სუს-ი: საოკუპაციო ძალებმა სოფელ გუგუტიანთკარში უკანონო ნაგებობები აღმართეს

20:42 01-20-2020
71

საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში უკანონო ნაგებობები აღმართეს, – ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს მავთულხლართების ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ღობეებით ჩანაცვლების პროცესი.

„საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. მათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, უკანონო ნაგებობები აღმართეს. მიმდინარეობს მავთულხლართების ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ღობეებით ჩანაცვლების პროცესი, რაც ე.წ. ბორდერიზაციის ნაწილს წარმოადგენს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი” და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღსანიშნავია, რომ სუს-ს არ ეძლევა შესაძლებლობა აღნიშნული საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებშიც განიხილოს, რომელიც საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილების შედეგად 2019 წლის 29 აგვისტოს შემდეგ შეწყვეტილია“,- აცხადებენ სუს-ში.