ვიდეოები

1711697183

VIDEO: ლევან შენგელიას პირველი კომენტარი დაშავების შემდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლევან შენგელია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დაშავების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს და მადლობას უხდის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.ლევან შენგელია აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაშიც მაქსიმალურად დაიხარჯება, რათა ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიანიჭოს ბედნიერება.„მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს მოთმინებისა და იმედისთვის, რომლითაც სტადიონზე მოვიდნენ. ელოდებოდნენ ჩვენგან ამ დიდ სიხარულს, რაც შევძელით და საქართველოს ნაკრები გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. მინდა ყველას ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური რაოდენობა გვყავდეს გულშემატკივრების სტადიონზე. ჩვენ მაქსიმალურად დავიხარჯებით გერმანიაშიც, რომ ჩვენმა ქვეყანამ და გულშემატკივარმა კიდევ ერთხელ იზეიმოს“, – აცხადებს ლევან შენგელია. 

ლევან შენგელია

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

კრისტოფერ ნოლანი

მსოფლიო 1711703220

კრისტოფერ ნოლანი დიდი ბრიტანეთის რაინდის წოდებას მიიღებს

რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი დიდი ბრიტანეთის რაინდის წოდებას მიიღებს. ამის შესახებ BBC წერს.ნოლანის მეუღლე, პროდიუსერი ემა თომასი დიდი ბრიტანეთის ორდენის დამა-კომანდორი გახდება.წელს ნოლანმა „ოპენჰეიმერის“ გადაღებისთვის კარიერაში პირველი „ოსკარი“ მოიგო. საერთო ჯამში ფილმმა 7 ნომინაციაში, მათ შორის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა. მანამდე ნოლანი „ოსკარზე“ ექვსჯერ იყო ნომინირებული.

ორსული

მსოფლიო 1711702790

56-წლიანი ორსულობის შემდეგ, 81 წლის ქალი გარდაიცვალა

პენსიონერი გარდაიცვალა ბრაზილიაში ულტრა იშვიათი „ქვა ბავშვის“ ამოღების ოპერაციის შემდეგ, რომელსაც 56 წლის განმავლობაში ატარებდა.დანიელა ალმეიდა ვერა, 81 წლის, გარდაიცვალა ოპერაციიდან ერთი დღის შემდეგ, პონტა პორას რეგიონალურ საავადმყოფოში, ცენტრალურ-დასავლეთ შტატ მატო გროსოს დო სულში.ექიმებმა კალციფიცირებული ნაყოფი, სახელად ლითოპედიონი, სკანირების დროს აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც დანიელამ მუცლის ტკივილით მიაკითხა."ქვის ბავშვის" შოკის მომგვრელ აღმოჩენამდე, სამედიცინო ექსპერტები ეჭვობდნენ, რომ მას კიბო ჰქონდა.მათ დაასკვნეს, რომ დანიელა სხეულში მკვდარ ნაყოფს ატარებდა ბოლო ორსულობის შემდეგ, ხუთი ათწლეულზე მეტი ხნის წინ.დანიელამ, რომელიც წარმოშობით მკვიდრი ტომიდან იყო და ცხოვრობდა დასახლებაში ბრაზილიის საზღვართან პარაგვაისთან, დატოვა შვიდი შვილი და 40 შვილიშვილი.მას ოპერაცია 14 მარტს ჩაუტარდა და მეორე დღესვე გარდაიცვალა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.კალციფიცირებული ნაყოფის შემდგომი კვლევები დაგეგმილია, მის შესახებ მეტის გასაგებად.გასული წლის მარტში კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა, სადაც გაირკვა, რომ შტატებში ქალი გარდაიცვალა მძიმე არასრულფასოვანი კვების შედეგად მას შემდეგ, რაც ლითოპედიამ ნაწლავები ცხრა წლის განმავლობაში დაბლოკა.50 წლის კონგოელი ქალი შეერთებულ შტატებში ლტოლვილის სტატუსით ჩავიდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს კუჭის სპაზმებით, საჭმლის მონელების უკმარისობით და ჭამის შემდეგ ტკივილის შეგრძნებით.ექიმებმა, რომლებიც წერდნენ სამედიცინო შემთხვევის ანგარიშში, განაცხადეს, რომ პაციენტს სჯეროდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკავშირებული იყო შელოცვასთან, რომელიც მას ვიღაცამ ტანზანიაში გაუკეთა. ოპერაციაზე უარის თქმის შემდეგ გარდაიცვალა.2021 წელს გამოქვეყნებულმა წარმოუდგენელმა ფოტოებმა დააფიქსირა მომენტი, როდესაც ექიმებმა ალჟირში ხანდაზმული ქალის საშვილოსნოში "ქვის ბავშვი" აღმოაჩინეს.იმდროინდელი ინფორმაციით, 73 წლის ქალს 4,5 ფუნტის წონა, შვიდი თვის ნაყოფს 35 წლის განმავლობაში ატარებდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჰქონდა ცხოვრების კარგი ხარისხი და მისი არ დაბადებული შვილი უვნებელი იყო.იშვიათი ფენომენი ყველაზე ხშირად ჩნდება, როდესაც ნაყოფი კვდება ორსულობის დროს, ის ძალიან დიდია ორგანიზმის მიერ ხელახლა შეწოვისთვის და გარედან კალციფიცირებულია, იცავს დედის სხეულს მკვდარი ქსოვილისგან და ხელს უშლის ინფექციას.1996 წლის სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა მედიცინის სამეფო საზოგადოების ჟურნალში, ნათქვამია, რომ ლითოპედიის მხოლოდ 290 შემთხვევაა დაფიქსირებული სამედიცინო ლიტერატურაში. - წერს DAILYMEILასევე ნახეთ:"როდესაც ჩემთან ცხოვრებადამსხვრეული ადამიანები მოდიან, მე მათ 93-ე და 36-ე ფსალმუნებს ვუკითხავ..." - ბერი პაისი თანამედროვე ადამიანზეEXCLUSIVE: "ხანდახან ემიგრაციაში წასვლაზეც ვფიქრობდი, მაგრამ..." - ნონა ხუმარაშვილი პირადსა და კარიერაზე

ფული

რჩევები 1711702714

რა წესები უნდა გაითვალისწინოთ, თუ ფულის გასესხება გიწევთ - ყველაფერი ფულის ენერგიის შესახებ

ცნობილია, რომ ფულთან ურთიერთქმედება, მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას ხალხური რწმენების მიმართ.მოერიდეთ ვალის აღებას/გაცემას ორშაბათს – ეს დღე, ხალხური რწმენის თანახმად, მთელი წელი სიდუხჭირეს და ფინანსურ პრიბლემებს მოგიტანთ.საღამოს ასევე სჯობს გამორიცხოთ ფულის სესხება/გასესხება, რადგან შეიძლება ამით დაგებლოკოთ ფულის ენერგეტიკული არხები და გაღარიბდეთ.გარდა ამისა, არ ფულის სესხება/გაასესხებისას, მოერიდეთ უსიამოვნო და ნეგატიურ პიროვნებებს. კუპიურებთან ერთად “ბონუსად” მიიღებთ უარყოფით ენერგიას, რაც მთლიანობაში ცუდ გავლენას მოახდენს თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე.თუ გარკვეული მიზეზების გამო აუცილებლად საჭიროა თანხის საღამოს სესხება/გასესხება - მაშინ იმოქმედეთ სწორად! კერძოდ: არ გადასცეთ კუპიურები ხელიდან-ხელში. ფული დადეთ ხის ზედაპირზე მარჯვენა ხელით. ამ წესების დაცვა, დაგეხმარებათ ფინანსური სტაბილურიბის და კეთილდღეობის შენარჩუნებაში.წყარო:ასევე ნახეთ:პრაქტიკული რჩევები მათთვის, ვინც სახლის დალაგების დროს რეზინის ხელთათმანებს ვერ ეგუებაშეიძლება თუ არა გავნოთ ოთახში გასაშრობად ჩამოკიდებულმა სარეცხმა? - ექიმის გაფრთხილებაიცოდით, რომ მევახშესთან დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა შესაძლებელია? - იურისტი განმარტავს, როგორ უნდა აირიდოთ თავიდან ქონების დაკარგვა

თბილისი ამინდი

დედაქალაქი 1711702689

თბილისსა და ზოგიერთ რაიონში, ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება ფიქსირდება - გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 29 მარტიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს."საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე - www.air.gov.ge," - წერს სააგენტო.

ტედ ბანდი

ისტორიები 1711702610

„გოგონების თავები სახლში მიჰქონდა და მათთან ერთად იძინებდა...“ - სიკვდილმისჯილი ტედ ბანდის საქმის შემზარავი დეტალები

ტედ ბანდი აშშ-ს ისტორიის ერთ-ერთი განსაკუთრებულად სასტიკი სერიული მკვლელია. მისი ამბავი მრავალი რომანისა თუ ფილმის ინსპირაცია გახდა. მან 36 ადამიანის მკვლელობა აღიარა, თუმცა დღესდღეობით დაზუსტებით არავინ იცის, თუ რამდენი ადამიანი მოკლა სინამდვილეში და როდის დაიწყო მისი მკვლელობები. კრიმინალისტების ვარაუდით, მსხვერპლთა რიცხვი, სინამდვილეში, საკმაოდ აღემატება ტედის მიერ აღიარებულ რაოდენობას.თეოდორ რობერტ ბანდი 1946 წლის 24 ნოემბერს დაიბადა. ამ დროს ტედის დედა - ელეანორ ლუისა კოუელი 22 წლის მარტოხელა ქალი გახლდათ და შესაბამისად ტედის ბიოლოგიური მამის ზუსტი ვინაობა საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია. ადრეულ ასაკში ოჯახი ტედს ატყუებდა, რომ მისი ბებია-ბაბუის ნაშვილები ბავშვი იყო, ხოლო ლუისა მისი და გახლდათ. მოგვიანებით კი ლუისა კოუელმა ჯონი ბანდიზე იქორწინა, რომელმაც ტედი იშვილა და მას გვარიც მისცა.ბანდი სტანდარტულ, არაფრით გამორჩეულ ოჯახში იზრდებოდა და საკმაოდ ნიჭიერი ბავშვიც იყო, თუმცა მას არასდროს გამოსდიოდა თანატოლებთან ურთიერთობა. სამი წლის ასაკში იგი გატაცებული იყო დანებით.1972 წელს ბანდიმ ვაშინგტონის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მომავალში სამართლის სკოლაშიც ჩაირიცხა, თუმცა სწავლა არ დაუსრულებია. უნივერსიტეტში სწავლისას ტედს მდიდარი, ლამაზი და ახალგაზრდა შეყვარებული ჰყავდა, რომელთან დაშორებაც მისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. საზოგადოებაში გავრცელებული ვერსიის თანახმად, ბანდის მსხვერპლთა უმეტესობა მის ყოფილ შეყვარებულს ძალიან ჰგავდა.ტედის მკვლელობები სავარაუდოდ 1974 წელს დაიწყო, როდესაც სიეტლსა და ორეგონში რამდენიმე გოგონა უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთს საეჭვოდ ემთხვეოდა - გაუჩინარებამდე რამდენიმე წუთით ადრე, გოგონები მამაკაცთან ერთად შენიშნეს, რომელსაც ტედი ერქვა.ძირითად შემთხვევაში ბანდი გოგონების სიკეთით სარგებლობდა. იგი თავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირად ასაღებდა და მსხვერპლს დახმარებას სთხოვდა. მანქანის ყიდვის შემდეგ კი ქალებს თავში ძლიერი ჩარტყმით უგონო მდგომარეობაში აგდებდა და იტაცებდა.როგორც წესი, ტედი მსხვერპლს ცემით კლავდა ან ახრჩობდა. საბოლოოდ კი დანაწევრებულ ცხედრებს ბუნებაში მალავდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანდახან კაცს გვამები სახლში მიჰქონდა და თავს სექსუალურად იკმაყოფილებდა. ზოგიერთ შემთხვევაში კი, მხოლოდ გოგონების თავები მიჰქონდა და მათთან ერთად იძინებდა.1974 წელს ტედ ბანდი სამართლის ფაკულტეტზე ჩაირიცხა და იუტაში გადავიდა. სწორედ აქედან დაიწყო გოგონების გაუჩინარების ახალი სერიაც.1975 წელს ბანდიმ კეროლ დარონჩის გატაცება სცადა, თუმცა გოგონამ გაქცევა მოახერხა. გატაცების მცდელობისთვის ტედ ბანდი გაასამართლეს და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოგვიანებით კი სასამართლოსთვის ტედის სხვა დანაშაულებიც გახდა ცნობილი.დაპატიმრებიდან ერთი წლის შემდეგ, ტედმა ციხიდან გაქცევა მოახერხა, თუმცა, იგი ერთ კვირაში დააკავეს. მეორე გაქცევის დროს კი, პოლიციამ ბანდის გაუჩინარება მისი გაქცევიდან 15 საათის შემდეგ აღმოაჩინა, რა დროსაც მან ფლორიდაში ჩასვლა მოასწრო. ტედი ფლორიდის უნივერსიტეტში შეიჭრა, სადაც მან ორი გოგონა მოკლა. მოგვიანებით, მან 12 წლის ბავშვის სიცოცხლეც იმსხვერპლა. საბოლოოდ, პოლიციამ მაინც მოახერხა მკვლელის პოვნა და იგი კვლავ დააკავეს. სრულად