ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ალკოჰოლი

მეცნიერება 1714027140

რატომ ვკარგავთ მეხსიერებას ალკოჰოლის დალევის შემდეგ - დასახელდა სამი მიზეზი

როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, მეხსიერების დაქვეითება ალკოჰოლის მოხმარების საკმაოდ გავრცელებული შედეგია. მიზეზების გასაგებად, მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი 18-დან 22 წლამდე ასაკის 79 მოხალისე სტუდენტზე.ყველა მათგანი აღჭურვილი იყო მაჯის სენსორებით, რათა ეკონტროლებინათ ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დონე. მათ ასევე სთხოვეს შეევსოთ კითხვარები ყოველ დილით, სადაც ეწერა, სვამდნენ თუ არა წინა ღამეს და ახსოვდათ თუ არა საღამოს მოვლენები.ექსპერიმენტის დროს, რომელიც ერთი თვე გაგრძელდა, დაფიქსირდა ალკოჰოლის დალევის 486 ეპიზოდი, საიდანაც 147-ს მოჰყვა ამნეზია. ექსპერიმენტის მონაწილეთა 69.3%-ს ამ დროის განმავლობაში ერთხელ მაინც განუცდია „ალკოჰოლური აშლილობა".ყველა შეგროვებული მონაცემების შედარებით, კვლევის ავტორებმა შეძლეს გამოეჩინათ სამი ძირითადი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს მეხსიერების დაკარგვაზე დალევის შემდეგ: ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მაჩვენებელი, მისი ხანგრძლივობა და პიკური მნიშვნელობა.მკვლევრების აზრით, ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სიხშირის სწრაფი ზრდა ზრდის მეხსიერების დაკარგვის რისკს 2,69-ჯერ. სისხლში ალკოჰოლის პიკური კონცენტრაცია ზრდის გათიშვის რისკს 2,93-ჯერ. მაგრამ ინტოქსიკაციის ხანგრძლივობას აქვს ყველაზე ძლიერი ეფექტი: ალკოჰოლის ხანგრძლივი მიღებისას დროებითი ამნეზიის რისკი 4,16-ჯერ იზრდება.ამავდროულად, კვლევის ავტორებმა აღიარეს, რომ მიღებული შედეგების რეპრეზენტაციულობა იდეალური არ არის.ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მოსწავლეებმა შესაძლოა ვერ გააცნობიერონ, რომ მათ ჰქონდათ მეხსიერების დაქვეითება და აშკარად არ ჩაწერეს ეს კითხვარში.

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

მსოფლიო 1714026965

ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა, ეს უნდა შეწყდეს - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბოლო დროს აშშ-ის უნივერსიტეტებში პალესტინის მხარდამჭერ პროტესტებს ეხმაურება და მათ ანტისემიტურს უწოდებს. ამ თემაზე ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.„ანტისემიტურმა ბრბომ წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა. ისინი ისრაელის განადგურების მოწოდებებით გამოდიან, თავს ესხმიან ებრაელ სტუდენტებსა და ებრაულ ფაკულტეტებს. ეს არის 1930 წელს, გერმანიის უნივერსიტეტებში მომხდარის გამეორება. ეს არასწორია და უნდა შეწყდეს. ეს ცალსახად უნდა იყოს დაგმობილი. მაგრამ ესე არ მომხდარა”, – ამბობს ნეთანიაჰუ.ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, პროტესტის მონაწილეები გამოდიან არა მხოლოდ ისრაელის და ებრაელების სიკვდილის მოთხოვნით, არამედ აშშ-ის სივკდილის მოთხოვნითაც.„ისტორიაში ჩვენ ვნახეთ, რომ ანტისემიტურ თავდასხმებს წინ ყოველთვის უძღოდა ლანძღვა და ცილისწამება. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ანტისემიტიზმი”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

კვლევა

მეცნიერება 1714026360

რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად

მაინც რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად? აღმოჩნდა, რომ ამ მიჯნას უფრო და უფრო შორს ვწევთ.მეცნიერებმა 14 000-ზე მეტი ინდივიდის მონაცემები შეისწავლეს, რომლებიც გერმანიაში ხანდაზმულობის კვლევის ფარგლებში შეგროვდა. მასში მონაწილეობა 1911-74 წლებს შორის დაბადებულმა ადამიანებმა მიიღეს, რომელთაც გამოკითხვა უტარდებოდათ იმის შესახებ, თუ რა ასაკის ადამიანებს აღიქვამენ ხანდაზმულად.როდესაც 1911 წელს დაბადებულებს ეს კითხვა მაშინ დაუსვეს, როცა 65 წლისანი იყვნენ, მათ პასუხად 71 წელი დააფიქსირეს, ხოლო 1956 დაბადებულებმა იმავე ასაკში — 74.„სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა, რაც შესაძლოა, ხანდაზმულად უფრო გვიანდელი ასაკის აღქმას განაპირობებდეს.ასევე, დროთა განმავლობაში ჯანმრთელობის ზოგიერთი ასპექტიც გაუმჯობესდა, ამიტომ კონკრეტული წლოვანების ადამიანები, რომლებიც ადრე მოხუცებად მიიჩნეოდნენ, ახლა აღარ მიიჩნევიან", — აცხადებენ მკვლევრები.აღსანიშნავია, რომ იგივე ტენდენცია გამოვლინდა ინდივიდუალურ დონეზეც. როდესაც მონაწილეებს 4-5 წელი ემატებოდათ, მათ მიერ დაფიქსირებული ხანდაზმულობის ასაკობრივი მიჯნაც საშუალოდ 1 წლით იმატებდა.საინტერესოა, რომ ამ ზღვარს ქალები დაახლოებით 2 წლით უფრო გვიან წევდნენ, ვიდრე კაცები. ავტორთა დასკვნით, სიბერის ასაკის აღქმაზე გავლენას ისეთი ფაქტორები ახდენს, როგორიცაა ჯანმრთელობის პრობლემები, მარტოობა, ან მდგომარეობა, როცა თავს მოხუცად გრძნობ. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის დასაწყისად უფრო ადრეულ ასაკს ასახელებდნენ.მეცნიერთა თქმით, შესაძლოა, ზემოხსენებული მიჯნის გადაწევას სიბერის უფრო და უფრო დადებითად აღქმა იწვევდეს ან პირიქით — ხანდაზმულობის არასასურველობა. სამაგიეროდ, ვიცით, რომ ზღვრული ასაკის მატება მუდმივად ვერ გაგრძელდება. ბოლო წლებში ამ ტენდენციამ იკლო კიდეც.აღსანიშნავია, რომ კვლევა მხოლოდ გერმანელებზე ჩატარდა. შესაბამისად, არაა გამორიცხული, არაევროპულ კულტურებში სიბერე სხვაგვარად აღიქმებოდეს.

უნალექო ამინდი

საზოგადოება 1714025880

როგორი ამინდი შენარჩუნდება დღეს - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

25 აპრილს ქუთაისში +36 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +25 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +35 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23. ბათუმში დღისით ჰაერი +36 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +37 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +37 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +25 გრადუსია ნავარაუდევი. +34 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.ჭიათურაშიც მზიანი დღეა. დღისით +34 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს.ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +31 იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.გორში დღისით +30 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურშიც გამოიდარებს. დღე +19 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +20, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავში დღისით +30 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ხალხის ძალა

პოლიტიკა 1714025537

როგორც შარშან გავხადეთ იძულებული, მოეცათ კანდიდატის სტატუსი, წელს თუ არა, გაისად ზუსტად ასევე მოუწევთ გაგვიხსნან მოლაპარაკებებიც, რასაც დიდი ფასი ისედაც არ აქვს - „ხალხის ძალა“

როგორც შარშან გავხადეთ ისინი იძულებული, მოეცათ კანდიდატის სტატუსი, წელს თუ არა გაისად ზუსტად ასევე მოუწევთ გაგვიხსნან მოლაპარაკებებიც, რასაც დიდი ფასი ისედაც არა აქვს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს 2024 წელს გაგიხსნიან მოლაპარაკებებს და 2030 წელს გახდები ევროკავშირის წევრი თუ 2025 წელს გაგიხსნიან და წევრი ისევ 2030 წელს გახდები, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარტია „ხალხის ძალა" ავრცელებს.„სანიმუშო ცივილიზებულ პოლიტიკურ სივრცედ ჩამოყალიბებამდე, ევროპამ ურთულესი ისტორია განვლო. მონათმფლობელობა ფეოდალიზმმა შეცვალა, ფეოდალიზმი კი, სისხლიანი რევოლუციებით, ბურჟუაზიის მმართველობამ. არანაკლებ სისხლიანი იყო პროლეტარიატის დაპირისპირება ბურჟუაზიასთან. მანამდე იყო გლადიატორების სისხლიანი ბრძოლები, ინკვიზიცია და ინდულგენციები, ადამიანების ცოცხლად კოცონზე დაწვა და უამრავი მანკიერება, რომელიც ისტორიის მრავალ ეტაპზე, ევროპის ქრისტიანულ ბუნებას ფორმალობად აქცევდა. სისხლიანი ომები ევროპულ იმპერიებსა და ქვეყნებს შორის მეოცე საუკუნის 40-იანი წლების ჩათვლით გაგრძელდა. მართალია, სამართლებრივი სახელმწიფოს და ადამიანის უფლებების იდეა ევროპაში XVIII საუკუნის ბოლოს ჩაისახა, მაგრამ XX საუკუნის მეორე ნახევრამდე ევროპაში ფეხის მოკიდება მას ძალზე უჭირდა. ევროპას უკავშირდება უახლესი მსოფლიო ისტორიის ყველაზე სისხლიანი მოვლენები - პირველი და მეორე მსოფლიო ომები, ფაშიზმი, ნაციზმი, ჰოლოკოსტი და საკონცენტრაციო ბანაკები. კონტინენტის პოლიტიკური ისტორია ძალიან მოკლედ რომ შევაჯამოთ, რომის იმპერიის ეპოქიდან 1945 წლამდე, ევროპა დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ადამიანის უფლებების ნიმუშის როლს არასოდეს ასრულებდა.ამ ყველაფრით მხოლოდ იმის თქმა გვინდა, რომ ევროპას, როგორც ცარიელ გეოგრაფიულ სივრცეს არავითარი ფასი აქვს. ევროპა, როგორც პოლიტიკური სივრცე, ჩვენთვის ძვირფასი და სანიმუშო მხოლოდ იმ სახით შეიძლება იყოს, როგორადაც ის რამდენიმე ათეული წლის წინ ჩამოყალიბდა. ისტორიულადაც, მთავარი მიზეზი, რატომაც ჩვენი წინაპარი ევროპისკენ იყურებოდა, ქრისტიანობა იყო. ქართველებისთვის ევროპა იყო ძვირფასი როგორც ერთმორწმუნე ქრისტიანული სივრცე, რომელთანაც საქართველოს საერთო რელიგია და ქრისტიანული კულტურა აკავშირებდა.ევროპის როგორც ცივილიზებული პოლიტიკური სივრცის ოქროს ხანა 1949-2008 წლები იყო. 60 წლის განმავლობაში, ევროპა ინარჩუნებდა სუვერენიტეტს და ევროპელები, შესაბამისად, მყარად ინარჩუნებდნენ პოლიტიკურ, კულტურულ, ეთნიკურ, რელიგიურ და სექსუალურ იდენტობას. სწორედ ამ პერიოდში იქცა დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა ევროპული მმართველობის მთავარ პრინციპებად. ამავე პერიოდში, 60-წლიანი უწყვეტი მშვიდობის წყალობით, თანმიმდევრულად იზრდებოდა ევროპის ეკონომიკაც. მხოლოდ 2002-08 წლებში, ევროკავშირის ეკონომიკა 7,4 ტრილიონი დოლარიდან 16,3 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა.თუმცა, 2008 წელს ევროკავშირი სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგა. ბოლო 16 წელია, ევროკავშირის ეკონომიკამ სრული სტაგნაცია განიცადა და 16,3 ტრილიონიდან მხოლოდ 17,3 ტრილიონს მიაღწია. შედარებისთვის, იმავე პერიოდში ამერიკის ეკონომიკა, რომელიც 2008 წელს ევროკავშირისას ჩამორჩებოდა და მხოლოდ 14,8 ტრილიონ დოლარს შეადგენდა, 28 ტრილიონამდე გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო 16 წელიწადში ევროკავშირი ამერიკას 12 ტრილიონი დოლარით ჩამორჩა. იგივე ეხება ცალკეული ევროპული ქვეყნების ჩამორჩენასაც, რომლებიც ტრადიციულ ინდუსტრიებს სწრაფი ტემპით კარგავენ.ამისათვის გლობალურ ომის პარტიას „სულ რაღაც“ სამი ევროპული ომი და ევროკავშირში ტოტალური აგენტოკრატიის ჩამოყალიბება დაჭირდა. დღეს ევროპაში ერთი ხელით იმართება ბიუროკრატიისა და მედიის უდიდესი ნაწილი, რაც ევროკავშირს ომებზე ადეკვატური, საკუთარი ინტერესების შესაბამისი რეაგირების არავითარ შესაძლებლობას არ უტოვებს.აგენტოკრატიისა და მედიის ტოტალური კონტროლის პირობებში, გლობალური ომის პარტია ევროპელებს კულტურულ, ეთნიკურ, რელიგიურ და სექსუალურ იდენტობასაც იოლად აკარგვინებს. ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, 18-25 წლის ახალგაზრდებში ლგბტ პირების რაოდენობა უკვე 20 პროცენტს შეადგენს, საიდანაც ნახევარზე მეტი თავს ბისექსუალად აცხადებს. ეს იმის უტყუარი დასტურია, რომ მათი „ელგებეტეობის“ მთავარი მიზეზი არა შესაბამისი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, არამედ მორალისგან და რელიგიური დოგმებისგან მათი სრული სტერილიზაციაა. ტოტალურმა მიგრაციამ, რომელიც ასევე გარედანაა მართული, ევროპას კულტურული, ეთნიკური და რელიგიური იდენტობის ეგზისტენციალური პრობლემა შეუქმნა. ევროპის დიდი ქალაქების უდიდეს უმრავლესობაში უკვე არაქრისტიანი და არაადგილობრივი მოსახლეობა ჭარბობს. პროცესები ასე თუ გაგრძელდა, ევროპა ძალიან მარტივად დაკარგავს იმას, რაც გასული რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში უწყვეტი მშვიდობის წყალობით დააგროვა.ჩვენი და ქართველი ხალხის სურვილია, გავხდეთ ისეთი ევროპული ოჯახის წევრი, როგორიც ის 1949-2008 წლებში იყო. ჩვენ გვინდა არა მიშელის, მაკრონისა და შოლცის, არამედ რობერტ შუმანის, კონრად ადენაუერის, შარლ დე გოლის, ფრანსუა მიტერანისა და ჰელმუტ კოლის ევროპა. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელსაც მართავენ ნამდვილი პოლიტიკური ლიდერები. ჩვენ არ გვინდა ევროპა ევროპელების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობისა და ქრისტიანების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, ხოლო სქესობრივ ცხოვრებას არავითარი მორალური ზღვარი არა აქვს. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელმაც იცის საკუთარი სუვერენიტეტისა და იდენტობის, დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი. ჩვენ გვინდა ევროპა იმ ფასეულობებით, რომლებსაც ილია და ვაჟა ევროპულ ცივილიზაციაში გამოარჩევდნენ და შენატროდნენ.უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში, მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, საქართველო ინარჩუნებს სუვერენიტეტს და მყარად იცავს ჩვენი მოსახლეობის კულტურულ, ეთნიკურ, რელიგიურ და სექსუალურ იდენტობას. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ საქართველოს გამოცდილება ევროპას სასიცოცხლოდ ესაჭიროება. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენი მომავალი პოლიტიკური ოჯახის წევრებს, თავი დააღწიონ აგენტოკრატიას და ევროპას შეუნარჩუნონ ის ტრადიციული ღირებულებები, რომელსაც ევროკავშირი შექმნის დღიდან დაეფუძნა.ევროპის კრიზისი საქართველოს მიმართ უკიდურესად არაევროპულ დამოკიდებულებაზეც აისახება. საქართველოსგან ითხოვენ ცესკოს და სასამართლოს დესტაბილიზაციას, აფინანსებენ ლგბტ-პროპაგანდას და მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმას. ე.წ. დახმარება, ძირითადად, გლობალური ომის პარტიის აგენტურის დაფინანსებას ხმარდება. ღია მხარდაჭერას უცხადებენ ადამიანებს, რომლებმაც 2004-12 წლებში დემოკრატია და ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გათელეს, ციხეები გადაავსეს, პატიმრები აწამეს, ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს, არჩევნები აყალბეს, ბიზნესი აყაჩაღეს და ტელევიზიები მიიტაცეს. დღეს კეზერაშვილი ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილდება და ერთი ხელით ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, ხოლო მეორე ხელით „ენჯეოების“ გამჭვირვალობის საწინააღმდეგო აქციებს აფინანსებს.ყველას გახსოვთ, როგორ გაგვიყალბეს 2020 წელს ე.წ. პივიტი და როგორ ცდილობდნენ 19 აპრილის ანტიკონსტიტუციური შეთანხმებით ხელის გადაგრეხვას, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ეიძულებინათ. ყველას გახსოვთ, როგორ გვეუბნებოდნენ 2021 წლის არჩევნებამდე ორიოდე დღით ადრე უარს 75 მილიონი ევროს სესხის გაცემაზე იმის გამო, რომ სასამართლოს დესტაბილიზაციაზე ვთქვით უარი. ამის ერთადერთი მიზანიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შედეგზე ზემოქმედება და რიგგარეშე არჩევნების მიღწევა იყო. ისიც ყველას გახსოვთ, როგორ გვითხრეს 2022 წელს სრულიად უმიზეზოდ უარი კანდიდატის სტატუსზე, რის საფუძველზეც რევოლუციის მოწყობა სცადეს. ყველას გახსოვთ, როგორ ითხოვდნენ სააკაშვილის გათავისუფლებას, რადგან რევოლუციური მუხტი ყველაზე მეტად მის პერსონაში ეგულებოდათ. თუმცა, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც არაფერია იმასთან შედარებით, როგორი უტიფრობითაც დღეს გამჭვირვალობის შესახებ კანონზე საუბრობენ. უკიდურესად არაევროპულია, როდესაც კანონის არმიღებას ითხოვ და იმითაც კი არ იწუხებ თავს, რომ ამ კანონის სიცუდის შესახებ თუნდაც ერთი არგუმენტი მოიტანო.ჩვენ პირველად ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გამოვთქვით ჩვენი პროგნოზი იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებამდე ორიოდე დღით ადრე ან არჩევნებიდან ორიოდე დღეში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე გვეტყვიან უარს, რომ ან არჩევნების შედეგებზე მოახდინონ კოლექტიური ნაცმოძრაობის სასარგებლო გავლენა ან არჩევნების შემდეგ რევოლუციის მოწყობა სცადონ.თუმცა, როგორც 2022 წელს დავპირდით ქართულ საზოგადოებას, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, ზუსტად იგივე პირობა შეგვიძლია მივცეთ ხალხს მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებითაც. როგორც შარშან გავხადეთ ისინი იძულებული, მოეცათ კანდიდატის სტატუსი, წელს თუ არა გაისად ზუსტად ასევე მოუწევთ გაგვიხსნან მოლაპარაკებებიც, რასაც დიდი ფასი ისედაც არა აქვს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს 2024 წელს გაგიხსნიან მოლაპარაკებებს და 2030 წელს გახდები ევროკავშირის წევრი თუ 2025 წელს გაგიხსნიან და წევრი ისევ 2030 წელს გახდები.საქართველოს ჭირდება ევროპა, რომელიც ჩვენთვის მრავალი თვალსაზრისით მისაბაძი მაგალითია. მიუხედავად 16-წლიანი სტაგნაციისა, ევროპას ეკონომიკური ხიბლი კვლავაც არ დაუკარგავს. 60-წლიანი უწყვეტი მშვიდობის პირობებში, ევროპამ განავითარა უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურა, რომელიც დღესაც აღგვაფრთოვანებს. დასავლეთ ევროპის ქვეყნები ეკონომიკის განვითარების დონით ჯერ კიდევ რამდენჯერმე უსწრებენ ჩვენს ქვეყანას. საკმარისია, ევროპამ აგენტოკრატია და უკრაინის ომთან დაკავშირებული კრიზისი დაძლიოს და მის ხელახალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ აღმასვლას ვერაფერი დაუდგება წინ. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ დღეს ევროპას არანაკლებ ჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროპა. ჩვენი გამოცდილებით ჩვენ შეგვიძლია ევროპას აგენტოკრატიისგან თავის დაღწევაში დავეხმაროთ, რაც ძველი, ტრადიციული, დემოკრატიასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული, მყარი იდენტობის მქონე ევროპის დაბრუნების აუცილებელი პირობაა. დარწმუნებული ვართ, სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში საქართველო გახდება პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული აღმასვლის გზაზე ხელახლა შემდგარი ევროკავშირის წევრი, რაც თითოეული ჩვენგანი უდიდესი ოცნებაა“, - წერია განცხადებაში.