პროკურორი - ბასიანთან სანადირო გლუვლულიანი თოფიდან ისროლეს, რაც სისხლის სამართლით დასჯადი არ არის

13:45 01-14-2020

პროკურორის, ლაშა გამყრელიძის განცხადებით, 12 იანვარს ბიძინა ჩაჩხიანმა კლუბ „ბასიანის მიმდებარე ტერიტორიაზე ორლულიანი სანადირო თოფით გაისროლა.

მისი თქმით, იარაღის ეს ტიპი, სისხლის სამართლის კანონით დასჯად კატეგორიას არ მიეკუთვნება. 

„იარაღი, რომლითაც ბრალდებულმა განახორციელა 15-მდე გასროლა კლუბ „ბასიანის ტერიტორიაზე, არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, რაც დასჯადი არის სისხლის სამართლის კანონით. იარაღი, რომლითაც მან გასროლა განახორციელა, წარმოადგენს სანადირო გლუვლულიან თოფს,- განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, კლუბ ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ, მე-5 ნაწილის გ, მე-7 ნაწილის ა და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ხულიგნობას გულისხმობს.