„ბარსელონას“ ახალი თავკაცი ჰყავს - ვალვერდე წავიდა

11:17 01-14-2020

კატალონიურ „ბარსელონას“ კიკე სეტიენი გაწვრთნის. ინფორმაციას ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ესპანელი სპეციალისტის კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე იქნება გათვლილი. 61 წლის მწვრთნელი ბოლოს 2018-2019 წლების სეზონში სევილიურბეტისში“ მუშაობდა.

კატალონიელთა თავკაცის პოსტზე სეტიენი ერნესტო ვალვერდეს ჩაანაცვლებს, რომელიც კლუბს 2017 წლის ზაფხულიდან წვრთნიდა და „ბარსელონასთან“ ერთად ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატი და თითო ჯერ ესპანეთის თასი და სუპერთასი მოიგო.

მიმდინარე სეზონში „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი იტალიურ „ნაპოლის“ შეხვდება.