გთხოვთ, არ შეწყვიტოთ მათთვის ლოცვა - ვანესა ბრაიანტის მორიგი ემოციური პოსტი

08:40 02-12-2020
1133

კობი ბრაიანტის და მისი 13 წლის ქალიშვილის, ჯიჯის ტრაგიკულად დაღუპვიდან 15 დღის შემდეგ, ლეგენდარული კალათბურთელის მეუღლემ, 37 წლის ვანესა ბრაიანტმა კიდევ ერთი ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

გამოქვეყნებულ ვიდეოს სულისშემძვრელი ტექსტი ახლავს:

„ჩემი გონება უარს აცხადებს შეეგუოს იმ ფაქტს, რომ კობი და ჯიჯი ცოცხლები აღარ არიან. ვერ ვახერხებ ბოლომდე გადავამუშავო, რომ ორივე მათგანი ერთდროულად წავიდა.

ვცდილობ, კობის გარდაცვალება გადავამუშავო, მაგრამ ჩემი სხეული უარს აცხადებს შეეგუოს იმას, რომ ჯიჯი აღარასდროს დამიბრუნდება. ეს ყველაფერი არასწორია! რატომ უნდა შემეძლოს გაღვიძება, როცა ჩემს გოგონას იგივეს გაკეთების შანსი აღარ აქვს?! ძალიან გაბრაზებული ვარ. ჯიჯის ხომ მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა.

მაგიჟებს ის, რომ კობისთან და ჯიჯისთან ერთად არ ვიმყოფები, მაგრამ მადლობელი ვარ, რომ ნატალიასთან, ბიანკასთან და კაპრისთან ერთად ვარ.

ვიცი, რომ რასაც ვგრძნობ, ნორმალურია. ვიცი, რომ ეს გლოვის პროცესის ნაწილია. უბრალოდ მინდოდა ეს ყველაფერი თქვენთვის გამეზიარებინა, რადგან შესაძლოა იყოს ისეთი ადამიანი, რომელმაც მსგავსი დანაკარგი განიცადა.

უფალო, ნეტავ აქ იყო და ნეტავ ეს კოშმარი დასრულდებოდეს. ვლოცულობ ყველა ადამიანისთვის, ვინც იმ ტრაგიკულ დღეს დაიღუპა. გთხოვთ, თქვენც არ შეწყვიტოთ ლოცვა!, - წერს ვანესა.

41 წლის კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში 26 იანვარს დაიღუპა. მასთან ერთად ავიაკატასტროფას კიდევ 8 ადამიანი, მათ შორის კალათბურთელის 13 წლის ქალიშვილი ემსხვერპლა.

კობი ბრაიანტის ვერტმფრენს ნისლიან ამინდში ფრენის უფლება არ ჰქონდა.