რა მიუტანეს საჭმელად თანაგუნდელებმა გიგი უგულავას საპატიმროში გაცილებამდე

20:55 02-10-2020
703

ამ წუთებში თბილისის ყოფილი მერი და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა პარტიის ოფისში იმყოფება და ოპოზიციურ სპექტრთან შეხვედრას მართავს.

ცოტა ხნის წინ, ოთახში, სადაც უგულავა იმყოფება, პარტიის თანამშრომლებმა ხინკალი და წითელი ღვინო შეიტანეს. ოფისის თანამშრომლები ამბობენ, რომ საპატიმროში წასვლამდე მას კარგად გამოკვება სჭირდება.

შეგახსენებთ, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა. მას 3 წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

გიგი უგულავას პროკურატურა მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.