რაზე მიანიშნებს ძილის პოზა, როცა თქვენს გვერდით საყვარელ ძაღლს ან კატას სძინავს

14:52 02-11-2020
806

საყვარელ ცხოველთან ძილი ბევრი ადამიანისთვის სახლის კომფორტის შეგრძნების აუცილებელი ნაწილია, თუმცა იშვიათად ვუფიქრდებით იმას, თუ რატომ სძინავთ ცხოველებს ჩვენთან ერთად ამა თუ იმ პოზაში. 

ცხოველთა ქცევის სპეციალისტმა, პროფესორმა პიტერ ნევილმა, ცხოველების კეთილდღეობის კომპანია Itchpet-თან ერთად განმარტა, თუ რას გულისხმობს თქვენი ცხოველის პოზა, როდესაც თქვენთან ერთად სძინავს. 

...

width=600

თუ ცხოველი თქვენს ფეხებში წვება, ეს ხშირ შემთხვევაში თქვენს მიმართ პატივისცემას სულაც არ ნიშნავს. სავარაუდოდ, თქვენ ხშირად მოძრაობთ ძილში და ცხოველი ცდილობს შეარჩიოს მაქსიმალურად თქვენთან ახლო პოზიცია და თანაც სწრაფად წასასვლელი ადგილიც. 

...

width=600

თუ თქვენ ემბრიონის პოზაში გძინავთ, ხოლო ცხოველი თქვენს მოხრილ ფეხებს შორის მოექცა, ეს ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად გენდობათ და მისი კეთილდღეობისთვის პასუხისმგებელ ადამიანად მიაჩნიახართ. როგორც წესი, ასე სძინავთ პატარა ლეკვებს და კნუტებს საკუთარ დედასთან. ცხოველი ამ გზით გაჩვენებთ, რომ თქვენთან დაცულად გრძნობს თავს. 

...

width=600

თუ ცხოველს თქვენს ფეხებს შორის მოხრილად სძინავს, ის სავარაუდოდ არასასურველი ხმებისგან თავის დაცვას ცდილობს. ძაღლებსაც და კატებს უფრო მეტი ესმით, ვიდრე ადამიანებს და ამ გზით „იხშობს“ გარე ბგერებს.

...

width=600

თუ ცხოველი ცდილობს ჩაეტიოს თქვენ და თქვენს პარტნიორს შორის, ეს სავარაუდოდ ნიშნავს იმას, რომ ის ცდილობს ერთი ადამიანის განცალკევებას მეორესგან. როგორც წესი, ცხოველი ერთ პატრონზე ეჭვიანობს და ცდილობს მხოლოდ ერთის ყურადღების მიპყრობას. 

...

width=600

თუ ცხოველი მთლიანად გართმევთ ბალიშს, ესე იგი ეძებს დამატებით სირბილეს და კომფორტს ძილის დროს. როდესაც ცხოველი იღვიძებს, როგორც წესი იწყებს თქვენს გაღვიძებასაც, რათა მიიღოს თავისი საუზმე მალევე. 

...

width=600

თუ ცხოველი საბნის ქვეშ იმალება, ამ გზით ეძებს განსაკუთრებულ კომფორტს და უსაფრთხოებას. გარდა ამისა, ზოგიერთი ძაღლი თავს კარგად გრძნობს, როდესაც ძილის დროს, მას არც თუ ისე მძიმე მატერია აწვება. 

...

width=600

თუ ცხოველი თანდათანობით იწევს თქვენი თავისკენ, ესე იგი ის ძალიან დამოკიდებულია თქვენზე და ამ გზით გაჩვენებთ მის სიყვარულს. ცდილობს უფრო ახლოს იყოს თქვენს გულის ცემასთან და ესმოდეს სუნთქვა. 

...

width=600

თუ თქვენს გვერდით ცხოველი მუცელზე წვება და იწელება. როგორც წესი, ამ პოზას ძაღლები იღებენ. მას სურს, რომ თქვენთან ახლოს იყოს, მაგრამ ამავდროულად ელოდება, რომ მოეფერებიან. 

...

width=600

დილით აღმოაჩენთ ხოლმე, რომ ცხოველი საწოლის შუაშია, თქვენ კი თითქმის გადავარდნილი ხართ. თავიდან შეიძლება უფრო „მორიდებულად“ ეძინა თქვენს გვერდით, თუმცა რაც უფრო ჩაუღრმავდით ძილს, ცხოველმა მიითვისა საწოლის დიდი ნაწილი და შეიქმნა უფრო მეტი კომფორტი. ასეთი პოზა გათამამებული ცხოველების ჩვევაა, რომლებმაც იციან, რომ ყველა სურვილს აუსრულებენ.