როგორ აღმოჩნდა „ჩცდ-ში ზაზა ფაჩულიას სიდედრი

18:26 02-12-2020
515

მსახიობი ზეინაბ დვალიშვილი 25-წლიანი პაუზის შემდეგ მსახიობობას დაუბრუნდა. „ჩცდ“-ს ქასთინგის დირექტორმა დაურეკა და სერიალში თამაში შესთავაზა. ის „ჩემი ცოლის დაქალებში“ ელვირის (ნიკა ქავთარაძის გმირის) დედის როლს თამაშობს. ეკა მჟავანაძის ზარი რომ მისთვის მოულოდნელი იყო, ამის შესახებ მსახიობს ჟურნალი „სარკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში არ დაუმალავს.

ზეინაბ დვალიშვილი: - აღარც მიფიქრია, რომ ოდესმე ამ პროფესიას დავუბრუნდებოდი. ეკა მჟავანაძემ დამირეკა - არ გინდათ პროფესია დაგიბრუნოთო? ენა ჩამივარდა, გული გამიჩერდა, იმდენად მოულოდნელი იყო. წამაკითხა რაღაც და მეორე დღეს დამირეკეს, როლზე დამტკიცებული ხარო. 

ჩემი გმირი ეგოისტი დედაა, შვილზე გადამკვდარი და მასზე დიდი წარმოდგენით. მე ასეთი დედა არ ვარ. არ შემიძლია მოფერება, მკაცრიც ვიყავი. ნიკა ქავთარაძის მიმართ დედაშვილური გრძნობა გამიჩნდა. არაჩვეულებრივი ბიჭია ურთიერთობაში. 

რაც შემეხება მე - სამი შვილი მყავს. უფროსი ვაჟი ამერიკაში ცხოვრობს. ჩემი ქალიშვილი თიკა ზაზა ფაჩულიას ცოლია. ოთხ შვილს ზრდის. მესამე შვილი ფეხბურთელი იყო, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ხელი შეეშალა და შეეშვა. ახლა ზაზა ფაჩულიას აკადემიის დირექტორია. 

ზაზა არაჩვეულებრივი ბიჭია. საოცარი იუმორი აქვს. კარგი მამა და მეუღლეა.