გლდანში ტექნიკის მაღაზია გატეხეს

09:13 01-14-2020

გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ტექნიკის მაღაზია გატეხეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

არსებული ინფორმაციით, წაღებულია 20-მდე მობილური ტელეფონი. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

„პრაიმტაიმი“ დეტალებს არკვევს.