ამერიკული სამხედრო ბაზების დაბომბვის დროს დაშავებული ამერიკელების რაოდენობა დასახელდა

10:34 01-17-2020
187

ირანის მიერ ერაყში ამერიკული სამხედრო ბაზების დაბომბვის შედეგად 11 ჯარისკაცი ტვინის შერყევის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას Reuters-ი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული სამხედრო ბაზების დაბომბვის შემდეგ არცერთი ამერიკელი სამხედრო არ დაშავებულა. ეს ინფორმაცია დონალდ ტრამპმაც დაადასტურა. 

შეგახსენებთ, რომ ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე  სარაკეტო თავდასხმები 8 იანვარს განახორციელდა. ირანმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიიღო, რაც ამერიკამ ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანი მოკლა.