გია ცეცაძე „საბურთალოს“ აღარ გაწრთვნის

12:40 02-13-2020
45

საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ გია ცეცაძე აღარ გაწრთვნის. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა.

„საბურთალოს“ ინფორმაციით, მწვრთნელსა და გუნდის ხელმძღვანელობას შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

„საფეხბურთო კლუბ “საბურთალოსა” და უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყდა.

ჩვენი კლუბი მადლობას უხდის გია ცეცაძის გაწეული შრომისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს!
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, რომელიც “საბურთალოს” ესპანურ “ალკოიანოსთან” ელის, ამხანაგურ მატჩში გუნდს გამოცდილი სპეციალისტი თემურ შალამბერიძე უხელმძღვანელებს.

თუ ვინ იქნება მომავალში „საბურთალოს” მთავარი მწვრთნელი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გუნდი ესპანური შეკრებიდან სამშობლოში ხვალ დაბრუნდება.“ - ნათქვამია „საბურთალოს“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გია ცეცაძე თბილისური კლუბის მთავარ მწვრთნელად 35 დღის წინ დაინიშნა. მანამდე, გამოცდილი სპეციალისტი საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს წრთვნიდა.