დღეიდან იაპონური სწრაფი კვების ქსელში შქმერული გაიყიდება

17:05 01-14-2020
16

დღეიდან იაპონური სწრაფი კვების ქსელში ქართული კერძი, შქმერული გაიყიდება.

როგორც საქართველოს საელჩო იაპონიაში წერს, კერძი იაპონური სწრაფი კვების ქსელ მაცუიას ათასამდე ფილიალში გაიყიდება.

აღსანიშნავია, რომ ყველა ფილიალში გამოაკრეს პოსტერი, რომელზეც დატანილია საქართველოს რუქა, დროშა და ქვეყნის შესახებ მოკლე ინფორმაცია.