პროკურატურამ ავთანდილ წერეთლის მოთხოვნა დააკმაყოფილა - ბიზნესმენს საზღვარის კვეთის უფლება მისცეს

15:01 01-14-2020

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს პროკურატურამ საზღვრის კვეთის უფლება მისცა. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს.

საგამოძიებო ორგანოს ცნობით, „საქართველოს პროკურატურამ დააკმაყოფილა ავთანდილ წერეთლის განცხადება და მას შესაძლებლობა ექნება 19-30 იანვარს საზღვარგარეთ ჩაიტაროს მკურნალობის დაგეგმილი კურსი“.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ წერეთელს პროკურატურამ ბრალი „თიბისი ბანკის“ საქმეზე წარუდგინა. მას ამ დრომდე ქვეყნიდან გასვლის შესაძლებლობა შეზღუდული ჰქონდა. ამავე საქმეზე ბრალდებულნი არიან „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.