ჩინეთში კორონავირუსის დიაგნოსტირების მეთოდი შეცვალეს

11:19 02-13-2020
4511

ჩინეთის პროვინცია ჰუბეიში, 13 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუს Covid-19-ით დაინფიცირებული 1480 შემთხვევა გამოავლინეს. დაავადებულთა საერთო რიცხვი ჩინეთში თითქმის 60 ათასია. 

როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სტატისტიკის მკვეთრი გაზრდა დაავადების დიაგნოსტირების მეთოდის ცვლილებასთანაა კავშირში. დღეიდან, დაავადებულთა სიაში პაციენტებს კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემების შესაბამისად შეიყვანენ და არ დაელოდებიან სხვა გამოკვლევების შედეგებს. ეს ექიმებს საშუალებას მისცემს დაიწყონ დაავადების მკურნალობა საწყისს სტადიაზე. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის გამო 242 ადამიანი დაიღუპა. ჩინეთში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობამ 1,3 ათას მიაღწია, ხოლო კორონავირუსისგან განკურნებულების რაოდენობა 5,6 ათასია.