ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთიდან ჩამოსული კიდევ ერთი მოქალაქე შეიყვანეს

20:53 02-13-2020
925

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს, რომელიც ჩინეთიდან 8 თებერვალს დაბრუნდა​

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პაციენტი ავად ჩინეთში ყოფნის პერიოდში გახდა.

„კიდევ ერთი პაციენტი შემოვიდა ახლახანს. ეს არის ახალგაზრდა ვაჟი, 19 წლის, რომელიც ქართველია ეროვნებით, მაგრამ ჩინეთში იყო. იქ გახდა ავად 28 იანვარს და როგორც თვითონ ამბობს, იქ გამოურიცხეს კორონავირუსით ინფექცია. აქ ჩამოვიდა 8 თებერვალს და არ გაუარა რესპირატორულმა ინფექციამ და ამიტომ თავისით მოვიდა. რენტგენოლოგიურად ჩაუტარდა გამოკვლევა და პნევმონია არ აქვს, არც სუნთქვის გაძნელება, არც ლეიკოპენია. ანუ ამ ვირუსის ყველაზე სერიოზული სიმპტომები არ აღენიშნება. რაც შეეხება კორონავირუსზე გამოკვლევას, მას ხვალ დილით აუღებენ ნაცხს და ხვალვე იქნება პასუხი,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.