პელეს მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მას სიარული არ შეუძლია

16:11 02-11-2020
205

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მას სიარულიც აღარ შეუძლია. 

ტელეკომპანია GLOBO-ს ინფორმაციით, პელე მძიმე დეპრესიაშია.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, გასულ წელს საავადმყოფოში მოხვდა. მას საშარდე გზების დიაგნოზი დაუსვეს. პელეს წელის პრობლემებიც აწუხებს და ეტლით გადაადგილდება.