და ჩვენ ვიცეკვეთ? - ნახეთ როგორ აფასებს გოჩა ჩერტკოევი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალს

13:00 01-14-2020
457

პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალს ყოფილი ჟიურის წევრი გოჩა ჩერტკოევი facebook-ის მეშვეობით ეხმაურება და წერს: „და ჩვენ ვიცეკვეთ?“.

ჩეტკოევის კრიტიკას მისი facebook-გამომწერები და მეგობრები ეხმიანებიან და წერენ, რომ „ვერ ვიცეკვეთ“.

„დაგვიბრუნდი რა“;

„თქვენს გარეშე პროექტი ნულია! იმედია, მე-10 სეზონზე დაბრუნდებით“;

„არც ერთი გადაცემისთვის მიყურებია, როცა თქვენ ვერ დაგინახეთ“ .

შეგახსენებთ, რომ მოცეკვავე გოჩა ჩერტკოევი ცეკვავენ ვარსკვლავების ჟიურის წევრი იყო დაარსების დღიდან, თუმცა ის ამ წლის პროექტში მონაწილეობას არ იღებდა.

ხალხის აღშფოთება სპონსორებმა და ორგანიზატორებმა გამოიწვიეს, რადგან გია ფერაძე უმცროსი ფაქტობრივად უსაჩუქროდ დატოვეს და მისი შრომა ამ პროექტში არაფრით აღნიშნეს.

ჩემო გია, შენ ხარ არაჩვეულებრივი მსახიობი, ცეკვავ შესანიშავად. მართლია, არ ხარ პროფესიონალი მოცეკვავე, მაგრამ ცეკვავდი როგორც პროფესიონალი. მამაშენივით არაჩვეულებრივი ხარ.

ძალიან ძუნწი და უვიცი სპონსორები იყვნენ, რამე ძვირფასი საჩუქარი როგორ ვერ გაიმეტეს. ასეთი სიხარულით დაფრინავდი, მცირე რეპეტიციებით რა შესანიშნავი შოუ ჩაატარე და ამ კარაპეტებმა ვერაფერი გაიმეტეს – მობილური ტელეფონი ვის უკვირს!
მე გიხდი ბოდიშს მათ მაგივრად და თუ ვინმეს სხვა აზრი აქვს, მზად ვარ კამათისთვის. მე მსახიობი ვარ და ვიცი, რა არის გულისტკენა”, – წერს მსახიობი ასმათ ტყაბლაძე ფეისბუქში.