ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

დავით კაჭარავა

პოლიტიკა 1713899518

„გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგე აქციის აგრესიულმა მონაწილეებმა დავით კაჭარავას გზა გადაუკეტეს და შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდნენ

 “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგე აქციის აგრესიულმა მონაწილეებმა, “ხალხის ძალის” წევრს, დეპუტატ დავით კაჭარავას ავტომობილს მელიქიშვილის გამზირზე გზა გადაუკეტეს, სადაც შეურაცხმყოფელი შეძახილებით უყვიროდნენ. აქციის მონაწილეებმა დეპუტატის ავტომობილზე დატოვეს შემდეგი ტიპის წარწერები: “რუსი მონა”.

რიჩარდ ჩარნეცკი

პოლიტიკა 1713899433

ევროპარლამენტარი რიჩარდ ჩარნეცკი: ამომრჩეველმა ყველაფერი უნდა იცოდეს, რას აკეთებს პოლიტიკური კლასი, მესამე ქვეყნები და ორგანიზაციები, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ დეტალებშია ეშმაკი

 ამომრჩეველმა ყველაფერი უნდა იცოდეს, რას აკეთებს პოლიტიკური კლასი, მესამე ქვეყნები და ორგანიზაციები, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ დეტალებშია ეშმაკი, - აცხადებს ევროპარლამენტარი რიჩარდ ჩარნეცკი “ქრონიკასთან” საუბარში. მისი განმარტებით, ახსოვს ევროპარლამენტში “კატარგეითთან” დაკავშირებული სკანდალი, რაც სწორედ გამჭვირვალობას უკავშირდებოდა. “მე ძალიან კარგი მახსოვრობა მაქვს და არ დამვიწყებია, რა მოხდა ევროპარლამენტში, რასაც “კატარგეითი” ვუწოდეთ და გაუმჭვირვალობასთან იყო კავშირში. უფრო გეოპოლიტიკურად უნდა ვიფიქროთ.”- განაცხადა ჩარნეცკიმ.        

დავით კაჭარავა

პოლიტიკა 1713899298

დავით კაჭარავამ აქციის მონაწილეებს მიმართა: ეს კანონი არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს, ეს არის მეტი დამოუკიდებლობა საქართველოსთვის - ჩვენ ამ გზაზე ვივლით და მიგვიღებენ ევროკავშირში ამაყად, ჩვენი ფასეულობებით, ჩვენი წინაპრების პატივისცემით

ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენი გადაწყვეტილების გამო გვეშინია, ეს კანონი არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს, ეს არის მეტი დამოუკიდებლობა საქართველოსთვის და მეტი დამოუკიდებლობა ავტომატურად ნიშნავს ჩვენი ხელისუფლების მეტ პასუხისმგებლობას, - ასე მიმართა „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს „ხალხის ძალის“ წევრმა დავით კაჭარავამ. კაჭარავამ აღნიშნა, რომ საქართველო ყოველდღიურად გახდება მეტად დამოუკიდებელი და ევროკავშირში გაწევრიანდება ამაყად, ქვეყნის ფასეულობებისა და წინაპრების პატივისცემით. „ამიტომ ჩვენ ამ გზაზე ვივლით და ყოველდღიურად გავხდებით უფრო მეტად დამოუკიდებლები და მიგვიღებენ ევროკავშირში ამაყად, ჩვენი ფასეულობებით, ჩვენი წინაპრების პატივისცემით, - განაცხადა კაჭარავამ

სესხი

ფინანსები 1713898932

ლარში გაცემული სესხები გაიაფდა - სესხის აღება ლარში სჯობს თუ დოლარში?

ლარში გაცემული სესხები გაიაფდა, - ამის შესახებ EBIT Group-ის მმართველი პარტნიორი, თამარ ჩხატარაშვილი აცხადებს.სპეციალისტი ასევე განმარტავს,  სესხის აღება ლარში სჯობს თუ დოლარში.ვრცლად ↓

ფული

რჩევები 1713898610

კვირის რომელ დღეებში უნდა იშოპინგოთ, რომ ფული არ გამოგელიოთ

ეზოტერიკოსები განმარტავენ, თუ კვირის რომელ დღეს რომელი სამოსის ყიდვა ჯობს, რათა იღბალი, ფული და სიყვარული მოვიზიდოთ.ორშაბათიორშაბათს მთვარე მართავს – ემოციების მფარველი პლანეტა. ასტროლოგების აზრით, ამ დღეს რეკომენდებულია გამოსასვლელი ტანსაცმლის შეძენა. არ ღირს ფულის დახარჯვა კოსტიუმებზე, შარვლებზე, საოფისე ტანსაცმელზე. მთვარის ცვალებადი „ხასიათის“ გამო ექსპერტები გვირჩევენ, მეტი ყურადღებით შევარჩიოთ ამ დღეს ნივთები, რათა ისინი მალე არ მოგვწყინდეს.ორშაბათს ნაყიდი ტანსაცმელი მოგვანიჭებს იღბალს, კარგ განწყობას, ებრძვის სტრესს, დაძაბულობას. ის ასევე გვეხმარება სიყვარულის მოზიდვაში, თავდაჯერებულობას გვმატებს პაემანზე.სამშაბათისამშაბათს წითელი პლანეტა მარსი მართავს. ის მამაკაცური ენერგეტიკის მატარებელია. სწორედ ამიტომ ბიოენერგეტიკის სფეროს სპეციალისტები მამაკაცის ტანსაცმლის ყიდვას გვირჩევენ.შოპინგი ქალებსაც შეუძლიათ, მაგრამ აჯობებს, თუ შეიძენენ სპორტული სტილის სამოსს, ან ტანსაცმელს მამაკაცისთვის. ამ დღეს ნაყიდ სამოსს იღბალი მოაქვს.ოთხშაბათიოთხშაბათს მერკური მფარველობს. ეს პლანეტა არანაირ შეზღუდვებს არ გვიწესებს ტანსაცმლის ყიდვის თვალსაზრისით.თუ გინდათ, რომ მაქსიმალური იღბალი მოიზიდოთ სასიყვარულო და ფინანსურ სფეროში, სწორედ ამ დღეს შეიძინეთ ტანსაცმელი.ხუთშაბათიკვირის მეოთხე დღეს იუპიტერი მართავს. ეს დღე ყველა სახის ნივთის შესაძენად ხელსაყრელია და შენაძენი დიდხანს მოგვემსახურება. ეს პლანეტა ვერ დაგვეხმარება ახალი სტილის შერჩევაში, ამიტომ ჯობს უკვე ნაცადი სტილის სამოსის შერჩევა და იმის, რომელიც ჩვენს ენერგეტიკას შეესაბამება.ასტროლოგები ასევე გვირჩევენ, ხუთშაბათს არ ვიყიდოთ ძვირადღირებული ტანსაცმელი. ნახეთ სრულად