დაზარალებული თავად ამბობს, რომ სახეზე ლუდი წაისვა - თემურ აბაზოვი

16:31 02-13-2020
88

თვითონ აცხადებს, რომ ეს იყო ლუდი, მე ლუდი წავისვიო, როგორ შეიძლება ამის შემდეგ უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს,- ამის შესახებ მარნეულის ყოფილი მერი და ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, თემურ აბაზოვი აცხადებს.

„130-მდე მოწმე იქნა დაკითხული და არც ერთი მათგანი არ ამბობს, რომ მე რაიმე ტიპის დანაშაული მქონდა ჩადენილი. მხოლოდ ერთადერთი მოწმე აცხადებდა, რომ ვიყავი დამნაშავე და დარჩა ბოლომდე ერთადერთად რომელიც, მოვიდა სამსახური მთხოვა, არც ენა არ იცოდა, არც დიპლომი ჰქონდა. სამსახურის გაცემა კი კონკურსით ხდება, უარი ვუთხარი და იყო განაწყენებული. შესაძლოა, ვინმემ გამოიყენა მისი განაწყენება და დადგეს ასეთი კადრები. ვისთან ერთად იყო, ვინ გააკეთებინა, ან გააკეთებინა თუ არა, ეს მე არ ვიცი. მე ვარ უდანაშაულო და ვარ მსხვერპლი, ჩემს არასრულწლოვან შვილებთან ერთად,” - იხსენებს აბაზოვი.

აბაზოვის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება სწორია, რადგან ბრალმდებე სახეზე შარდის ნიმუში არ აღმოჩენილა,

„არ შეიძლება ნებისმიერ თემას ყველა აკავშირებდეს ბიძინა ივანიშვილთან, გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი თუ სიუჟეტში არ არის ნათქვამი ამას ეფექტი არ აქვს, არ შეიძლება ადამიანი, რომელსაც დანაშაული არ აქვს ჩადენილი, დაისაჯოს ვინაიდან ვინმეს იცნობს.

თვითონ აცხადებს, რომ ეს იყო ლუდი, მე ლუდი წავისვიო. მეორე დღეს, რასაც მოწმეებიც ადასტურებენ, იმავე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. სახეზე შარდის ნიმუში არ აღმოჩენილა, ჩემი ხმის ნიმუში აიღეს და ვიდეოს არ დაემთხვა, ჩემი თითის ანაბეჭდი არ აღმოჩენილა და არავინ არ ადასტურებს, რომ მე იქ ვიყავი. როგორ შეიძლება ამის შემდეგ უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს, მოსამართლემ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და მე ამას მივესალმები,“ - განაცხადა თემურ აბაზოვმა.

შეგახსენებთ, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

აბაზოვს ბრალი ჯგუფურად ჩადენილ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ედებოდა. თემურ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს.