ეს გოგო მსოფლიოს აალაპარაკებს - 16 წლის ქართველი მოცეკვევის წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე

13:33 01-14-2020

ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მეორე დღეს საქართველოს ნაკრებს ძირითად საასპარეზო სარბიელად ლოზანის საციგურაო არენა ჰქონდა.

ფიგურულ ციგურაობაში მოცეკვავეთა წყვილები და გოგონები (ერთეულები) მოკლე პროგრამით გამოვიდნენ. საქართველო ორივე დისციპლინაში იყო წარმოდგენილი. თავდაპირველად ყინულზე მიხაილ კაიგოროდცევისა და იულია ლებედევა-ბითაძის წყვილი გავიდა.

საქართველოს ნაკრებმა გაცილებით უკეთ იასპარეზა ერთეულებში. ალინა ურუშაძემ მოკლე პროგრამაში 63.10 ქულა მიიღო და მეხუთე ადგილი დაიკავა.

12 მონაწილეს შორის კაიგოროდცევი/ლებედევა-ბითაძის წყვილმა 47.20 ქულა დაიმსახურა, რაც მე-11 ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი.