თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის წლის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა

13:24 02-11-2020
54

ქართველი თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის წლის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.

ლიგა ენდესას წლის საუკეთესო მოთამაშეების დაჯილდოვების ცერემონიალი გუშინ გაიმართა. შენგელია კი ყველაზე მნიშნველოვანი ჯილდოს მფლობელი გახდა. თორნიკეს პრიზი ლიგა ენდესას გენერალურმა დირექტორმა იგნასიო ხიმენეს სოლერმა გადასცა.

მიმდინარე სეზონში შენგელია ესპანეთის ჩემპიონატში საშუალოდ 33 წუთში 16.1 ქულას, 6 მოხსნას, 2.6 პასს, 0.3 დაფარებასა და 1.4 ჩაჭრას აგროვებს.