დაუცველი დამცველები - როგორ პირობებში მუშაობენ სოცსააგენტოს თანამშრომლები (ფოტოები)

21:44 02-13-2020
158

რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის სამინისტროში გამოცხადებული რეორგანიზაციის სახელით სოციალური მომასხურების სააგენტომ დაკავებული თანამდებობებიდან 28 სოციალური მუშაკი გაათავისუფლა.

უწყება მიზეზად რეორგანიზაციას ასახელებს. გათავისუფლებისთვის კი ბუნდოვანია, რა ნიშნით მოხდა მათი შერჩევა. 

ცნობილია, რომ არაერთმა სოციალურმა მუშაკმა ნებით დატოვა სამსახური. მიზეზად გადატვირთულ სამუშაო გრაფიკს, დაბალ ანაზღაურებას, გაუსაძლის შრომის პირობებს და სოციალური სამუშაოს შესრულებაში ხელისშემშლელ სხვადასხვა ფაქტორს ასახელებენ. 

„პრაიმტაიმს“ მიაწოდეს ფოტოები, რომელებიც სოციალური სააგენტოს ერთ-ერთ სერვისცენტრშია გადაღებული. width=1184width=1241width=1076

 width=1244

width=1256width=1244

ვფიქრობთ, ნანახი აღწერას აღარ საჭიროებს.

სწორედ ასეთ პირობებში მუშაობენ ის ადამიანები, რომლებიც ათასობით ბენეფიციარის, პატარა ბავშვების, მარტოხელა დედების, მოხუცების, უნარშეზღუდულების უფლებებს იცავენ და მათ კეთილდღეობაზე ზრუნავენ. width=955

„არიან ბენეფიციარები, რომლებიც ოფისში, როცა დანგრეულ კედლებსა და სარისკოდ გადახლართულ სადენებს ხედავენ, აქეთ გვანუგეშებენ, დასახმარებლები თქვენ თავად ხართო“- ამბობს ერთ-ერთი სოცმუშაკი.