საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების დოკუმენტი კენჭისყრაზე ჩავარდა

16:00 02-13-2020
319

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა კენჭისყრაზე ჩააგდო დოკუმენტი, რომელიც მოიცავდა ერთობლივ განცხადებას და რეკომენდაციებს ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით.

ასოცირების შეთანხმების ფარგლებში არსებობს ერთობლივი კომიტეტი. ტრადიციულად სხდომები იმართება და მიმდინარეობს პროგრესის შეფასება, როგორ მიდის შეთანხმების შესრულება და შემდგომ ხდება დეკლარაციის ტექსტის მიღება. 

როგორც სტრასბურგში მყოფი დეპუტატი ოთო კახიძე აცხადებს, ევროპარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი ცვლილებების დოკუმენტი კენჭისყრაზე ჩააგდო.

„ქართული ოცნების ყველა ცვლილება ჩაუგდეს ევროპარლამენტარებმა, მათ საბოლოო ტექსტზე ეთქვა უარი“, - განაცხადა ოთო კახიძემ. 

კენჭისყრა არის ორმხრივი - ჯერ ევროპარლემნტის უმრავლესობამ უნდა განიხილონ დოკუმენტი და შემდეგ საქართველოს პარლამენტარების მრავლესობამ უყაროს კენჭი, ამის შემდეგ ორივემ უნდა დაუჭიროს მხარი, რომ ცვლილება გავიდეს.

„რუსთავი 2-ის“ ცნობით, ევროპარლამენტარებს სურდათ საბოლოო დეკლარაციის დოკუმენტში შესწორებების შეტანა გიგი უგულავას საკითხზე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ა.შ. რასაც საქართველოს მმართველი გუნდი არ დაეთანხმა და მხარი არ დაუჭირა. შესწორებების გარეშე დარჩენილ ტექსტით უკმაყოფილო დარჩა ევროპარლამენტის წარმომადგენლობა და მას  მხარი არ დაუჭირა.