მშვიდობა და ადამიანი არასდროს ყოფილა სააკაშვილის ღირებულება - თეა წულუკიანი

16:19 01-14-2020

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ „ის არის კრიმინალი“.

მისივე თქმით, სააკაშვილი იმ ბედის ადამიანია, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების ეშინია.

„ადამიანი და მისი უფლებები არასდროს იყო მისი ღირებულება. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ მისი განცხადებებით რადგან გამოძიება დაინტერესდა, ჩვენ მასზე და მის პიროვნებაზე კომენტირებისას ბევრი დრო არ უნდა დავკარგოთ“,- განაცხადა წულუკიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 ივნისის მოვლენებზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მათი თქმით, სააკაშვილის რიტორიკა ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე მიუთითებს.

უწყება სააკაშვილს 12 იანვარს გაკეთებულ განცხადებას ედავება: „2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილის წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა“.