ვინ იქნება უგულავას შემდეგი... - გია ხუხაშვილის ანალიზი

14:07 02-12-2020
384

შეიძლება თუ არა ხაზარაძე გახდეს შემდეგი?, - ამ შინაარსის პოსტს ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ერთის მხრივ, ხელისუფალს ესმის, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად ძალიან მძიმე შედეგების მატარებელია. მაგრამ, მეორეს მხრივ, მან სხვა გზა არ დაიტოვა და აი რატომ:

თუ ხაზარაძე გამართლდა, ამ შემთხვევაში ანაკლიის კონსორციუმის საარბიტრაჟო დავა გარანტირებულად წაგებულია, რადგან ეს ირიბად ადასტურებს მართლმსაჯულების (პროკურატურა) გამოყენების ფაქტს პროექტის “საბოტირების” მიზნით.

გამამტყუნებელი განაჩენი კი, მიუხედავად აბსურდულობისა, აძლევს გარკვეულ დროს, რადგან არბიტრაჟში საქმის წარმოებას ურთულებს კონსორციუმს. ჯერ დასამტკიცებელი ხდება ხაზარაძის უდანაშაულობა, სავარაუდოდ ისევ საერთაშორისო სასამართლოში.

მართლმსაჯულება ტალახშია ამოგანგლული და მისი გარეცხვა სამომავლოდ რთული, მაგრამ სასიცოცხლო ამოცანაა“, - წერს გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ უმრაველობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და ოპოზიციას დიალოგის მაგიდასთან დაბრუნება შესთავაზა.

„პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ სახელით, ოპონენტებს ვიწვევთ კვლავ დიალოგის მაგიდასთან, რადგან მიგვაჩნია, რომ დიალოგს და კონსესუსს ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის როგორც საზოგადოების მოლოდინი, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია,რ აც პროცესების სტაბილიზაციას და არსებული გამოწვევების მშვიდობიანი, კონსტრუქციული გზით გადაწყვეტას გულისხმობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგის გაგრძელების თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ მზადაა ჩაერთოს.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და ოპოზიციას დიალოგის მაგიდასთან დაბრუნება შესთავაზა.