ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ცეკვა

რეგიონი 1713597959

რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ ჩატარდება

რუსთავში, 21 აპრილს ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი “ქართული" გაიხსნება. ფესტივალი, წელს პირველად ტარდება და ქვემო ქართლში მოქმედი ანსამბლებიდან, 1500-მდე მოცეკვავე იღებს მონაწილეობას. ფესტივალის საკონკურსო ნაწილი, 21 აპრილს გაიხსნება და 25 აპრილს დაიხურება. ექსკლუზიურად დამზადდა ფესტივალის ლოგო, რომელზეც რუსთაველმა კალიგრაფმა ნიკა ღუნაშვილმა იმუშავა. ექსკლუზიურია მუსიკაც, რომელიც სპეციალურად ფესტივალისთვის კომპოზიტორმა დავით მალაზონიამ შექმნა და რომელსაც ეთნო ჯაზ ბენდი “ ირიაო” ასრულებს.„ფესტივალ “ქართულის” დაარსება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მიზანია, ხელი შევუწყოთ ქორეოგრაფიულ ანსამბლებს და გავაკეთოთ ქართული საქმე. წელს “ქართული” ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით ტარდება, თუმცა იმედი გვაქვს, რომ მომავალში უფრო გაფართოვდება. 21 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით, ყველას გელოდებით რუსთავის ცენტრალურ პარკში, აქ მოწყობილ ულამაზეს საფესტივალო სივრცეში დაგხვდებათ არაჩვეულებრივი გარემო” - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.რუსთავის ცენტრალურ პარკში, ტბის ნაპირზე მოწყობილ საფესტივალო სივრცეში საკონკურსო დღეები 25 აპრილს დაიხურება, თუმცა საფესტივალო დღეები 27 აპრილამდე გაგრძელდება. კონკურს-ფესტივალი “ ქართული”, რუსთავის მერიის ორგანიზებით იმართება.

გველი

რჩევები 1713597695

რატომ არ უნდა მოკლათ გველი - როგორ მოვიშოროთ ეზოდან ისინი

გაზაფხულზე გველები ნელ-ნელა იღვიძებენ, მათ შორის - გველხოკერები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ მოიქცეთ მათთან მოულოდნელად შეხვედრისას.მოკვლა არ არის რეკომენდებული, რადგან, როგორც წესი, ჩვენთან არსებული ჯიშები ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მით უმეტეს, გველხოკერები.თუ თქვენს მიწაზე ბევრი ცოცხალი არსებაა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადგილი გველისთვის გემრიელ ადგილად იქცევა. გველებისთვის საინტერესო შეიძლება იყოს აგარაკზე ნაგვის ან სამშენებლო ნარჩენების გროვა, რომელსაც დიდი ხანია არავინ ეხება! ასეთი გროვა შესანიშნავი თავშესაფარია გველისთვის. საინტერესოა, რომ გველი არასდროს ესხმის თავს ადამიანს. ქვეწარმავლები ადამიანებს ეხმარებიან კიდეც: ისინი ანადგურებენ მღრღნელებს, რომლებიც აფუჭებენ ნარგავებს.როგორ მოვიშოროთ თავიდან გველებინუ შეუქმნით მას თქვენთან ახლოს ყოფნის პირობებს: მოაშორეთ ტერიტორიიდან ნაგავი, მიასუფთავეთ მიტოვებული ადგილები თქვენს აგარაკზე, მოიშორეთ მღრღნელები, დაამუშავეთ მიწა და ნარგავები. იყოლიეთ კატა - ის დაგეხმარება თაგვებთან გამკლავებაში.ნუ განდევნით ზღარბებს - ზღარბი არ არის საშიში ადამიანებისთვის, მაგრამ საშიშია გველისთვის.ასევე კარგი საშუალებაა ნიორი. დათესეთ ნიორი, მისი სურნელი გველს ნამდვილად დააფრთხობს.გარემოს დამცველები ირწმუნებიან, რომ გველებს არ უყვართ ადამიანებთან ახლოს დასახლება. მათ მოსწონთ რელიეფი, სადაც ადამიანები იშვიათად ან დროებით ჩნდებიან. განაგრძეთ კითხვა...

სარჯველაძე

ჯანდაცვა 1713597508

მიხეილ სარჯველაძე იტალიის ელჩ მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შემდგომ ევროინტეგრაციასა და ამ მიმართულებით არსებულ გეგმებზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის ჯანდაცვის უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობა.მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ იტალია საქართველოს საიმედო პარტნიორია და ამ ორ ქვეყანას საერთო ევროპული ღირებულებები აკავშირებს.შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებებით.შეხვედრას იტალიის რესპუბლიკის საგანგებო სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე და იტალიის საელჩოს წარმომადგენელი ელისა კაკო ესწრებოდნენ.

მარტინ სკორსეზე

შოუბიზნესი 1713596520

მარტინ სკორსეზე ფრენკ სინატრას შესახებ ფილმის გადაღებას გეგმავს - მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო და ჯენიფერ ლოურენსი შეასრულებენ

მარტინ სკორსეზე ფრენკ სინატრას შესახებ ფილმის გადაღებას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.გამოცემის წყაროების ცნობით, 81 წლის რეჟისორს სურს, რომ სინატრას როლი ლეონარდო დიკაპრიომ, სინატრას მეორე ცოლის, მსახიობ ავა გარდნერის როლი კი ჯენიფერ ლოურენსმა შეასრულოს.აღსანიშნავია ისიც, რომ ფრენკ სინატრას შვილს, ტინას, რომელიც ლეგენდარული მომღერლის მემკვიდრეობას აკონტროლებს, ფილმის გადაღების ნებართვა ჯერ არ გაუცია.

ლავროვი

მსოფლიო 1713595836

შვეიცარია ღიად მტრული ქვეყანაა - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შვეიცარია უკრაინის ომთან დაკავშირებით სამშვიდობო კონფერენციას ვერ უმასპინძლებს, რადგან ის ნეიტრალური ქვეყნიდან „ღიად მტრულ სახელმწიფოდ“ გადაიქცა. ამის შესახებ მან რუსულ პროპაგანდისტულ მედიებთან ინტერვიუში განაცხადა, იუწყება უკრაინული მედია.ლავროვის თქმით, რუსეთისთვის შვეიცარია, როგორც უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პლატფორმა,  „უბრალოდ, შესაფერისი არ არის“.„ის არ არის ნეიტრალური მხარე, ის ნეიტრალურიდან ღიად მტრულ სახელმწიფოდ გადაიქცა“, - დასძინა მან.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის 10-პუნქტიანი „მშვიდობის ფორმულა“ კვლავ უარყო. თუმცა თქვა, რომ მოსკოვი „პატივს სცემს“ ჩინეთის პოზიციას, რომელიც რუსეთისთვის და უკრაინისთვის „მისაღები“ სამშვიდობო კონფერენციის მოწვევას სთავაზობდა. დეტალები ლავროვს არ დაუკონკრეტებია.ცნობისთვის, უკრაინის საკითხზე სამშვიდობო კონფერენცია შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება.რუსეთმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს.