ნიკოლოზ მჭედლიშვილი: სავალუტო ფონდის მისიამ ვიზიტი დაასრულა და შეგვაქო, 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ მოლოდინს გადააჭაარბა

12:10 02-13-2020
8

სავალუტო ფონდის მისიამ გუშინ ვიზიტი დაასრულა და შეგვაქო კიდეც. მათი აზრით ეკონომიკურმა ზრდამ 2019 წელს მოლოდინს გადააჭარბა და 5.2 პროცენტი შეადგინა, რაც საპროგრნოზო 4.6 პროცენენტს აჭარბებს. ეს კი ეკონომიკის მდგრადობაზე მიუთითებს,- ამის სესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სიციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, მოზომილი და კონსერვატიული სსფ ასეთ შეფასებებს იშვიათად აკეთებს.

„სავალუტო ფონდის მისიამ გუშინ ვიზიტი დაასრულა და შეგვაქო კიდეც. მათი აზრით ეკონომიკურმა ზრდამ 2019 წელს მოლოდინს გადააჭარბა და 5.2 პროცენტი შეადგინა, რაც საპროგრნოზო 4.6 პროცენენტს აჭარბებს. ეს კი ეკონომიკის მდგრადობაზე მიუთითებს. თუმცა მოგვიწოდა, რომ გავატაროთ „გონივრული” ეკონომიკური პოლიტიკა, რომ ინფლაცია ამ წლის ბოლოსათვის სამ პროცენტამდე შევამციროთ. ასევე უნდა გავაგრძელოთ სტრუქტურული რეფორმები, რომ ეკონომიკა უფრო გამძლე გახდეს შოკებისადმი. ეკონომიკის ზრდამ, სსფ-ს პროგნოზით, 2020 წელს 4.3 პროცენტი უნდა შეაგდინოს. ჩემი აზრით, საარჩევნო წელს ამ მაჩვენებლის მიღწევა იქნება ძალიან კარგი. პარტოიებს შორის პოლიტიკურმა ბრძოლამ უნდა იმოქმედოს ეკონომიკის გავითარებაზე“,- წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.