ბილ გეიტსის ქალიშვილი ცნობილ ეგვიპტელ მოჯირითეზე დაინიშნა

10:52 01-31-2020
603

ბილ გეიტსის ერთ-ერთი ქალიშვილი ეგვიპტელ მოჯირითეზე ნაიელ ნასარზე დაინიშნა. 

23 წლის ჯენიფერ ქეთრინ გეიტსმა დანიშვნის შესახებ ინფორმაცია საკუთარ „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.

ჯენიფერ გეიტსი, „მაიკროსოფტის“ დამაარსებლის, ბილ გეიტსის შვილია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მეორე ადგილს იკავებს. გეიტსის ქალიშვილმა სამედიცინო განათლება სტენფორდის უნივერსიტეტში მიიღო და სწორედ აქ გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, 28 წლის ნაიელ ნასარი - ცნობილი ეგვიპტელი სპორტსმენი, მოჯირითე. 

View this post on Instagram

grateful to get thanksgiving with you and the fam

A post shared by Jennifer Gates (@jenniferkgates) on