ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

კახა კალაძე

პოლიტიკა 1713944110

საფეხბურთო ნაკრებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კიდევ ერთი ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ფულადი ჯილდო გადაეცეს, მნიშვნელოვანია.როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ჯილდო 30 მილიონი ლარი იქნება, რაც მთელი ნაკრებისთვის უდიდესი მოტივაციაა.„მინდა, გამოვეხმაურო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთ, ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებას, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გასვლის შემთხვევაში, 30-მილიონიანი ჯილდოს გადაცემის, ხოლო ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვისთვის, დამატებით 30 მილიონით დაჯილდოების შესახებ. გარდა იმისა, რომ ეს ძალიან დიდი მოტივაციაა ჩვენი ეროვნული ნაკრების სრული შემადგენლობისთვის, სტიმულია მომავალი ფეხბურთელებისთვისაც. მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, რომ ნიჭი და შრომა, საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენა მსოფლიო ასპარეზზე სათანადოდ დაუფასდებათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს, ასევე, ფეხბურთის ფედერაციას, მთლიანად ეროვნულ ნაკრებს და გულშემატკივარს.„მადლიერების გამოხატვა და დაფასება მნიშვნელოვანია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, ჩვენს ფეხბურთელებს იმ დიდი სიხარულისთვის, რაც გულშემატკივარს მიანიჭეს. მადლობა ჩვენს ქომაგებს მხურვალე მხარდაჭერისთვის, რაც მთელი თამაშის განმავლობაში გრძელდებოდა. მადლობა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, რადგან სწორი მენეჯმენტით დადგა შედეგი, რასაც გულშემატკივარი ამდენი წელი ელოდებოდა.  ჩემი მხრივ, ამ გადაწყვეტილებისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“, ზოგადად, იმ წვლილისთვის, რაც საქართველოს განვითარებაში აქვს შეტანილი ძალიან ბევრი მიმართულებით“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე

საზოგადოება 1713943951

„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მოძრაობაც მეტად ინტენსიური ხდება. უსაფრთხო გადაადგილებისთვის კი აუცილებელია, ჩვენი ავტომობილი სრულად გამართული იყოს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომლის რესურსიც სეზონურად უნდა  შემოწმდეს, აკუმულატორია, რადგან ის დაბალი ტემპერატურის მიმართ ყველაზე სენსიტიურია. ზამთარში ძრავის დაქოქვას უფრო დიდი ენერგია სჭირდება, შესაბამისად, ავტომობილი აკუმულატორის მეტ რესურსს მოიხმარს. ამიტომ, როგორც კი ტემპერატურა აიწევს, მძღოლებმა აუცილებლად უნდა შეამოწმონ აკუმულატორი და, საჭიროების შემთხვევაში, იზრუნონ მის ჩანაცვლებაზე.26 აპრილის ჩათვლით „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში უმაღლესი ხარისხის  აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს. მომხმარებელი VARTA-სა და EXIDE-ის აკუმულატორების შეძენას 20%-იანი ფასდაკლებით შეძლებს, ხოლო ENERGIZER-ის აკუმულატორებზე 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.VARTA აკუმულატორების მწარმოებელი ერთ-ერთი უძველესი გერმანული ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხითა და გამძლეობით გამოირჩევა და ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს, რომლებიც აკუმულატორების წარმოებაშია მიღებული.რაც შეეხება EXIDE-ს, ეს არის ამერიკული ბრენდი. მისი აკუმულატორები, VARTA-ს მსგავსად, გამოირჩევა  მაღალი ეფექტურობით, გამძლეობითა და ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდით. EXIDE-ის პროდუქცია განკუთვნილია როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილებისა და მოტოციკლებისთვის.ამერიკული ბრენდის Energizer-ის აკუმულატორები ასევე გამოირჩევა ხანგრძლივი საექსპლუატაციო პერიოდით და აქვს ასევე კოროზიისგან დაცვის ძლიერი მექანიზმი. ამ ბრენდის პროდუქცია დამზადებულია ინოვაციური ტექნოლოგიით, რომელიც უზრუნველყოფს გარემოს დაცვასა და CO2-ის ნაკლებ ემისიებს.სამივე ბრენდი აკუმულატორებს აწარმოებს მოწინავე AGM და EFB  ტექნოლოგიებით. AGM მეთოდით დამზადებულ აკუმულატორებს აქვს კლასიკური თხევადი სისტემის აკუმულატორებზე 3-ჯერ გახანგრძლივებული ექსპლუატაციის პერიოდი, მაღალი გამშვები (სასტარტო) დენი, ღრმა განმუხტვის დროს არ კარგავს ტევადობის მოცულობას. აკუმულატორის შერჩევისას მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს მწარმოებლის რეკომენდაციები, რომელთა მიხედვითაც განსაზღვრულია, რა ზომისა და ამპერაჟის აკუმულატორი შეესაბამება ავტომობილს. თუ მყიდველი იმაზე მაღალი ან დაბალი ამპერაჟის აკუმულატორის შეძენას გადაწყვეტს, ვიდრე მწარმოებლის მიერ არის განსაზღვრული, ამან შესაძლოა, ავტომობილის სხვა დეტალების დაზიანება გამოიწვიოს.„თეგეტა მოტორსში“ VARTA-ს, EXIDE-სა და ENERGIZER-ის აკუმულატორების დიდი არჩევანია და შესაძლებელია ნებისმიერ ავტომობილზე მორგებული აკუმულატორის შერჩევა, რაშიც მომხმარებელს „თეგეტას“ გამოცდილი სპეციალისტები დაეხმარებიან. თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

ასტროლოგია

ჰოროსკოპი 1713943902

დღეს მნიშვნელოვანი თარიღია 24.04.2024 - დღეს ჩაფიქრებული სურვილი ახდება

სარკის თარიღები არის რიცხვები, რომელთა წაკითხვაც შესაძლებელია მარცხნიდან მარჯვნივ და მარჯვნიდან მარცხნივ. ასეთი თარიღები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მათი განსაკუთრებული სიმეტრიის გამო. 2024 წლის 24 აპრილი არის ერთ-ერთი ასეთი სარკის თარიღი და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერად.რას ნიშნავს სარკის თარიღები?საინტერესოა, რომ ნუმეროლოგებისთვის სარკის თარიღებს, განსაკუთრებით ისეთებს, როგორიცაა 2024 წლის 24 აპრილი, შეიძლება ჰქონდეს ჯადოსნური მნიშვნელობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ემთხვევა სავსემთვარეობას. მათ შეუძლიათ ასეთი თარიღები განიხილონ, როგორც ენერგიის გაზრდის დრო ან პოტენციურად ხელსაყრელი დრო გარკვეული ქმედებების ან რიტუალების შესასრულებლად.მაგალითად, ამ თარიღში რიცხვები "24" შეიძლება აღიქმებოდეს ორმაგი ჰარმონიისა და სტაბილურობის სიმბოლოდ, რადგან მათ აქვთ "2" რიცხვის ორმაგი გამეორება. ნუმეროლოგიაში ეს რიცხვი შეიძლება იყოს სხვადასხვა რამის სიმბოლო, როგორიცაა ორმაგი, ჰარმონია, სიყვარული, მეგობრობა და დიპლომატია.სავსე მთვარესაც შეუძლია ამ ენერგიის დამატება, რადგან ბევრ კულტურაში იგი ითვლება გაზრდილი ენერგიისა და მაგიური შესაძლებლობების დროდ. ადამიანებს შეუძლიათ აირჩიონ ასეთი დრო მაგიური პრაქტიკის, მედიტაციის ან რიტუალების შესასრულებლად.ამიტომ, ნუმეროლოგებისთვის და მათთვის, ვისაც თარიღების ჯადოსნური ძალა და სავსე მთვარის ენერგია სჯერა, 2024 წლის 24 აპრილი შეიძლება იყოს განსაკუთრებული დრო სურვილების ჩასაფიქრებლად, მედიტაციის ან რიტუალების შესასრულებლად, რათა მოიზიდონ ჰარმონია, სიყვარული და დადებითი ენერგია.როგორ ჩაიფიქროთ სურვილი სარკისებურ თარიღზე?სარკისებურ თარიღზე სურვილის ჩაფიქრებს ბევრი ადამიანისთვის შეიძლება იყოს საინტერესო და ამაღელვებელი რიტუალი, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სჯერა რიცხვებისა და თარიღების ჯადოსნური ძალის. აქ მოცემულია რამდენიმე ნაბიჯი, რომელსაც შეგიძლიათ მიჰყვეთ:აირჩიე დადებითი სურვილიუპირველეს ყოვლისა, დაადგინეთ, რა გსურთ. სურვილი უნდა იყოს პოზიტიური, კონკრეტული და მიღწევადი. შეეცადეთ წარმოიდგინოთ, როგორ ხდება თქვენი სურვილი უკვე და რას გრძნობთ, როცა ეს მოხდება.მოემზადეთ რიტუალისთვისმოამზადეთ მყუდრო ადგილი რიტუალისთვის. შეგიძლიათ შექმნათ დამამშვიდებელი ატმოსფერო სანთლებით, სურნელებით, მედიტაციით ან მუსიკით.ჩაწერეთ თქვენი სურვილიჩაწერეთ თქვენი სურვილი ფურცელზე. გამოიყენეთ რაც შეიძლება მეტი დეტალი და სიტყვები, რომლებიც ასახავს თქვენს გრძნობებსა და სურვილებს. ჩაიფიქრეთ სურვილი განსაკუთრებულ მომენტშიშეარჩიეთ დრო, როდესაც შეასრულებთ თქვენს სურვილს. ეს შეიძლება იყოს ზუსტად იმ მომენტში, როდესაც საათი აჩვენებს სარკის თარიღის შესაბამის დროს (მაგალითად, 20:02 ან 22:22) ან როდესაც გრძნობთ მაქსიმალურ კონცენტრაციას... ნახეთ სრულად

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1713943782

„გამჭვირვალობის კანონპროექტს“ ეწინააღმდეგებიან ძალები, რომლებიც ჩუმად ახორციელებენ პროექტებს, რომლებიც ძირს უთხრის ჩვენს სახელმწიფოებრიობას, თუკი ვინმეს წუხილი აქვს, რომ ამან შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინოს, ვერ დავეთანხმები - შალვა პაპუაშვილი ნაირა გელაშვილს პასუხობს

ზოგადად მივესალმები, ამ განცხადებაშიც და რამდენიმე სხვა განცხადებაც ვნახე, სადაც როგორც იქნა, საჯაროდაც ითქვა, თუ რამდენად საჭიროა გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, მათ შორის, როდესაც ეს არ ხდება თავისთავად და ვხედავთ, რომ მალავენ ფონდები თავიანთ დაფინანსებებს, ამისი საკანონმდებლო რეგულირება ხალხის სახელით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მწერალ ნაირა გელაშვილის მიერ „გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით გამოქვეყნებული წერილის საპასუხოდ განაცხადა.საუბარია განცხადებაზე, სადაც ნაირა გელაშვილი აღნიშნავს, რომ თუ სახელმწიფო თვლის, რომ საქართველოში შემოსული ფული უნდა იყოს გამჭვირვალე, ამის წინააღმდეგ არ უნდა წახვიდე, თუმცა, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი – ამის კონოტაცია ქართულ ენაში, ჩვენს სინამდვილეში, და საერთოდაც, ნიშნავს სამშობლოს მოღალატეს“ და შესაბამისად, მოქალაქეთა უზარმაზარი მასა ამ კანონის შემდეგ სამშობლოს მოღალატედ ცხადდება.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გაუგებარია, კარგ საქმეებს რატომ უნდა სჭირდებოდეს დამალვა, პირიქით, როდესაც ცნობილი იქნება, რომ დახმარებისკენ მიმართული კონკრეტული ღონისძიება ხორციელდება უცხოური ძალის დახმარებით, ამაში ცუდი და სათაკილო არაფერია.„თუკი ვინმეს აქვს გარკვეული წუხილი იმასთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაში, წუხილი არის ის, რომ უცხოეთიდან არის დაფინანსებული ესა თუ ის ღონისძიება ამის წარმოჩენა შესაძლოა ნეგატიური კონტექსტით იყოს დანახული, მე ამას არ დავეთანხმებოდი. ჩვენ არ ვართ კუნძული, არ ვართ ცალკე აღებული კუნძულოვანი სახელმწიფო, ჩვენ ვართ, მათ შორის, ევროპული ოჯახის ნაწილი და ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით. ასევე სხვა ქვეყნებიც გვეხმარებიან ჩვენ და ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელებულა სწორედ უცხოური დახმარებით, ამერიკას და ევროპას ვგულისხმობ. იდეაც ხომ ამაში არის, რა არის ამაში დასამალი, კარგ საქმეებს რად უნდა დამალვა და კარგი საქმე როდესაც გამოჩნდება, ეს როგორ შეიძლება ვინმემ ნეგატიურად დაინახოს? თუკი იქნება ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს თუნდაც კულტურული მემკვიდრეობის განვითარებაზე, ფერმერების დახმარებაზე, შშმ პირების დახმარებაზე, რომელიც ზრუნავს სხვა მიმართულებებზე - როდესაც ცნობილი იქნება, რომ ეს ღონისძიება ხორციელდება უცხოური ძალის დახმარებით, რა არის ამაში დასამალი, რა არის ამაში ცუდი, სათაკილო? ეს ვერ გამიგია.“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.მისივე თქმით, კანონპროექტს სწორედ ის ძალები ეწინააღმდეგებიან, რომლებიც თავიანთი დაფინანსებით ძირს უთხრიან საქართველოს სახელმწიფოებრიობას, კულტურას და ტრადიციებს. „პირიქით, საქმე იმაშია, რომ ამ პროექტს ეწინააღმდეგებიან ის ძალები, რომლებიც ჩუმად ახორციელებენ პროექტებს, რომლებიც ძირს უთხრის ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს კულტურას, ტრადიციებს, ძირს უთხრის ქართველი ხალხის ინტერესებს. ამიტომ, თუკი ვინმეს წუხილი აქვს, როგორც ქალბატონ ნაირას იმაზე, რომ ამან შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინოს, მე ამაში ვერ დავეთანხმები. ერთია, რომ როგორც ჩანს, ვთანხმდებით იმაზე, რომ გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი და ზუსტადაც კანონმდებლობით ხალხმა უნდა იცოდეს, როდესაც შემოდის უცხოური ფული, ჩვენ ყველამ მათ შორის თქვენც, უნდა იცოდეთ როგორც ჟურნალისტმა და როგორც მოქალაქემ უნდა იცოდეთ, ეს ფული რომ შემოვა და გურიაში დაიხარჯება, რა საკითხებს მოხმარდება - ამაზეა საუბარი. როგორც საბიუჯეტო იცით, ისე უნდა იცოდეთ ენჯეო. შესაბამისად, არაფერი დასამალი აქ არ არის და არც სათაკილო არ არის და ამისთვის ჩვენ მადლობასაც ვეუბნებით ყველა უცხოურ ძალას, უცხოელ პარტნიორების იმისთვის, რომ გვეხმარებიან. რა არის ამაში სათაკილო? - სათაკილო ეს იმისთვის არის, ვინც სინამდვილეში აკეთებს არაქართულ საქმეებს ამ ფულით და მათ უნდათ რომ დამალონ ეს ყველაფერი და შემდეგ ან შემთხვევით გავიგოთ დაფინანსება, ან საერთოდ ვერ გავიგოთ.“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი ყიფშიძე

საზოგადოება 1713942636

VIDEO: „გიორგი არ არის ფხიზლად, მკურნალობას გადის, თავის სამყაროშია და რაღაცებს ლაპარაკობს…“ - ლენუკა ყიფშიძე

ლენუკა ყიფშიძე მისი ძმის, მსახიობ გიორგი ყიფშიძის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება. საუბარია გიორგი ყიფშიძის მიერ მამასთან, ზურა ყიფშიძესთან ურთიერთობაზე გაკეთებულ განცხადებაზე.ასევე, მსახიობის „ინსტაგრამ“ გვერდზე გავრცელებულ მოკლე ვიდეობზე, რომელშიც გიორგი ყიფშიძე მის პოლიტიკურ არჩევანსა და თბილისში მიმდინარე აქციებზე საუბრობს.„ჩემს ძმას არ ვამართლებ, მაგრამ არ ვარ მომხრე, მთელმა საქართველომ ჩემს ოჯახის წევრებზე უარყოფითი რაღაცები მომწეროს.. მოგეხსენებათ, ჩემი ძმა ბიშკეკში მკურნალობს, არა თურქეთში და გერმანიაში… ბევრს გეცოდინებათ, რომ როცა [ადამიანი] სამედიცინო დაწესებულებაშია, გათიშული ჰყავთ და რას საუბრობს, თვითონ არ იცის..ადრე იყო განაწყენებული… ოჯახის წევრები ერთმანეთში ხშირად ჩხუბობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ვემტერებით, ამიტომ ნამეტანი ნუ გაგიხარდებათ…ძალიან ცუდი შეტყობინებები შემოდის, მაგრამ ნუ გიხარიათ, ყველა ოჯახს აქვს რაღაც პრობლემა… გიორგიმ არასწორი ფორმით გააჟღერა, მაგრამ ესეც მესმის, რადგან ახლა სხვა მდგომარეობა აქვს, ცუდ ეტაპს გადის, იმედი მაქვს, ჯანმრთელი ჩამოვა და დარწმუნებული ვარ, არ ემახსოვრება, რაც მაშინ ჩაწერა და თქვა… მე და მამაჩემიც ვჩხუბობთ, მაგრამ საჯაროდ ამაზე არ ვსაუბრობთ, გიორგი არ არის ფხიზლად, მკურნალობას გადის, თავის სამყაროშია და რაღაცებს ლაპარაკობს…ძალიან გთხოვთ, გვიყვარდეს ერთმანეთი და მეტი კარგი გვიხაროდეს ერთმანეთის…“, – ამბობს ლენუკა ყიფშიძე ვიდემიმართვაში.ნახეთ ვიდეო ↓