ვიდეოები

1712745768

„20 ლარად წავიყვან“ – მამულიჩა შოთი არველაძისა და ლელა წურწუმიას შეხვედრის სახალისო კადრებს გვიზიარებს

კახა მამულაშვილი გამომწერებს ხშირად უზიარებს ოჯახის მხიარულ და საინტერესო მომენტებს. ამჯერად მამულიჩა აქვეყნებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ შეხვდნენ ერთმანეთს ლელა წურწუმია და შოთი არველაძე.შოთისა და მამულიჩას შორის სახალისო საუბარი გაიმართა.მამულიჩა: „რა შევუკვეთეთ და ვინ ჩამოვიდა“?შოთი: „20 ლარად წავიყვან“.მამულიჩა: „20 ლარად? გაძვირებულა“.შოთი: „ბათუმში არ მიდის“?            View this post on Instagram                       A post shared by Kakhi Mamulashvili.Mamulicha (@mamulicha888)

მამულიჩა ვიდეოს აქვეყნებს

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ამინდი

საზოგადოება 1712783992

„მოსალოდნელია წვიმა...“ - გაეცანით, მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11-13 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი. ქ. თბილისში 11 აპრილს მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 12-13 აპრილს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 11-12 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 13 აპრილს კი შესაძლოა გაწვიმდეს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 11-12 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 13 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 11-12 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 13 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 11-12 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 13 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი იქნება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი იქნება.

იტალია

მსოფლიო 1712783891

გოგონა, რომელიც მოჩვენებებს ეძებდა, მიტოვებულ ეკლესიაში გარდაცვლილი იპოვეს

იტალიაში, აოსტას პროკურატურამ მკვლელობის საქმე მას შემდეგ გახსნა, რაც გოგონას ცხედარი მიტოვებულ ეკლესიაში აღმოაჩინეს.ნანგრევებს შორის უსიცოცხლო ქალი იპოვეს, გვერდით კი საჭმელი ეყარა.ცხედრის დათვალიერების საფუძველზე, თავდაპირველად აღმოჩენილი დაზიანებები შეესაბამებოდა ძალადობრივი მიზეზების გამო სიკვდილს. გარდაცვალებას არაფერი აქვს საერთო ავადმყოფობასთან ან ექსტრემალურ სიტუაციასთან. გაუგებარია,  როგორ მოხვდა გოგონა იქ, იმის გათვალისწინებით, რომ ცენტრალური გზიდან შენობამდე მიმავალი საფეხმავლო მარშრუტი არ არის და ცხედრის აღმოჩენაც შემთხვევით მოხდა.Aostaoggi იტყობინება, რომ ყურადღება გამახვილებულია შინდისფერი ფურგონზე, რომელიც დაფიქსირდა ამ მხარეში. პოლიციას სურს მის კვალზე გასვლა, რათა გაირკვეს, არის თუ არა ის მკვლელობაში მონაწილე.უკვე მიღებულია სურათები კამერებიდან, რომლებიც აკონტროლებენ მოძრაობას სახელმწიფო გზაზე, აოსტასა და კურმაიერს შორის.ამ საშინელი და ბნელი თავსატეხის ნაწილები თანდათან ერწყმის ერთმანეთს. ANSA-ს ცნობით, საფრანგეთში შეაფარა თავი ბიჭმა, რომელიც მასთან ერთად მოგზაურობდა. ის 20 წლისაა, დაიბადა იტალიაში და წარმოშობით ეგვიპტელია.ფრანგული მედიის ცნობით, გოგონა ლიონში, სენ-პრისტში ცხოვრობს. გამომძიებლებმა ნათესავის მიერ ამოცნობილი მსხვერპლის სახელი და გვარი არ გაამჟღავნეს. ის გარდაიცვალა კისრისა და მუცლის არეში დანით მიყენებული ჭრილობებით, რამაც გამოიწვია ძლიერი სისხლდენა. მოწმემ La Stampa-ს უთხრა, რომ გოგონას უსიცოცხლო სხეულის აღმოჩენამდე 3 დღით ადრე შეხვდა ორ ახალგაზრდას. მისი ჩვენებით, ორივე შავებში იყო ჩაცმული: ის მომხიბვლელი იყო, მაგრამ ძალიან ფერმკრთალი, ხვეული თმა, ზეთისხილისფერი და კარგად ლაპარაკობდა იტალიურად. როგორც ჩანს, ისინი შვეიცარიის საზღვრიდან გადმოვიდნენ და ეძებდნენ მიტოვებულ ნანგრევებს, კერძოდ დერბიში მდებარე სახლს. სადაც გადმოცემის მიხედვით მოჩვენებები ცხოვრობდნენ,სიკვდილი სავარაუდოდ მარტიდან აპრილამდე მოხდა, მაგრამ ზუსტი თარიღის დადგენა ძნელია, რადგან ამ დღეებში შედარებით დაბალ ტემპერატურაზე კარგად არის შემონახული ცხედარი, რომელიც ნაპოვნია ყოფილ პატარა ეკლესიაში სოფელ Equiliwaz La Salle-ში, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მიტოვებული იყო. გოგონა, რომლის ცხედარი შემთხვევით გამვლელმა იპოვა, სავარაუდოდ ევროპაში მოგზაურობდა. როდესაც იპოვეს, მას ეცვა კრემისფერი მაისური და გამაშები და მიწაზე იწვა ნაყოფის პოზაში. ირგვლივ მარშმელოუს შეკვრა ეყარა, სხეულთან კი საჭმლის ნარჩენები და სისხლის ლაქები იპოვეს. როგორც ცნობილი გახდა, კარაბინერები ახალგაზრდა ეჭვმიტანილის კვალზე არიან, რომელიც სავარაუდოდ საფრანგეთში იმყოფება. - წერს უცხოური მედიაასევე ნახეთ:პირველად სატელევიზიო სივრცეში - ქეიფი და დროსტარება ნიანგის ხორცზემნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის! - გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

აშშ

საზოგადოება 1712782669

მეხუთე დღეა, აშშ-ში 28 წლის ბიჭს ეძებენ

უკვე მეხუთე დღეა, ამერიკის შეერთებულ შტატებში 28 წლის ნიკა ხაჭაპურიძეს ეძებენ - ინფორმაციას ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.„ვეძებთ 5 დღეა, თუ ვინმემ სადმე ნახეთ, ბოლოს ნიუ ჯერსიში იყო Roxbury township ტერიტორიაზე. კარგად დააკვირდით ყველას გთხოვთ და თუ სადმე შეგხვდათ ან შეხვდით ამ ნომერზე დაგვიკავშირდით - +1845-837-8676“, - წერენ ახლობლები. მათივე ინფორმაციით, ინფორმაცია პოლიციას უკვე მიაწოდეს.

ჰაუსი

საზოგადოება 1712781096

პროექტმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - რა მოხდა „პრაიმ ჰაუსში“

პროექტმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.მონაწილეებმა აუტსაიდერებად დაიასა, კესო და ვიქტორია დაასახელეს, თუმცა პროექტის გადაწყვეტილებით დისლაიქები ანულირებულია. კვირის ბოსი კი ანი ყიფშიძე გახდა. 

ნანა ჩაჩუა

პოლიტიკა 1712779219

VIDEO: მე მჭირდება არგუმენტი, რატომაა ეს კანონი რუსული, რას ნიშნავს რომ რუსულია?!... - ნანა ჩაჩუა

„მე მჭირდება არგუმენტი, რატომაა ეს კანონი რუსული, რას ნიშნავს რომ რუსულია?!...“ - ამის შესახებ ფსიქოლოგმა, ნანა ჩაჩუამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით განაცხადა. „ამ არგუმენტს ველოდები... ველოდები როგორც ერთი რიგითი მოქალაქე და ალბათ, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ელოდება...“ - განაცხადა ნანა ჩაჩუამ.