width=600width=600

width=600