თბილისში მამამ 20 წლის შვილი სახლში გარდაცვლილი იპოვა

23:38 01-13-2020

თბილისში, ახალგაზრდა გოგო მამამ აბაზანაში გარდაცვლილი იპოვა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გოგონა იყო არასრულწლოვანი, თუმცა გარდაცვლილი დაახლოებით 20 წლის, სტუდენტი იყო. 

ოჯახი თბილისში დროებით, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. არსებული ინფორმაციით, ისინი ზუგდიდიდან არიან.

მეზობლები სუიციდზე საუბრობენ.

როგორც შსს-ში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.