ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

თვალის თამაში

საზოგადოება 1714066249

ჩვევები, რომლებიც მხედველობას აზიანებს

თვალი მხედველობის სისტემის პერიფერიული ორგანოა და მოთავსებულია თვალბუდეში. ანატომიურად და ფუნქციონალურად სამი ნაწილისგან შედგება: პერიფერიული ორგანოების, გამტარი გზებისა და მხედველობის ცენტრებისაგან.თავის მხრივ მხედველობის სისტემის პერიფერიული ნაწილი შედგება: თვალის კაკლის, თვალის მამოძრავებელი აპარატის (ადამიანში - თვალის 6 კუნთი) და თვალის კაკლის დამცავი ორგანოებისაგან (წარბები, ქუთუთოები, წამწამები, დიდი და მცირე საცრემლე ჯირკველბი).ექსპერტებმა შეადგინეს ყოველდღიური ჩვევების სია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და შეამციროს მხედველობის სიმახვილე. სიაში აღმოჩნდა ძველი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება და აუზზე სიარული. საინტერესოა, კიდევ რა ჩვევები აყენებს მხედველობას ზიანს?ჩვევები, რომლებიც მხედველობას აზიანებსმოგეხსენებათ, ცურვა გულისა და სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების კარგი პროფილაქტიკაა. თუმცა, საცურაო აუზებში წყალს ხშირად ქლორით ამუშავებენ, ამიტომ თვალების დასაცავად სპეციალური სათვალის გარეშე სჯობს აუზს არ ესტუმროთ. კიდევ უფრო მავნე ეფექტს გამოიწვევს კონტაქტურ ლინზებში ცურვა, ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს თვალის ბაქტერიული ინფექციები.თვალის დაბალი ხარისხის ტუში ასევე შეიძლება გახდეს პათოგენური ბაქტერიების წყარო, გარდა ამისა, ის ასევე ამცირებს მხედველობის სიმახვილეს.ექსპერტები გვირჩევენ თვალის კოსმეტიკური საშუალებების ფრთხილად შერჩევას და ვადის გასვლის შემდეგ ასეთი პროდუქტების აღარ გამოყენებას. მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებამ ასევე შეიძლება საზიანო გავლენა მოახდინოს მხედველობაზე, ამიტომ უმჯობესია ზამთარშიც არ მოიხსნათ სათვალე. ულტრაიისფერი გამოსხივება არა მხოლოდ იწვევს კანის დაბერებას, არამედ შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს მხედველობა.მეცნიერები არა მხოლოდ სმარტფონებისა და კომპიუტერული აღჭურვილობის, კონდიციონერების და მოწევის გატაცებას თვალისთვის საზიანოს უწოდებენ, არამედ ერთი შეხედვით სასარგებლო თვალის წვეთებსაც. მათმა გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება, ხოლო თვალის სისხლძარღვების გაფართოება იწვევს თვალის კაკლის სიწითლეს. მხედველობის დაქვეითების ოდნავი ნიშნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ პროფესიონალ ოფთალმოლოგს.

gzirishvili

საზოგადოება 1714066239

"დედა, აქედან მოგეხმარები..." - 20 წლის გმირი, რომლის გამოცხადებით დედა ტაძრებს აშენებს

ეს გმირი ვახტანგ გზირიშვილის ისტორიაა. ის აგვისტოს ომის გმირია. 23 აპრილს 36 წლის გახდებოდა. არადა, მარადისობას, სამშობლოს სიყვარულით რომ შეუერთდა, მხოლოდ 20 წლის იყო... ამ ასაკში რამდენი ოცნებით გაქვს გული და გონება სავსე... ცხოვრება გიხარია, დუღილის ტემპერატურა მაღალია; შიგნიდან შუშხუნებ! სამშობლოს განცდა ჯერ ბოლომდე არ გაქვს აღქმული. თუმცა გგონია, მთებს გადადგამ... და ამ დროს ომში აღმოჩნდები! მტერთან პირისპირ, შენი მიწის, უფალივით ერთადერთი სამშობლოს დასაცავად!!!ვახო მარად 20 წლის დარჩა. მაგალითი კი მამისგან აიღო; ბადრი გზირიშვილიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი გმირია. სამშობლოს აფხაზეთის ომში შეეწირა.დღეს მამა-შვილი ერთად განისვენებს. მათი საბოლოო განსასვენებელი კი, გმირი დედის მიერ აგებული ტაძრის ეზოა. სიზმრად ნანახმა შვილმა, მარინე გზირიშვილს ტაძრის აშენება სთხოვა. დაბნეული დედა საკვირველად აღმოჩნდა პატრიარქთან. საკუთარ ძალებსა და რესურსებში დაეჭვებულ ქალს, უწმინდესმა ნუგეში და უფლის იმედად ყოფნა სთხოვა. რამდენიმე წელში ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში, ტაძარი აკურთხეს, რომელიც რუსეთ-საქართველოს, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სახელზე, შეწირულობებით აიგო. 2017 წლის 31 ოქტომბერს მამა-შვილი გზირიშვილების ნეშტები, რუსთავის სასაფლაოდან თბილისში, ვარკეთილში მდებარე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ეზოში გადაასვენეს და სამხედრო პატივით დაკრძალეს.კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში ხელის მეტყვიამფრქვევედ მსახურობდა. 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვალების შემდეგ, ჯარისკაცს ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.ოთხი წლის წინ სამგორის რაიონში, ომში დაღუპული მამა შვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა.  16 წელია მარინე გზირიშვილი შვილის გარეშე ხვდება ამ დღეს; მძიმედ და გახსნილი ჭრილობით. თუმცა რწმენით, რომ ვაჟის სული უკვდავებაშია...სიზმარში ვახომ თავად აუწყა, რომ ცოცხალია და მის გვერდითაა.***მარინე გზირიშვილი: ჩემთვის, 16 წლის შემდეგაც, იგივე ტკივილის მომტანია ეს დღე, როგორც 2008 წლის აგვისტო. ამ ტკივილის გაყუჩება არ არსებობს. ვახოს დაბადების და გარდაცვალების დღეებზე მისი უსაშველო მონატრება განსაკუთრებულად მიმძაფრდება. მარტო ვცხოვრობ და საღამოვდება თუ ღამდება, ფიქრები ვახოზე მოდის და გონებით მასთან ერთად ვარ. სულით და გულით ერთად ვართ. უბრალოდ ხორციელი შეხება არ გვაქვს. თორემ ჩემი ვახტანგი სულ ჩემთან არის... მე ჩემი შვილის ჩემ გვერდით ყოფნას ვგრძნობ. ***ვახო 2008 წლის აგვისტომდე სამი წლის უნახავი მყავდა, რადგან უცხოეთში სამუშაოდ ვიყავი. რეპეტიტორებთან რომ მომემზადებინა, ამიტომ წავედი ემიგრაციაში და სტამბოლში ადვოკატების ოჯახში ვმსახურობდი. ჩემი ვახო არც ჯარში გამიცილებია, არც ფორმაში მინახავს, არც ომში წასული გამიცილებია... ჯარში გამეპარა. სამხედრო ფიცი რომ მიიღო და სამხედრო მუნდირი ჩაიცვა, დამირეკა, მომილოცეო. ვახოს შეყვარებული ჰყავდა და ვიფიქრე, ცოლად შეირთო და ამას მახარებს-მეთქი. არა, დედა, ჯარისკაცი გავხდი, მომილოცეო რომ მითხრა, ცუდად გავხდი, თუმცა ძალა მოვიკრიბე და სამხედრო გზა დავულოცე... ჯარში მსახური დიდი ხანია გულში ჰქონდა ჩადებული. ბავშვობაში ომობანას თამაში უყვარდა. მერე ჯარისკაცი გახდა და ნამდვილ ომში, უკან დაუბრუნებლად წავიდა...***უკანასკნელი წერილი დედას - 7 აგვისტოს, დილით დაწერილი."ომი დაიწყო. დიდი ხანია ვიცოდი, რომ დაიწყებოდა. ვგრძნობდი. თქვენც, ალბათ, ასევე. ოღონდ განსხვავება იმაშია, რომ თქვენ გეშინიათ ჩემი დაკარგვისა. ჩვენ კი არაფრისა არ გვეშინია.დე, მე მინდა შენც ისე უყურებდე ამ ომს, როგორც მე ვუცქერი, უშიშრად, უწუხილოდ.დე, თუ ჩემი ბედი ამ ომში დამთავრდება, თუ მე სიკვდილი მიწერია ამ ომში, ძალიან ძვირად დავუსვამ მტერს ჩემს სიცოცხლეს. დაე, თქვენ ნუ შეგრცხვებათ, რომ მე თქვენი სისხლი და ხორცი ვარ.თქვენ შეგიძლიათ ამაყად სთქვათ, რომ ვიცავ ჩემს სამშობლოს, მადლობელი ვარ დედა შენი, სიმართლე და ვაჟკაცობა რომ მასწავლე. ხომ გახსოვს, ქართველი დედები უცრემლოდ ისტუმრებდნენ შვილებს აუცილებელ სიკვდილთან, რადგან სამშობლოსათვის სიკვდილს არ უხდება ცრემლი."მშვიდობით იყავით, ნუ დაღონდებით" - ვახტანგ გზირიშვილი...***აგვისტოს ომიდან სამ თვეში, ვახო სიზმრად მოვიდა... მოცარიელებულ ადგილას ვიჯექი და ხმით ვტიროდი. ზემოდან, ღრუბლებიდან ხმა ჩამომესმა: დედა, ამდენს რატომ ტირი? ვახო, შენ ხარ-მეთქი? მე ვარ, დედაო. სად ხარ, შვილო, დამენახე, მენატრები-მეთქი... დედა, დანახვას ნუ მთხოვ, ჩემ ხმას როცა გაიგონებ, არ შეშინდეო, მითხრა.ნუ ტირი ამდენს, მე არ მოვმკვდარვარ, ცოცხალი ვარ, სულ შენ გვერდით დავდივარ და თან დაგყვები, ეს ირწმუნე, გთხოვ. თუ ცოცხალი ხარ, დამენახე-მეთქი. ამ დროს ღრუბელი მიდის და მე მივდევ. ნუ მომდევ, დედი, ერთი რამ უნდა გთხოვოო. მოდი და ტაძარი ავაშენოთო... როგორ, შვილო, ჩვენი სიღარიბის ამბავი ხომ იცი-მეთქი? ნუ გეშინია, შენ დაიწყე და მე აქედან მოგეხმარებიო. წავიდა ღრუბელი, მე მივდევ და თან ვყვირი - ვახოოოო! ჩემმა ყვირილმა გამაღვიძა. შაბათი დილის ხუთი საათი იყო. ავდექი, ჩემს სამლოცველო კუთხესთან მივედი და დავიწყე ჩემებურად ლოცვა. ნოემბრის თვეა, წვიმიანი ამინდია. ჯერ არ გათენებულიყო. რუსთავში ვცხოვრობ, ჩემი ქმარ-შვილის საფლავიც რუსთავში იყო. წავედი. რისი უნდა მშინებოდა, მე ისეთ მძიმე ჯვარს ვატარებ, შიში აღარაფრის მაქვს. საფლავზე მტირალს დამათენდა, გალუმპულს... პირდაპირ ქალიშვილთან წავედი, თბილისში, ვარკეთილში, სადაც მაშინ ცხოვრობდა. ნათიასთვის სიზმარზე არაფერი მომიყოლია. მეორე დღეს საპატრიარქოში მისვლა გადავწყვიტე. მინდოდა უწმინდესისთვის ეს სიზმარი მომეყოლა. საპატრიარქოში შესვლა, ხომ იცით, რომ შეუძლებელია, იმ ტერიტორიაზე ჩიტი ვერ გადაფრინდება. მივედი, კარი გაიღო, დაცვას არაფერი უკითხავს. მივხვდი, რომ ეს ყველაფერი უფლისგან დაშვება იყო. აბა, მე რომელი ტაძრის ამშენებელი ვიყავი? არავის არაფერი უკითხავს. ისიც არ ვიცოდი, რომელ მხარეს იყო პატრიარქის რეზიდენცია, თუმცა წავედი პირდაპირ, სწორად. მაშინ არც ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს ვიცნობდი, არც მამა მიქაელ ბოტკოველს. ქალბატონმა შორენამ მკითხა, რა გნებავთო. უწმინდესის ნახვა მინდა, ჩემი სიზმარი მინდა ვუამბო-მეთქი. დაახლოებით მიხვდა შაოსან ქალს, მკერდზე შვილის ფოტოთი, რაღაც რომ მიჭირდა და ამიტომ ვითხოვდი პატრიარქის სასწრაფოდ ნახვას. რამდენიმე წუთში უწმინდესის წინ ვიჯექი და ჩემს სიზმარს ვრცლად ვუყვებოდი... როგორც მე ვტიროდი, ისე ტიროდა ჩვენი პატრიარქი ჩემთან ერთად... მერე მითხრა, ახლა ხომ ირწმუნე, ჩემო მარინე, რომ შენი ვახტანგი ცოცხალია და ზეცაში უფალთანააო?! მე გაძლევ ამ ტაძრის მშენებლობის კურთხევასო. აი, მაშინ დავეცი მის წინ მუხლებზე და ავქვითინდი. უწმინდესო, ღარიბი ოჯახი მაქვს, მე ამას ვერ შევძლებ-მეთქი. უფალი შეგაძლებინებსო. და მოაყოლა - ნუ გეშინია. მხოლოდ მაგ ტაძარს კი არა, კიდევ ბევრ ტაძარს ააგებო!.. მანუგეშა... დიდება უფალს! წამოვედი დამძიმებული. რა, როგორ უნდა გამეკეთებინა, არ ვიცოდი. გავუყევი ლესელიძის ქუჩას. შევედი საქ.ბანკში. იქ ერთმა ბიჭმა მითხრა, როგორ შემექმნა ფონდი, რომელსაც მოგვიანებით დაერქვა - "ერთიანი საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ჯარისკაცის, ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებრძოლების სახელობის საქველმოქმედო ფონდი". 2009 წელს წმინდა დიდი მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის საძირკველი იკურთხა, ხოლო 2016 წელს კეთილი ადამიანების შემოწირულობებით აშენებული ტაძარი ყოვლადუსამღვდელოესმა ვახტანგ ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ლიპარტელიანმა აკურთხა.სამ ნავიანი ბაზილიკაა, სატრაპეზოთი. ტაძრის ეზოში დავდგი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში გმირულად გარდაცვლილი გმირების მემორიალი - "ქვა-ჯვარი", სადაც მათი სახელები და გვარები ოქროს ასოებით არის ამოტვიფრული. ამ ტაძრის მშენებლობისთვის საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ჯილდო - სიგელი გადმომეცა. ამავდროულად საქართველოს გმირი მამა-შვილის, ვახტანგ და ბადრი გზირიშვილების ტაძრის ეზოში გადმოსვენების კურთხევა მომცა. როდესაც მე ამ სოფლიდან იმ სოფელში გავალ, როგორც ტაძრის ქტიტორის, ჩემი სამუდამო განსასვენებელიც ტაძრის ეზოში, ჩემს გმირ ქმარ-შვილთან ერთად იქნება. ბუნებრივია, ესეც ჩვენი უწმინდესის კურთხევით.***დედა თიანეთის რაიონის სოფელ საკრეჭიოდან გახლდათ. დედ-მამა ჩემი ვახოს გარდაცვალების შემდეგ, დარდისგან მალევე გარდაიცვალნენ, ვინაიდან დიდი წვლილი მიუძღოდათ ჩემი ვახტანგის გაზრდაში. და დედისა და წმინდა ნინოს პატივსაცემად, გადავწყვიტე ამეშენებინა წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი.ფონდის ინიციატივით, საქართველოს პატრიარქის ილია ||-ის, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსის, მიქაელ გაბრიჭიძის ლოცვა კურთხევით თიანეთის რაიონი სოფელ საკრეჭიოში იწყება წმინდა ნინოს დედათა მონასტრის მშენებლობა.***როდესაც ქალბატონი მარინე ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსს, მიქაელ გაბრიჭიძეს შეხვდა და დედათა მონასტრის ასაშენებელი ტერიტორია აჩვენა, მეუფეს უკითხავს - შენ წინასწარმეტყველი ხომ არ ხარო?აღმოჩნდა, რომ წმინდა ნინო, ბოდბეში ფეხით სწორედ იმ მთებით გადასულა, რომლის ძირშიც მისი სახელობის მონასტერი უნდა აშენდეს. კიდევ ერთი გასაოცარი ფაქტი - თიანეთის მუნიციპალიტეტში, წმინდა ნინოს სახელობის არც ერთი ეკლესია არ არის... ესეც უფლისგან დაშვება. ესეც პატრიარქის ნაწინასწარმეტყველები - მარინე, შენ არაერთ ტაძარს ააშენებო... ეკლესიის ტერიტორიის მიწა საძირკვლის გაჭრისთვის მზადდება, რომელიც ბრწყინვალე აღდგომის შემდეგ  გაიჭრება, ტაძრის საძირკვლის კურთხევა  კი დაგეგმილია წმინდა ნინოს ხსენების დღეს, 1 ივნისს.***მსურველებს შეგიძლიათ მონასტრის მშენებლობაში მონაწილეობა მიიღოთ.დარეკეთ ტელ-ზე 0901 - 08 - 08 - 08ზარის ღირებულება 1 ლარი. მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი.სს. " საქართველოს ბანკი" კოდი - 220101502მიმღების ანგარიშის ნომერი: GE28BG0000000899985900"ერთიანი საქართველოსთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ჯარისკაცის ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებრძოლების სახელობის საქველმოქმედო ფონდი" უფალმა დაგლოცოთ და შეგაძლებინოთ. ამინ.. ასევე დაგაინტერესებთ:"აქ გალობის უფლებას არ გაძლევენ. თუმცა, დღეს დედა ღვთისმშობელმა ინება და... შესავედრებლადაც დავყოვნდით" - რას გვიყვება ბექა ჩხაიძე ათონის მთიდან"ის 80 წლისაა და მისთვის სიცოცხლეშივე უნდა მეთქვა, თუ როგორ მიყვარს" - ქართველი ფოტოგრაფი ბრაზილიელ ლეგენდასთან საოცარ შეხვედრაზე"ციხიდან გამოსულს, ძველი გიასი აღარაფერი ჰქონდა შერჩენილი. საცოდავი იყო. სიკვდილი უნდოდა..." - გია ფერაძე 76 წლის გახდებოდა

სველი სალფეტკი

საზოგადოება 1714065650

რა საფრთხეს შეიცავს ჯანმრთელობისთვის სველი ხელსახოცების გამოყენება

არავინ უარყოფს, რომ სველი ხელსახოცები ძალიან მოსახერხებელია. ჩვენ მათ ვიყენებთ გზაზე, გარეთ, სამსახურში და სახლშიც კი. მაგრამ ეს ჰიგიენური საშუალებები არც ისე უვნებელია. მეცნიერებმა ზუსტად იციან, რომ ისინი საშიშია როგორც ადამიანებისთვის, ასევე გარემოსთვის.ალერგიული რეაქციებიამერიკელი ექიმები ამბობენ, რომ სველი ტილოები ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ბავშვებს. Good Housekeeping-მა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლებმაც დაადასტურა კავშირი ბავშვებში საკვების ალერგიასა და ხელსახოცების გამოყენებას შორის. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ახალგაზრდა დერმატოლოგების 35 პროცენტს, რომლებიც უჩივიან კანის ალერგიულ რეაქციებს, ასევე აქვთ ალერგია გარკვეულ საკვებზე.ამ დამოკიდებულების შესახებ მეტის გასაგებად, მეცნიერებმა დაიწყეს კანის დისფუნქციის მქონე ახალშობილ თაგვებზე დაკვირვება. ექსპერიმენტული ცხოველები ორ ჯგუფად დაიყო. ერთიდან ცხოველებს მკურნალობდნენ ნატრიუმის ლაურილ სულფატით, რომელიც სველი ხელსახოცების ნაწილია. მეორე ჯგუფის თაგვებთან კი ამ მასალას არ იყენებდნენ. მალე გაირკვა, რომ პირველი ჯგუფის თაგვებს კვებითი ალერგია დაეწყოთ. მეორე ჯგუფი კი სრულიად ჯანმრთელი დარჩა.ინფექციების გავრცელებაჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სველ ხელსახოცებს აქვს სადეზინფექციო ეფექტი. მაგრამ ეს ასე არ არის. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ ინფექციების გავრცელება. ეს ასევე ეხება ჰიგიენის საშუალებებს, რომლებიც კონკრეტულად მიუთითებენ, რომ მათ აქვთ ბაქტერიციდული ეფექტი. ბრიტანეთის კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეისწავლეს 7 ბრენდის ხელსახოცები. მათ შორის იყო როგორც ჩვეულებრივი, ასევე ბაქტერიციდული თვისებების მქონე.მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ორივე მათგანს არანაირი გავლენა არ ჰქონდა ბაქტერიების რაოდენობაზე. უფრო მეტიც, ისინი თანაბრად კარგად აადვილებენ მიკროორგანიზმების გადატანას ერთი ადგილიდან მეორეზე, ხელს უწყობენ ინფექციების გავრცელებას. მრავალ განსხვავებულ ბაქტერიებს შორის, სიცოცხლისთვის საშიში ისეთი ბაქტერიები, როგორიცაა ტეტანუსი და სტაფილოკოკები, ასევე იქნა ნაპოვნი. შედეგად, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ სველი ხელსახოცების გამოყენებით დასუფთავების ხარისხი ყოველთვის ძალიან დაბალი იქნება. გაცილებით ეფექტურია ზედაპირების გაწმენდა ჩვეულებრივი ნესტიანი ქსოვილით. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ბევრი ადამიანი მზად არ არის უარი თქვას ხელსახოცებზე, მეცნიერები გვირჩევენ, სულ მცირე, სხვადასხვა ზედაპირისთვის გსხვადასხვა სახის ხელსახოცები გამოვიყენოთ. ასევე არ გირჩევენ ერთი ხელსახოცის გამოყენებას 1 კვადრატულ მეტრზე მეტი ზედაპირის გასაწმენდად.გარემოს დაზიანებათურმე სველი ტილოების უტილიზაციაც ძალიან ცუდია. ამ პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის წარმომადგენელმა პრესას ეტიკეტირების პრობლემის შესახებ განუცხადა. მათი უნიტაზში ჩარეცხვა არ შეიძლება, ეს უნდა იყოს მითითებული შეფუთვაზე აშკარად ხილული წარწერით. გარდა ამისა, შეფუთვებზე უნდა იყოს განთავსებული ამ ჰიგიენური საშუალებების განადგურების ზუსტი ინსტრუქციები.ხელსახოცები აბინძურებენ მდინარეებსა და ოკეანეებს პლასტმასის ბოჭკოებით. სულ მცირე, არ უნდა გადავაგდოთ ისინი კანალიზაციაში. ვითარება შეიძლება ოდნავ გამოსწორდეს, თუ ხელსახოცები გადაიყრება ჩვეულებრივ მყარ ნარჩენებთან ერთად. თითოეული პოლიესტერის ხელსახოცი იყოფა მილიონობით მიკროსკოპულ ნაწილაკად, რომლებიც წყალში არ იშლება.

ვაჟა მარგველაშვილი

სპორტი 1714064099

ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონია

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) ოქროს მედლის მფლობელია გახდა.ქართველმა ფინალში თურქ მუჰამედ დემირელს სძლია და კარიერაში კონტინენტის გამარჯვებული მეორედ გახდა.ტურნირის ფინალურ ბლოკში რამდენიმე წუთში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).კონტინენტის პირველობის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან გთავაზობთ. ზაგრებში ინდივიდუალური ასპარეზობები 25-27 აპრილს გაიმართება, გუნდური ტურნირი კი 28 აპრილს ჩატარდება.შეგახსენებთ, რომ 2023 წელს მონპელიეში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ოთხი ვერცხლის მედლით დაასრულა – ტატო გრიგალაშვილმა, ლაშა ბექაურმა, ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა ფინალური დაპირისპირებები წააგეს.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1714063897

კახა კალაძე: საზოგადოებას მინდა მივმართო, ვიზალიბერალიზმის გაუქმების მექანიზმი არ არსებობს, არათუ გაუქმებას, ამ პროცესის წამოწყებას ევროკავშირის წევრი 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება

 პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ტყუილს უწოდებს უვიზო მიმოსვლის გაუქმების შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.კახა კალაძის თქმით, რეზოლუციაში „ვიზალიბერალიზაციის გადახედვასთან“ დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერი მიზნად ისახავს საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის გამძაფრებას.„რაც შეეხება საკითხს რეზოლუციაში „ვიზალიბერალიზაციის გადახედვასთან“ დაკავშირებით - ეს აბსურდული ჩანაწერი გაკეთდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, როგორმე მოსახლეობაში გამოიწვიონ აჟიოტაჟი, დააბნიონ საზოგადოება, რათა შემდეგ გაამძაფრონ საპროტესტო მუხტი. ამის ნათელი მაგალითია რადიკალური ოპოზიციის დღევანდელი ქმედება - რეზოლუციის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში გაკოტრებული პოლიტიკოსები ერთმანეთის მიყოლებით დალაგდნენ კამერებთან და ხალხის მოტყუებას ცდილობენ, თითქოს უვიზო მიმოსვლას გვიუქმებენ. საზოგადოებას მინდა მივმართო, არ მოტყუვდეთ მეგობრებო, არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში. მინდა იცოდეთ, რომ ამის მექანიზმი არ არსებობს. ვიზალიბერალიზაციის არათუ გაუქმებას, არამედ ამ პროცესის წამოწყებას ევროკავშირის წევრი 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. საბედნიეროდ, ევროპულ ბიუროკრატიაში ჯერ კიდევ არიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მსგავს სამარცხვინო ნაბიჯს ბიძგს არ მისცემენ,“- აღნიშნა კახა კალაძემ.