არავინ იცოდა, რას მალავდა ის კაბის ქვეშ... - გმირი ძაღლი, რომელმაც ასობით ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა

20:38 02-13-2020
36522

ნიგერიაში, ქორწილის დროს არც ერთ სტუმარს შეუმჩნევია საეჭვო ფაქტი, თუმცა ის ძაღლმა აღმოაჩინა. რის გამოც ახლა მას გმირს უწოდებენ.

ქორწილს სოფლის უამრავი მცხოვრები სტუმრობდა. მათ წარმოდგენაც არ ქონდათ, რომ მათი სიცოცხლე საფრთხეში იყო.

წვეულების დროს ხალხს ახალგაზრდა ქალი მოუახლოვდა. ის კაბის ქვეშ იმ ბომბს მალავდა, რომელიც სტუმრებთან შერევის მერე, ხალხში უნდა აეფეთქებინა.

საბედნიეროდ, ერთ-ერთი სტუმრის ძაღლმა მოსალოდნელი უბედურება იგრძნო. ის ქალს თავს დაესხა.

ძაღლის თავდასხმით შეყოვნებულ თვოთმკვლელ-ტერორისტზე მიმაგრებული ბომბი მანამ აფეთქდა, სანამ ის ხალხს შეერეოდა, ამიტომ ადამიანებს შორის მსხვერპლი არ ყოფილა. ტერიტორისტი და გმირი ძაღლი დაიღუპნენ.