ხუბეის პროვინციაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ისევ გაიზარდა

08:30 02-13-2020
119

ჩინეთში, ხუბეის პროვინციაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1310-ს მიაღწია. ბოლო ერთ დღე-ღამეში რეგიონში ახალი ტიპის დაავადებამ 242 ადამიანი იმსხვერპლა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

პროვინციაში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია, ინფიცირებულია 48200-ზე მეტი ადამიანი, ხოლო 3441 გამოჯანმრთელდა.

ჩინეთის ხელისუფლების მინფორმაციით, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ კიდევ 77 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება, რომლებსაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი.

ჩინეთის მთავრობის განკარგულებით, ხუბეის პროვინციაში დამატებით 2600 მედიკოსი გაგზავნეს.